ჩემი ქორწილის წინა დღე
ჩემი ქორწილის წინა დღეა და ძალიან ვნერვიულობ, როგორც ყველა პატარძალი. ნეტავ, როგორი გრძნობაა, როცა მღვდლის წინ დგახარ და ფიცს დებ უფლის წინაშე, რომ ჭირშიც და ლხინშიც მის გვერდით იდგები, ამას სულ მალე გავიგებ.
ვემზადები. საქორწინო კაბას ვყიდულობ, მაკიაჟს ვიკეთებ და ვნატრობ, როდის გათენდება საიყვარულითა და სიმშვენიერით აღსავსე დღე და როდის შევაბიჯებ ტაძარში ჩემს მეუღლესთან ერთად.
ჩემმა მეუღლემ ასეთი რომანტიკული საჩუქარი გამიკეთა: მაღაზიაში კაბა ვიყიდე. როცა სახლში დავბრუნდი და ჩემს ოთახში შევედი, დავინახე უშველებელი ყუთი. მივუახლოვდი, მოვკიდე ბაფთას ხელი, გავხსენი და რას ვხედავ! ჩემი მეუღლე დგას შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი და მიღიმის. ხელში კი საქორწინო კაბა უჭირავს, ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვიყიდე...
წავედით რესტორანში, ვივახშმეთ და როცა სახლში დავბრუნდი, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად ის ადამიანი იყო, რომელსაც მე ველოდი। ეს ჩემი, მხოლოდ ჩემი პრინცი იყო!
ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ
ნაკლი ყველა ადამიანს აქვს, თუნდ დიდი იყოს, თუნდ პატარა. მოდით, გავარკვიოთ, რა არის ნაკლი? ის ისეთი მძიმე ტვირთია ადამიანის გულში, რომ ვერ მოიშორებ. ის შენთანაა, შენს სხეულში, ამიტომაც გვიჭირს მისი მოშორება, ვერას ვხდებით. მეც მაქვს ნაკლი და ვცდილობ, როგორმე დავამარცხო იგი. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ძალიან მეშინია, ჩემი ცუდი მოქცევით ახლობლებსა და მეგობრებს გული ვატკინო.
რატომ არ ვუღრმავდებით ადამიანები ჩვენს გრძნობებს და რატომ ვტკენთ გულს ერთმანეთს? ამის პასუხი ჩვენს თავში მოგვეკითხება! ვიფიქროთ ამაზე და მოვეფეროთ ერთმანეთს!
0 comments:
Post a Comment