ჩემი ქორწილის წინა დღე
უკვე სამი წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. გავიზარდე და ახლა იმის დროც არის, რომ ჩემი პატარა ოჯახი შევქმნა და ჩემი გაზრდით დაქანცული ოჯახი დავასვენო.
ორი თვის წინ დავინიშნე। ჩემს ფაკულტეტზე იყვნენ მხოლოდ ჭკვიანი და ულამაზესი ბიჭები. აქედან ერთ–ერთს, ყველაზე უნაკლოს, მე მოვეწონე და დიდი ხანი მოსვენებას არ მაძლევდა. ვიფიქრე, ამას რა გაუძლებს, ჯერ მისი ცოლი არ ვარ და უკვე საჩუქრებით ამივსო სახლი–მეთქი. მაგრამ ისეთი რამ ჩაიდინა, გული მომილბო.
დღეს ჩემი ქორწილის წინა დღეა. ახლა რომ გითხრათ, რა ხდება ჩემს გულში, ალბათ აღარ მოგინდებათ ამ ნაწერის წაკითხვა. გული ძალიან დამეღალა ამდენი ემოციით. ეს რაღაც უცნაური გრძნობა არ მაძლევს საშუალებას, რომ თვალზე ცრემლი შევიშრო.
ახლა სალონში ვარ। მე და ჩემი კლასელები ვარჩევთ. ნინო და ნატალი კამათობენ, არა ეს სჯობია, არა ესო. ბოლოს მაინც ნატალის აზრი იმარჯვებს.
მეჯვარე ვინ იქნება, ეს არც უკითხავთ, იციან, რომ მეექვსე კლასში პირობა მივეცი ნატალის, რომ ჩემი მეჯვარე იქნება, სამაგიეროდ ნინო ბავშვს მომინათლავს.
მერსედესი მოსრიალდა–ეს ჩემი მეუღლეა.
–გამარჯობა! აბა, რას შვრები, გადაწყვიტე, რომელ კაბას იყიდი?
–კი, გადავწყვიტე।
–მაჩვენე რა, გეხვეწები!
არა, საქმრომ თუ საქმრომ ქორწილის კაბა წინასწარ ნახა, ცუდი რამ მოხდება. ბევრი მეხვეწა, მაჩვენეო, მაგრამ მე აბა, რას მაჯობებდა.
უკვე ყველაფერი დაგეგმილია: ბეჭდწბი, კაბა, ვარცხნილობა. დედა, რამდენი ფული დავხარჯე! იქნებ გადავიფიქრო ქორწილი? მაგრამ მეცოდება ჩემი საქმრო. ისე უნდა, მისი ცოლი გავხდე, რომ სული ეწურება. მხოლოდ ამის ხათრით არ გადავიფიქრებ!
0 comments:
Post a Comment