ჩემი ქორწილის წინა დღე
და აი, მეც. ხვალ უკვე ცოლი უნდა მოვიყვანო. მაგრამ სანამ ცოლს მოვიყვანდე, უნდა მოვემზადო. ჩემი ფანტაზიით მე ვარ მდიდარი, მყავს ჩემი საკუთარი ლიმუზინი, მოსამსახურე და კარგი საცოლე, რა თქმა უნდა, მოთხრობაში. ახლა მოგიყვებით, როგორ ჩაიარა სამზადისმა:
გათენდა დილა. კარგ ხასიათზე ავდექი, ჯან-ღონით სავსე და დილაადრიანვე გავწიე მაღაზიებისაკენ. შევიძინე პიჯაკი, ჰალსტუხი და კლასიკური ფეხსაცმელები. დავბრუნდი სახლში, გამოვიცვალე და გავწიე "გურმესაკენ", სადაც უგემრიელეს ნამცხვარს ამზადებენ. შევუკვეთე ნამცხვარი და სახლისაკენ გავეშურე.
გათენდა ქორწილის დღეც. ცერემონიალზე უნდა ვყოფილიყავით თორმეტ საათზე ჩემი საცოლე უკვე იქ მელოდებოდა. და აი, თავგადასავალიც დაიწყო: ლიმუზინის საბურავი გასკდა. როგორც იქნა, გამოვცვალე და მივხვდი, რომ ძალიან დავაგვიანე. გიჟივით გავაღე მანქანის კარები და... დედა მეძახის: "რომა, ადექი, სკოლაში გაგვიანდება!" მე კი გულში გავიცინე...
0 comments:
Post a Comment