Wednesday, April 13, 2011

დათა ჩალათაშვილი २०११ წ.

ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ

ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ, მე ძალიან მტკენს გულს. იმედი მაქვს, რომ გამოვასწორებ. გული იმიტომ მტკივა, რომ ამ ნაკლს სხვებიც ხედავენ და ამჩნევენ ჩემში. ალბათ რას აღარ ამბობენ... მე კი უნდა შევძლო და გამოვსწორდე, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო, თითქოს ახლა მოვევლინე ქვეყნიერებას. ყველა თვისება კარგი უნდა მქონდეს და არა ეშმაკური. მე არ მსურს, ეს ნაკლი ჩემს თანაკლასელებთან გამოვაჩინო, რადგან ისინი ჩემნაირ ადამიანთან ურთიერთობას არ ისურვებენ.

თავს არ დავზოგავ, ყველაფერი თავის კალაპოტში უნდა ჩადგეს! თავს უნდა ვუბიძგო კეთილი სურვილებისაკენ, კარგად სწავლისაკენ, ზრდილობიანობისაკენ, თავაზიანობისაკენ. ამ ქვეყანაზე კეთილი საქმეები არ დაილევა! მე მსურს, რომ სანიმუშო მოსწავლე ვიყო და ასეც იქნება, თუკი მოვინდომებ, ამას გულწრფელად გეუბნებით...

Saturday, April 9, 2011

ნატალი მანდარია २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

ჩემი ქორწილის წინა დღეს ძალიან ვღელავ. საქმრო კი კარგი მყავს, მაგრამ ეს წივწივა დედამთილი ვერ მოვიცილე თავიდან. ყველაფერში ცხვირს ყოფს. მიკვირს: თვითონ ისეთია, სიტყვას არ ჩამაკვეხებინებს და ასეთი დინჯი შვილი როგორ გაზარდა!

სჯობია, დედამთილზე აღარ ვილაპარაკო, თორემ საავადმყოფოში მოვხვდები და მაგასაც ეგ არ უნდა?

ძალიან მინდა, კარგი ქორწილი მქონდეს, ლამაზი და ნაზი, როგორც არავის. ამიტომ სულ დავფუსფუსებ. ქმარი მეუბნება: ნელა ქალო, არ გადაიწვა, თორემ ცოლად ვიღა მოვიყვანოო. ერთი სიტყვით, მოუთმენლად ველოდები, როდის დადგება ნანატრი დღე!

ნატალი მანდარია २०११ წ.

გიორგი ქათამაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

როგორც იქნა, ვქორწინდები. უკვე ერთი თვეა, რაც გოგონა შემიყვარდა. ძალიან ვღელავ, ნეტავ ახლა იყოს ის წუთი, როცა მღვდლის წინაშე დავდგებით. მოსაწვევები უკვე გავუგზავნე ჩემს მეგობრებს, ახლობლებსა და მასწავლებლებს.

კარგ ხასიათზე ვარ, ყველას ღიმილით შევცქერი, არც არავის ვუბრაზდები.

ძალიან მომწონს ჩემი სიმამრი, კარგი კაცია. უყვარს თევზაობა, ნადირობა, კარგი გემოვნება აქვს. სიდედრიც მაგარია, ვაჟკაცური ქალი ჩანს.

ტანსაცმელი უკვე ვიყიდე, საცოლეს კი ფული მივეცი, რომ თვითონ აირჩიოს, რაც უნდა. წინასწარ ვიცი, რომ იგი იქნება უმშვენიერესი და ულამაზესი. მეშინია, სიხარულისაგან გული არ გამიჩერდეს!

დაღამდა, უკვე მამთქნარებს. კი დავიძინებ, მაგრამ უეჭველად კოშმარი დამესიზმრება...

მარიამ ქურხაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

უი, რა მალე გაფრენილა დრო! დღეს თერთმეტი თებერვალია. ხვალ ქორწილი მაქვს და ვარ ალიაქოთში. სიხარულითა და ბედნიერებით აღსავსე ველოდები ხვალინდელი დღის გათენებას. სულ აღარ მახსოვს, რომ ათასი საქმე მაქვს, ვზივარ და ვოცნებობ...

უცებ დედამთილი მეძახის:

-ბევრი საქმე გვაქვს, ვეღარ მოვასწრებთ და მოდი, მომეხმარე!

რომ ვარ მეცხრე ცაზე, ნელ-ნელა ვეშვები ძირს და გულში ვფიქრობ: ოხ, დედამთილო, რა დაგიშავე, რომ ფიქრს არ მაცლი-მეთქი!

ნეტავ, მალე გათენდეს! უკვე ღამის ორი საათია და დასაძინებლად ვემზადები. აბა, თუ იცით, რა დამესიზმრება? რა თქმა უნდა, ჩემი ქორწილი!

Friday, April 8, 2011

ლიკა გიორგაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

გათენდა დილა, რომელიც ჩემი ქორწილის წინა დღე იყო. მე ფეხზე წამოვხტი, ვმღეროდი და თან სახლს ვალაგებდი. როცა დავამთავრე, ჩავჯექი სავარძელში და ჩემს საქმროს დაველოდე. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი მაღაზიაში და საქორწინო კაბას ვიყიდდი

უცებ კარზე დააკაკუნეს. მე თმები გავისწორე, პომადა წავისვი და კარისკენ გავიქეცი. კარი მეზობელმა შემოაღო და ერთი ლიმონი მთხოვა. მოვიწყინე, რომ იმედი გამიცრუვდა. კვლავ დააკაკუნეს. ახლა კი მართლა ჩემი მეუღლე შემოვიდა და მაღაზიაში ერთად წავედით. ისეთი ლამაზი კაბები იყიდებოდა, პირი დავაღე. ხუთი კაბა ავირჩიე, პარკში ჩავყარე და მეუღლეს მივაწოდე. ის გაოგნებული მიყურებდა. მერე ოქროსა და ვერცხლის ნივთებს დავადგი თვალი. საწყალს ფული სულ დავახარჯვინე, აღარაფერი დარჩა თავისთვის.

შინ გახარებული დავბრუნდი, დავიძინე და ჩემი ქორწილი დამესიზმრა.

ნიკოლოზ ჭაბაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

დღეს პარასკევია და ხვალისთვის ვემზადები, ხვალ ხომ ჩემი ქორწილია! ჩემი მეჯვარე რომა შეუძლოდ არის და არ ვიცი, ქორწილი უიმისოდ როგორ ჩატარდება. ვნერვიულობ. თორმეტი წლის რომ ვიყავი, მეხუთე კლასში, მაშინ რა იყო სანერვიულო! ახლაა ნერვიულობის საერთაშორისო დღე ჩემთვის! ხვალ კი უფრო მეტი რამ იქნება სანერვიულო: იქნება ათასი მილოცვა და მაგის ატანა არ გინდა? ხვალ ალბათ უნდა ვიცეკვო კიდეც! არა! ამ დღეზე სანერვიულო ცხოვრებაში არ მექნება, მაგრამ სჯობია, ეს ნერვიულობა ავიტანო, ვიდრე უცოლშვილოდ დავრჩე! ნეტავ, რომა როგორ იქნება? ახლა ყველაზე მეტად მასზე ვნერვიულობ...

ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, როგორ დამწერს ჯვარს მამაჩემი...

დათა ჩალათაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

ხვალ ჩემი ქორწილია. ყველას ვეპატიჟები. ძალიან ვნერვიულობ, რადგან დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგა ჩემს ცხოვრებაში. წეღან, ათი-თხუთმეტი წუთის წინ, როდესაც ვსადილობდით, იმდენად განერვიულებული ვიყავი, სადილი დავაქციე. მკითხეს, რა გჭირსო? მე ვითომ ვერ გავიგონე: ერთ ყურში შევუშვი და მეორედან გავუშვი.

მერე პაცა შევუკვეთეთ. როცა პიცა მომიტანეს, მე ასი ლარი გადავიხადე და კარი დავხურე। თურმე ის ათი ლარი ღირდა. კარზე დააკაკუნეს. მე საცოლეს ველოდებოდი, მოვწესრიგდი, ხელში ვარდი დავიჭირე და კარი გავაღე თუ არა, პიცის მომტანს გადავეხვიე და ვაკოცე. გაოცებულმა მკითხა: რატომ მკოცნიო? მე ვუპასუხე: დიდი ბოდიში, საცოლეს ველოდებოდი და ის მეგონეთ-მეთქი. აი, ასე ვნერვიულობ.

როდის გათენდება ხვალინდელი დღე! ალბათ, ქორწილი კარგად ჩაივლის და მეც გემრიელად ამოვიხვნეშებ...

დავით თავაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

ჩემი ქორწილის წინა დღეა. მოუთმენლად ველი ხვალინდელი დღის გათენებას, სულ ქორწილზე მაქვს მთელი ჭკუა გადატანილი, სხვა არაფერი მახსოვს. თანაც ვნერვიულობ: ნეტავ, როგორ ჩატარდება ქორწილი? ნათესავები ხომ არ დამიწუნებენ? ვინ დაიჭერს თაიგულს? ვინ გათხოვდება ან დაქორწინდება პირველი?

ქორწილში ყველა უნდა დავპატიჟო. სულ თვალწინ მიდგას სტუმრები, რომლებიც მოუთმენლად გველიან და თეფში, რომელიც ჩვენ უნდა გავტახოთ. ნეტავ, ჩემი საცოლე ეკლესიაში რას იტყვის? თანახმაა თუ არა, რომ ცოლად გამომყვეს? ვაითუ უარი მითხრა! მაშინ ხომ დავკარგე ავტორიოტეტი! მაგრამ ასე არ მოხდება, დარწმუნებული ვარ.

თორმეტ საათზე მოვლენ სტუმრები, დაგვლოცავენ. მერე საცოლეს მივაკითხავთ სახლში და ტაძარში წავალთ. იმედია, ხვალ კარგად მოვილხენთ და დიდხანს გასტანს ჩვენი ბედნიერება!

რომა გიორგაძე २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

და აი, მეც. ხვალ უკვე ცოლი უნდა მოვიყვანო. მაგრამ სანამ ცოლს მოვიყვანდე, უნდა მოვემზადო. ჩემი ფანტაზიით მე ვარ მდიდარი, მყავს ჩემი საკუთარი ლიმუზინი, მოსამსახურე და კარგი საცოლე, რა თქმა უნდა, მოთხრობაში. ახლა მოგიყვებით, როგორ ჩაიარა სამზადისმა:

გათენდა დილა. კარგ ხასიათზე ავდექი, ჯან-ღონით სავსე და დილაადრიანვე გავწიე მაღაზიებისაკენ. შევიძინე პიჯაკი, ჰალსტუხი და კლასიკური ფეხსაცმელები. დავბრუნდი სახლში, გამოვიცვალე და გავწიე "გურმესაკენ", სადაც უგემრიელეს ნამცხვარს ამზადებენ. შევუკვეთე ნამცხვარი და სახლისაკენ გავეშურე.

გათენდა ქორწილის დღეც. ცერემონიალზე უნდა ვყოფილიყავით თორმეტ საათზე ჩემი საცოლე უკვე იქ მელოდებოდა. და აი, თავგადასავალიც დაიწყო: ლიმუზინის საბურავი გასკდა. როგორც იქნა, გამოვცვალე და მივხვდი, რომ ძალიან დავაგვიანე. გიჟივით გავაღე მანქანის კარები და... დედა მეძახის: "რომა, ადექი, სკოლაში გაგვიანდება!" მე კი გულში გავიცინე...

Thursday, April 7, 2011

ნინო მეტრეველი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე



ჩემი ქორწილის წინა დღეა და ძალიან ვნერვიულობ, როგორც ყველა პატარძალი. ნეტავ, როგორი გრძნობაა, როცა მღვდლის წინ დგახარ და ფიცს დებ უფლის წინაშე, რომ ჭირშიც და ლხინშიც მის გვერდით იდგები, ამას სულ მალე გავიგებ.



ვემზადები. საქორწინო კაბას ვყიდულობ, მაკიაჟს ვიკეთებ და ვნატრობ, როდის გათენდება საიყვარულითა და სიმშვენიერით აღსავსე დღე და როდის შევაბიჯებ ტაძარში ჩემს მეუღლესთან ერთად.



ჩემმა მეუღლემ ასეთი რომანტიკული საჩუქარი გამიკეთა: მაღაზიაში კაბა ვიყიდე. როცა სახლში დავბრუნდი და ჩემს ოთახში შევედი, დავინახე უშველებელი ყუთი. მივუახლოვდი, მოვკიდე ბაფთას ხელი, გავხსენი და რას ვხედავ! ჩემი მეუღლე დგას შარვალ–კოსტუმში გამოწყობილი და მიღიმის. ხელში კი საქორწინო კაბა უჭირავს, ზუსტად ისეთი, როგორიც მე ვიყიდე...



წავედით რესტორანში, ვივახშმეთ და როცა სახლში დავბრუნდი, მაშინ მივხვდი, რომ ნამდვილად ის ადამიანი იყო, რომელსაც მე ველოდი। ეს ჩემი, მხოლოდ ჩემი პრინცი იყო!



ნაკლი, რომელსაც ჩემს თავში ვხედავ


ნაკლი ყველა ადამიანს აქვს, თუნდ დიდი იყოს, თუნდ პატარა. მოდით, გავარკვიოთ, რა არის ნაკლი? ის ისეთი მძიმე ტვირთია ადამიანის გულში, რომ ვერ მოიშორებ. ის შენთანაა, შენს სხეულში, ამიტომაც გვიჭირს მისი მოშორება, ვერას ვხდებით. მეც მაქვს ნაკლი და ვცდილობ, როგორმე დავამარცხო იგი. გულწრფელად გეტყვით, რომ მე ძალიან მეშინია, ჩემი ცუდი მოქცევით ახლობლებსა და მეგობრებს გული ვატკინო.

რატომ არ ვუღრმავდებით ადამიანები ჩვენს გრძნობებს და რატომ ვტკენთ გულს ერთმანეთს? ამის პასუხი ჩვენს თავში მოგვეკითხება! ვიფიქროთ ამაზე და მოვეფეროთ ერთმანეთს!

ბელა გაბელაია २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

უკვე სამი წელია, რაც უნივერსიტეტი დავამთავრე. მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. გავიზარდე და ახლა იმის დროც არის, რომ ჩემი პატარა ოჯახი შევქმნა და ჩემი გაზრდით დაქანცული ოჯახი დავასვენო.

ორი თვის წინ დავინიშნე। ჩემს ფაკულტეტზე იყვნენ მხოლოდ ჭკვიანი და ულამაზესი ბიჭები. აქედან ერთ–ერთს, ყველაზე უნაკლოს, მე მოვეწონე და დიდი ხანი მოსვენებას არ მაძლევდა. ვიფიქრე, ამას რა გაუძლებს, ჯერ მისი ცოლი არ ვარ და უკვე საჩუქრებით ამივსო სახლი–მეთქი. მაგრამ ისეთი რამ ჩაიდინა, გული მომილბო.

დღეს ჩემი ქორწილის წინა დღეა. ახლა რომ გითხრათ, რა ხდება ჩემს გულში, ალბათ აღარ მოგინდებათ ამ ნაწერის წაკითხვა. გული ძალიან დამეღალა ამდენი ემოციით. ეს რაღაც უცნაური გრძნობა არ მაძლევს საშუალებას, რომ თვალზე ცრემლი შევიშრო.

ახლა სალონში ვარ। მე და ჩემი კლასელები ვარჩევთ. ნინო და ნატალი კამათობენ, არა ეს სჯობია, არა ესო. ბოლოს მაინც ნატალის აზრი იმარჯვებს.

მეჯვარე ვინ იქნება, ეს არც უკითხავთ, იციან, რომ მეექვსე კლასში პირობა მივეცი ნატალის, რომ ჩემი მეჯვარე იქნება, სამაგიეროდ ნინო ბავშვს მომინათლავს.

მერსედესი მოსრიალდა–ეს ჩემი მეუღლეა.

–გამარჯობა! აბა, რას შვრები, გადაწყვიტე, რომელ კაბას იყიდი?

–კი, გადავწყვიტე।

–მაჩვენე რა, გეხვეწები!

არა, საქმრომ თუ საქმრომ ქორწილის კაბა წინასწარ ნახა, ცუდი რამ მოხდება. ბევრი მეხვეწა, მაჩვენეო, მაგრამ მე აბა, რას მაჯობებდა.

უკვე ყველაფერი დაგეგმილია: ბეჭდწბი, კაბა, ვარცხნილობა. დედა, რამდენი ფული დავხარჯე! იქნებ გადავიფიქრო ქორწილი? მაგრამ მეცოდება ჩემი საქმრო. ისე უნდა, მისი ცოლი გავხდე, რომ სული ეწურება. მხოლოდ ამის ხათრით არ გადავიფიქრებ!

Wednesday, April 6, 2011

ნინო უსენაშვილი २०११ წ.

ჩემი ქორწილის წინა დღე

არც კი ვიცი, როგორ გამოვნახე დრო, რომ თქვენთვის ეს ამბავი მომეყოლა।

დღეს ბოლო დღეა ჩემი მარტოხელა ცხოვრებისა. რას იზამ, ასეთია ცხოვრება! სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემმა მეზობელმა ზაურმა იმდენი დალია, რომ ჩემი საქმროც აიყოლია. ახლა ორივეს ფეხები აქვს გაფშეკილი,-ტახტზე წვანან.

ხვალ ქორწილი მაქვს და ჩემი გული ზღვას ერევა. ზოგი ქორწილს იმიტომ ელოდება, რომ თეთრი კაბა ჩაიცვას და საკურთხეველში შევიდეს. ეს არის მისი ცხოვრების აზრი.

მე კი ქორწილი წარმომიდგენია დღედ, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ახალ ფურცელს გადაშლის. ამ დროს გგონია, რომ სიარულს, ლაპარაკს თავიდან იწყებ. შენს წინ კარიბჭეა, რომელიც გაგიხსნის გზას ბედნიერებისაკენ. თუმცა უკან შიშის ღრუბელი მოგყვება. რისი გეშინია? ზუსტად ამ ახალი ცხოვრების!

როგორ ველი ხვალინდელ დღეს! ყველანი ჩემთან იქნებიან - დედა, ძმა, ბებო, ახლობლები. მხოლოდ ერთი რამ დამაკლდება - მამა... საკურთხეველთან მარტო ვიქნები... იმედია, როცა ღმერთს შევევედრები, მამა გადმომხედავს...

ქორწილი ყოველთვის თბილი არ არის. ზოგი მოგილოცავს, მიბრუნდება და იტყვის: ეს ფეხებდაგრეხილი რატომ გათხოვდა და ჩემი შვილი არაო. ოი-ოი-ოი!

ვაიმეეეეე, გავიქეცი, თორემ დამეწვა ტორტი!


 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .