ჩემი ქორწილის წინა დღე
არც კი ვიცი, როგორ გამოვნახე დრო, რომ თქვენთვის ეს ამბავი მომეყოლა।
დღეს ბოლო დღეა ჩემი მარტოხელა ცხოვრებისა. რას იზამ, ასეთია ცხოვრება! სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემმა მეზობელმა ზაურმა იმდენი დალია, რომ ჩემი საქმროც აიყოლია. ახლა ორივეს ფეხები აქვს გაფშეკილი,-ტახტზე წვანან.
ხვალ ქორწილი მაქვს და ჩემი გული ზღვას ერევა. ზოგი ქორწილს იმიტომ ელოდება, რომ თეთრი კაბა ჩაიცვას და საკურთხეველში შევიდეს. ეს არის მისი ცხოვრების აზრი.
მე კი ქორწილი წარმომიდგენია დღედ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ახალ ფურცელს გადაშლის. ამ დროს გგონია, რომ სიარულს, ლაპარაკს თავიდან იწყებ. შენს წინ კარიბჭეა, რომელიც გაგიხსნის გზას ბედნიერებისაკენ. თუმცა უკან შიშის ღრუბელი მოგყვება. რისი გეშინია? ზუსტად ამ ახალი ცხოვრების!
როგორ ველი ხვალინდელ დღეს! ყველანი ჩემთან იქნებიან - დედა, ძმა, ბებო, ახლობლები. მხოლოდ ერთი რამ დამაკლდება - მამა... საკურთხეველთან მარტო ვიქნები... იმედია, როცა ღმერთს შევევედრები, მამა გადმომხედავს...
ქორწილი ყოველთვის თბილი არ არის. ზოგი მოგილოცავს, მიბრუნდება და იტყვის: ეს ფეხებდაგრეხილი რატომ გათხოვდა და ჩემი შვილი არაო. ოი-ოი-ოი!
ვაიმეეეეე, გავიქეცი, თორემ დამეწვა ტორტი!
0 comments:
Post a Comment