RSS

Wednesday, April 13, 2011

დათა ჩალათაშვილი २०११ წ.

ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ

ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ, მე ძალიან მტკენს გულს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. გული იმიტომ მტკივა, რომ ამ ნაკლს სხვებიც ხედავენ და ამჩნევენ ჩემში. ალბათ რას აღარ ამბობენ... მე კი უნდა შევძლო და გამოვსწორდე, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, თითქოს ახლა მოვევლინე ქვეყნიერებას. ყველა თვისება კარგი უნდა მქონდეს და არა ეშმაკური. მე არ მსურს, ეს ნაკლი ჩემს თანაკლასელებთან გამოვაჩინო, რადგან ისინი ჩემნაირ ადამიანთან ურთიერთობას არ ისურვებენ.

თავს არ დავზოგავ, ყველაფერი თავის კალაპოტში უნდა ჩადგეს! თავს უნდა ვუბიძგო კეთილი სურვილებისაკენ, კარგად სწავლისაკენ, ზრდილობიანობისაკენ, თავაზიანობისაკენ. ამ ქვეყანაზე კეთილი საქმეები არ დაილევა! მე მსურს, რომ სანიმუშო მოსწავლე ვიყო და ასეც იქნება, თუკი მოვინდომებ, ამას გულწრფელად გეუბნებით...

Saturday, April 9, 2011

ნატალი მანდარია २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

ჩემი ქორწილის წინა დღეს ძალიან ვღელავ. საქმრო კი კარგი მყავს, მაგრამ ეს წივწივა დედამთილი ვერ მოვიცილე თავიდან. ყველაფერში ცხვირს ყოფს. მიკვირს: თვითონ ისეთია, სიტყვას არ ჩამაკვეხებინებს და ასეთი დინჯი შვილი როგორ გაზარდა!

სჯობია, დედამთილზე აღარ ვილაპარაკო, თორემ საავადმყოფოში მოვხვდები და მაგასაც ეგ არ უნდა?

ძალიან მინდა, კარგი ქორწილი მქონდეს, ლამაზი და ნაზი, როგორც არავის. ამიტომ სულ დავფუსფუსებ. ქმარი მეუბნება: ნელა ქალო, არ გადაიწვა, თორემ ცოლად ვიღა მოვიყვანოო. ერთი სიტყვით, მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ნანატრი დღე!

ნატალი მანდარია २०११ წ.

გიორგი ქათამაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

როგორც იქნა, ვქორწინდები. უკვე ერთი თვეა, რაც გოგონა შემიყვარდა. ძალიან ვღელავ, ნეტავ ახლა იყოს ის წუთი, როცა მღვდლის წინაშე დავდგებით. მოსაწვევები უკვე გავუგზავნე ჩემს მეგობრებს, ახლობლებსა და მასწავლებლებს.

კარგ ხასიათზე ვარ, ყველას ღიმილით შევცქერი, არც არავის ვუბრაზდები.

ძალიან მომწონს ჩემი სიმამრი, კარგი კაცია. უყვარს თევზაობა, ნადირობა, კარგი გემოვნება აქვს. სიდედრიც მაგარია, ვაჟკაცური ქალი ჩანს.

ტანსაცმელი უკვე ვიყიდე, საცოლეს კი ფული მივეცი, რომ თვითონ აირჩიოს, რაც უნდა. წინასწარ ვიცი, რომ იგი იქნება უმშვენიერესი და ულამაზესი. მეშინია, სიხარულისაგან გული არ გამიჩერდეს!

დაღამდა, უკვე მამთქნარებს. კი დავიძინებ, მაგრამ უეჭველად კოშმარი დამესიზმრება...

მარიამ ქურხაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

უი, რა მალე გაფრენილა დრო! დღეს თერთმეტი თებერვალია. ხვალ ქორწილი მაქვს და ვარ ალიაქოთში. სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას. სულ აღარ მახსოვს, რომ ათასი საქმე მაქვს, ვზივარ და ვოცნებობ...

უცებ დედამთილი მეძახის:

-ბევრი საქმე გვაქვს, ვეღარ მოვასწრებთ და მოდი, მომეხმარე!

რომ ვარ მეცხრე ცაზე, ნელ-ნელა ვეშვები ძირს და გულში ვფიქრობ: ოხ, დედამთილო, რა დაგიშავე, რომ ფიქრს არ მაცლი-მეთქი!

ნეტავ, მალე გათენდეს! უკვე ღამის ორი საათია და დასაძინებლად ვემზადები. აბა, თუ იცით, რა დამესიზმრება? რა თქმა უნდა, ჩემი ქორწილი!

Friday, April 8, 2011

ლიკა გიორგაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

გათენდა დილა, რომელიც ჩემი ქორწილის წინა დღე იყო. მე ფეხზე წამოვხტი, ვმღეროდი და თან სახლს ვალაგებდი. როცა დავამთავრე, ჩავჯექი სავარძელში და ჩემს საქმროს დაველოდე. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი მაღაზიაში და საქორწინო კაბას ვიყიდდი

უცებ კარზე დააკაკუნეს. მე თმები გავისწორე, პომადა წავისვი და კარისკენ გავიქეცი. კარი მეზობელმა შემოაღო და ერთი ლიმონი მთხოვა. მოვიწყინე, რომ იმედი გამიცრუვდა. კვლავ დააკაკუნეს. ახლა კი მართლა ჩემი მეუღლე შემოვიდა და მაღაზიაში ერთად წავედით. ისეთი ლამაზი კაბები იყიდებოდა, პირი დავაღე. ხუთი კაბა ავირჩიე, პარკში ჩავყარე და მეუღლეს მივაწოდე. ის გაოგნებული მიყურებდა. მერე ოქროსა და ვერცხლის ნივთებს დავადგი თვალი. საწყალს ფული სულ დავახარჯვინე, აღარაფერი დარჩა თავისთვის.

შინ გახარებული დავბრუნდი, დავიძინე და ჩემი ქორწილი დამესიზმრა.

ნიკოლოზ ჭაბაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

დღეს პარასკევია და ხვალისთვის ვემზადები, ხვალ ხომ ჩემი ქორწილია! ჩემი მეჯვარე რომა შეუძლოდ არის და არ ვიცი, ქორწილი უიმისოდ როგორ ჩატარდება. ვნერვიულობ. თორმეტი წლის რომ ვიყავი, მეხუთე კლასში, მაშინ რა იყო სანერვიულო! ახლაა ნერვიულობის საერთაშორისო დღე ჩემთვის! ხვალ კი უფრო მეტი რამ იქნება სანერვიულო: იქნება ათასი მილოცვა და მაგის ატანა არ გინდა? ხვალ ალბათ უნდა ვიცეკვო კიდეც! არა! ამ დღეზე სანერვიულო ცხოვრებაში არ მექნება, მაგრამ სჯობია, ეს ნერვიულობა ავიტანო, ვიდრე უცოლშვილოდ დავრჩე! ნეტავ, რომა როგორ იქნება? ახლა ყველაზე მეტად მასზე ვნერვიულობ...

ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, როგორ დამწერს ჯვარს მამაჩემი...
 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .