Monday, March 29, 2010

ლიკა გიორგაძე - 2010 წელი

შვიდი ხმის საიდუმლო
ტყეში რომ ფეხი შევდგი, მეშინოდა, მაგრამ ისეთი ხმები შემომესმა, რომ გამეხარდა გულის სიღრმეში. მომესმა ჩანჩქერის ხმა. ის ისეთი ლამაზი იყო, რომ თვალს ვერ მოსწყვეტდი. ჩიტებიც საამურად ჭიკჭიკებდნენ. დედა ჩიტი ბუდეში იჯდა და ბარტყებს უვლიდა. შემდეგ მე და გუგულმა „დამალობანა“ ვითამაშეთ. როცა ვიმალებოდი, გველს მოვკარი თვალი და ავკანკალდი. ის ჩემთან მოახლოებას აპირებდა, მაგრამ კეთილმა გუგულმა გადამარჩინა.
ამასობაში ჩემი ძაღლის ყეფაც გაისმა. სიხარულისაგან ვხტოდი. უცებ პატარა ციყვის წუწუნი შემომესმა, რომელიც დაკარგულიყო და გზას ვერ პოულობდა. მას უკან ერთი კოჭლი კურდღელი მოსდევდა. ყველანი გავიცანი და შინისაკენ კმაყოფილი წამოვედი.

„ სჯობს სახელისა მოხვეჭა“
მე ჩემი სიკეთით ყველა ქართველ ადამიანს გავაბედნიერებდი, უნივერსიტეტს ავაშენებდი და ახალგაზრდები განათლებას მიიღებდნენ. მეზობლები, მშობლები, ბებია, ბაბუა და ნათესავები ჩემით იამაყებდნენ.
გავა დრო და ჩემი შვილებიც განათლებულები იქნებიან, რადგან ზუსტად იმ უნივერსიტეტში ისწავლიან, რომელსაც მე ავაშენებ.

ჩემი ძილისპირული
ძილის წინ ბევრ ზღაპარსა და მოთხრობას მიკითხავდნენ და ყველა ძალიან მომწონდა, მაგრამ განსაკუთრებით მიყვარდა „ცეროდენა“ და დედაც ხშირად მიკითხავდა ხოლმე. ამ ზღაპარში ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ის, რომ დედამ შვილი ინატრა და ოცნება აუსრულდა.
ახლა ძილის წინ ზღაპარს არავინ მიყვება, მაგრამ მაინც ტკბილად ვიძინებ, რადგან ვიცი, რომ დედა აუცილებლად დამესიზმრება.

20 წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ მე 30 წლის ვიქნები. ახალი ცხოვრება მექნება. შვილები მეყოლება, რომელთაც კარგად მოვუვლი. ძილის წინ „ნანას“ ვუმღერებ და ტკბილად დაეძინებათ.
გავა დრო და ისინი წამოიზრდებიან, ნიჭიერთა სკოლაში ივლიან და მერე უმაღლეს განათლებასაც მიიღებენ. ჩემს შვილებს ასეთ დარიგებას მივცემდი: „თქვენ რომ შვილები გეყოლებათ, მოუფრთხილდით, არასოდეს იყოთ მკაცრები, იყავით კეთილნი. მე არასოდეს არ გეჩხუბებოდით და თქვენც ასეთები უნდა იყოთ!“
იმედია, ისინი ჩემს რჩევას გაითვალისწინებენ და თუ მართლა ასე მოხდა, მე ვიქნები უბედნიერესი ადამიანი ამ ქვეყანაზე!

ჩემი სოფელი
მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. იქ ყოველ ზაფხულს ჩავდივარ და მიხარია, რომ მეგობრები მელოდებიან. ბებია და ბაბუა ძალიან კეთილები არიან. გაშლიან ხოლმე სუფრას და ვქეიფობთ. სულ მეფერებიან. როცა რამეს დავაშავებ, კი არ მეჩხუბებიან, პირიქით, კარგ დარიგებას მაძლევენ, ყოველთვის სიმართლე თქვიო.
ჩემი ერთგული მეგობარი ყველას მირჩევნია. მას 4 წელია, რაც ვიცნობ. როცა მოწყენილი ვარ, მეფერება და მაწყნარებს ხოლმე.
მომწონს ჩემი სოფლის ბუნება. ჩანჩქერი მოჩუხჩუხებს, ხეზე კვასკვასა წითელი ვაშლები ასხია, ლამაზი ვარდები გაშლილა და თვალს ახარებს.
როცა რუსთავში ვბრუნდები, გზადაგზა ვტირი ხოლმე...

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო
მე რომ სკოლის დირექტორი გავხდე, კარგად უნდა ვისწავლო, ჭკვიანი და აზრიანი ვიყო. დირექტორობა ძალიან ძნელი რამ არის. მაგალითად, უნდა იჯდე კაბინეტში და საქმეებს არიგებდე, მოსწავლეებს ყურადღებას აქცევდე, მაგრამ რომ არ ვსწავლობ ისე კარგად, როგორც საჭიროა? საქმეც მაგაშია.
ბავშვებს არ მოვექცეოდი უჟმურად. თუ ბევრს გააცდენდნენ, საყვედურს გამოვუცხადებდი. ისე მასწავლებლობაც არ არის ცუდი. მე ძალიან მიყვარს ჩემი მანანა მასწავლებელი, რადგან ის გვახალისებს, კეთილად გვექცევა და ვუყვარვართ.


რაც ყველაზე ძალიან მიყვარს
რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ეს დედაჩემის მოფერებაა. მისი სითბო დღემდე მენატრება. უფლის მადლობელი ვიქნები, თუ ჩემი მშობლები ჩემს დაბადების დღეზე ჩამოვლენ. ყველანაირად ვეცდები, რომ კარგად ვისწავლო და დედაჩემი და მამაჩემი გავახარო.
დედის სითბოს არაფერი სჯობს. ალბათ ყველას გიგრძვნიათ დედის სითბო! თუმცა სკოლაში ყველა მეხმარება, მეფერება და კეთილად მექცევა.

Saturday, March 27, 2010

გიორგი არევაძე - 2009 წელი

კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება მოიგონოს ელექტრონული ქურთუკი. ეს დასჭირდება გასათბობად. მას ექნება სპეციალური ჩასართავი და გამოსართავი. როგორც კი ჩამრთველს შეუერთებ, მაშინვე ქურთუკში სითბო წამოვა და ადამიანი გათბება. კიდევ შეიძლება ადამიანმა გამოიგონოს ისეთი ნივთიერება, რომელსაც როგორც კი მიწაზე დააგდებ, მაშინვე დიდი და უზარმაზარი ხე ამოვა. ადამიანი მას დაარქმევდა “ხეთკალიტსს”. ადამიანმა შეიძლება კიდევ გამოიგონოს დინოზავრი, რომელიც ვეფხვის, ქათმის ანდა სხვა ცხოველის დნმ-სგან შედგება.
ღიმილის ფასი
ღიმილს დიდი ფასი აქვს. წარმოადგინე ადამიანი, რომელიც იღიმება, მხიარულად არის. აბა, ამას რა სჯობია? აბა ის არის კარგი, ადამიანი სულ რომ მოღუშულია? სულ რომ გაბრაზებულია? სულ შუბლი აქვს შეკრული? როცა ადამიანი გიღიმის, შენც გაუღიმებ. აი, მაგალითად, მე სულ მხიარული ვარ, მოღუშული კი - არასდროს. ადამიანი კარგ ხასიათზე რომ არის, ისიც კარგია. ამიტომ ადამიანი არასდროს არ უნდა გავაბრაზოთ. აბა, კიდევ წარმოიდგინე მომღიმარი დედა: სულ გეალერსება, ამიტომაც არც დედა არ უნდა გავაბრაზოთ. ღიმილს ძალიან, ძალიან დიდი ფასი აქვს.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ლამაზი, ჭკვიანი, მოსიყვარულე და გულთბილი. ბევრ რამეს გვასწავლის. მაგალითად, მათემატიკაში ორნიშნა რიცხვის გამრავლება და გაყოფა უკვე გვასწავლა, განტოლებებიც ვიცით, გვასწავლა გამრავლება, გაყოფა, მიმატება და გამოკლება. 11 დეკემბერს მისი დაბადების დღეა, ეს დღე მას ძალიან ახარებს. ასევე მეც, ის ძალიან გახარებულია. რაც მთავარია, ამ დღეს ყველა მხიარულია. არა, ყოველდღე მხიარულია, მაგრამ ამ დღეს განსაკუთრებით. მე ის ძალიან მიყვარს.
მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს ვასწავლიდი ქიმიას, მოვუყვებოდი, თუ რისგან შედგება პლასტმასი და რა ნივთიერებებია მასში გამოყენებული, კიდევ ვასწავლიდი მათემატიკას, მაგალითებს ამოვახსნევინებდი და ამოცანებს შევადგენინებდი, თუ გამაბრაზებდნენ, ვეტყოდი, ასე მეორეჯერ აღარ მოიქცე-მეთქი და თავის ადგილზე დავსვამდი. ასე მოვიქცეოდი, მასწავლებელი რომ ვიყო.
მე მგონია, რომ მოსწავლეებს ძალიან ვეყვარებოდი. მეც ჩემს სიყვარულს გავუზიარებდი და ერთ დიდ ოჯახს შევქმნიდით.
პეპელა
მე პეპელა ვარ. მე მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში მოვდივარ, მხოლოდ სამი დღე ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე და სიცოცხლით ვტკბები. აქეთ-იქით დავფარფატებ, ხან ერთ ყვავილზე დავჯდები, ხან მეორეზე. ყვავილების ნექტრით ვიკვებები და ჭუპრიდან ვიბადები. ზაფხულობით ბავშვები გამორბიან სახლებიდან და ჩემს დაჭერას ცდილობენ. მე კი მოხერხებულად დავუძვრები ხოლმე. გთხოვ, ნუ მომკლავთ, მე ისედაც სამი დღე ვცოცხლობ და ნუ გამიმწარებთ სიცოცხლეს.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენთვის ნათელია, რომ ზოგიერთ ქართველს უჭირს ქართულად ლაპარაკი. ისინი ამახინჯებენ სიტყვებს და ზოგიერთ სიტყვას რუსულად წარმოთქვამენ. მაგალითად, “იაშიკი”, “პესოკი”, “პრავიზონკა” და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ენა. ამაში კი ვერავინ დაგვეხმარება. ეს ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ. აი, ჩემი კლასელი დანიელი სულ რუსულად ლაპარაკობს. მე კი ვუსწორებ, მე შემიძლია გითხრათ მისი ნათქვამი რამდენიმე სიტყვა: “ჩემი და საშლელი გადმომაგდო!” აი, სულ ასეთი სიტყვებით ლაპარაკობს. რას არ გავიღებდი, რომ ყველა ქართველმა ქართული სიტყვებით ილაპარაკოს.
ჩემს მეგობარს!
- ჩემო მეგობარო, ბოდიშს გიხდი, რომ იმ დღეს სათამაშო წაგართვი, სახურავზე შეგიგდე და გაგიტეხე, ძალიან ვნანობ. შეგიძლია, რომ მაპატიო? ყოველდღე ვფიქრობდი, მაპატიებს თუ არა, რაც მოხდა-მეთქი, ახლა კი მომეცა იმის შანსი, რომ დავრწმუნდე, მაპატიე თუ არა. ვიცი, მეტყვი: “გაპატიე უკვე, რაც მოხდა, მაგრამ მეორედ აღარ გაპატიებ, ასე რომ, გაითვალისწინე ჩემი ნათქვამი!”
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი არ არის ჭკვიანი, ის ზარმაცია, წიგნი არ უყვარს და რაც მთავარია, არაფერში არ გამოიყენება. ის ცხოვრებაში ვერაფერს ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ არც სამსახურში აიყვანენ და ამის გამო ღარიბი იქნება. შეიძლება მხოლოდ დაბალი დონის სამსახურში აიყვანონ, როგორიცაა: მენაგვეობა ანდა მტვირთავობა, თუ არც ამაში აიყვანენ, უნდა ისწავლოს და ასე იქნება რამეში მაინც გამოადგეს ოჯახს. მაღალი დონის სამსახურში დასვამენ განათლებულებს, რომლებსაც კარგი კაბინეტი ექნებათ და კარგ პირობებსაც შეუქმნიან. მოკლედ, ის მდიდარი იქნება, სახლს გაარემონტებს და გაჭირვებულსაც დაეხმარება, შეიძლება პრეზიდენტიც გახდეს და ქვეყანა მართოს, სახლები, დიდი თეატრები და სკოლები ააშენოს.
დაკარგული ნივთი
ერთ დღეს ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. მე სიხარულით ცას ვეწიე. მაშინვე ავიღე ქურთუკი, ჩავიცვი ბოტები, ქუდი დავიხურე და გარეთ გავვარდი. ცოტა ხანი ვიგუნდავე მეგობრებთან ერთად. შემდეგ ვიფიქრე: ავალ სახლში და ჩემს მეგობრებს ჩემს ახალ სათამაშო მანქანას ვანახებ-მეთქი. მართლაც ასე მოვიქეცი, მაგრამ სახლიდან რომ გამოვედი, ჩემი მეგობრები იქ აღარ დამხვდნენ, სადაც ვგუნდაობდით. ყველა სახლში წასულიყო. დავიწყე მარტოდმარტო თამაში. უცებ გიამ დამიძახა. მეც ჩემი სათამაშო მანქანა სულ დამავიწყდა. გავვარდი გიასთან. ჩემი მანქანა კი თოვლით დაიფარა. ის გვიან მომაგონდა. “ჩემი მანქანა!” _ შევძახე მე. დავიწყე თოვლის ქექვა, მაგრამ ვერაფრით ვერ მივაგენი. სახლში ტირილით მივედი, ძალიან ვინერვიულე.
გავიდა ზამთარი, მოვიდა ზაფხული. ერთხელ გამოვედი სახლიდან. უცებ ჩემი მეგობარი გია მოვიდა ჩემთან და მანქანა მომაწოდა. “მანქანა, ჩემი მანქანა!” - შევყვირე სიხარულით. თურმე გიას უპოვნია ჩემი მანქანა და შეუნახავს. აი, ასე ვიპოვე ჩემი მანქანა.
მოდი, გაზაფხულო!
მალე გაზაფხული მოვა. ცხრათვალა მზე ამოკაშკაშდება და ყველას გაგვათბობს. ცხოველები თავიანთი სოროებიდან და ბუნაგებიდან გამოვლენ, მერცხლები საამურად დაიწყებენ ჭიკჭიკს, სხვა ფრინველებიც მოფრინდებიან თბილი ქვეყნებიდან. ქარიც ჩადგება. ხშირად გვეწვევა წვიმა და სოკოებიც მალე გაიზრდებიან. ხეები კვირტებს გამოიბამენ, ჭრელი პეპლებიც გამოჩნდებიან, ბზუილა ფუტკრებიც თაფლის გაკეთებას შეუდგებიან, ჭიანჭველები უფრო კარგად იმუშავებენ, ჭიამაიები ბალახებზე დასკუპდებიან. რა სილამაზე იქნება ირგვლივ, წარმოდგენაც კი შეუძლებელია!

ბელა გაბელაია - 2009 წელი

ღიმილის ფასი
მე ძველად სკოლა “ბალავარში” ვსწავლობდი. იქ ერთი მასწავლებელი გამუდმებით შენიშვნას მაძლევდა, “გაიღიმე, ისე უფრო ლამაზი იქნებიო.” ერთხელ მართლაც გავიღიმე, და ეს მასწავლებელმა შენიშნა. ასე მითხრა: როგორც იქნა, მაინც გაიღიმეო. მეც გამიხარდა, რომ მასწავლებელი გავახარე. ასე გავიგე, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ღიმილით ვინმე გაახარო და იმის შემდეგ სულ ვიღიმი. მე მივხვდი ღიმილის ფასს.
ტყის იდუმალი გამოძახილი
ტყეში პიკნიკზე ჩემს მეგობრებთან ერთად წავედით. იქ ბევრი ვიმხიარულე და ვითამაშე. მოულოდნელად ერთი უცნაური ხე შევნიშნე, რომელიც გამუდმებით ფორმას იცვლიდა.
მას დავუწყეთ ცქერა. ხის იქით უფსკრული მოჩანდა, რომელიც ფოთლებით იყო დაფარული. უცებ უფსკრულიდან ყმუილი მოგვესმა. ძალიან შევშფოთდით. რომ გაგვეგო, თუ რა ბინადრობდა უფსკრულში, დიდი მორი ჩავაგდეთ და აი, უცებ სიჩუმეც ჩამოვარდა. სულ გადაგვავიწყდა დაწყნარებულებს ის იდუმალი ხე და თამაში განვაგრძეთ. მოახლოვდა შინ დაბრუნების ჟამიც.
სახლში მოსული დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა, მაგრამ ძილშიც კი იმაზე ვფიქრობდი, თუ რატომ იყო ეს ხე ასეთი იდუმალებით მოცული და რატომ იცვლიდა გამუდმებით ფორმას.
დაკარგული ნივთი
ერთხელ ჩემს დეიდასთან თელავში ჩავედი. იქ ჩემმა ბებიამ ჩამიყვანა. ერთი ჩემთვის მნიშვნელოვანი ნივთი დავკარგე, რომელიც დედაჩემმა მაჩუქა. შეიძლება თქვენთვის უბრალო ნივთი ყოფილიყო, მაგრამ მე კი ძალიან მიყვარდა. ეს ნივთი გახლდათ დიდი თმის საჭერი, რომელიც ცისფერი იყო, თეთრი გვირილებით მორთული.
ძალიან ვინერვიულე, მაგრამ რას ვიზამდი. მეორედაც ჩავედი თელავში და იქ სათამაშოების ყუთში ვიპოვე ჩემი თმის საჭერი, მაგრამ ის უკვე დამტვრეულიყო. ვიფიქრე, მაინც ავიღებ-მეთქი, მაგრამ შემრცხვა, თურმე ჩემი თმის საჭერი ვის სახლშიც ვიმყოფებოდი, იმ ბავშვის საუკეთესო სათამაშო ყოფილა და აღარ ავიღე, რადგან ვიცოდი, რომ იმ თმის საჭერით ვინმე მაინც თამაშობდა. ამ იმედით დავტოვე ის თელავში.
ჩემი პირველი მასწავლებელი
ერთხელ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩემმა მასწავლებელმა, მთვარისამ, სიურპრიზი გაგვიკეთა და ეკლესიაში წაგვიყვანა. იქ სანთლები დავანთეთ, ვილოცეთ კიდეც. მთავარი სიურპრიზი კი ხატი იყო ჩემთვის, რომელიც ჩემმა საყვარელმა მასწავლებელმა მაჩუქა.
იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მაგრამ მე ჩემს მასწავლებლის მიერ მოძღვნილი საჩუქარი არ დამვიწყებია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ზოგი ქართველი ირანში ცხოვრობს. ისინი ძველად გადაასახლეს იქ.
მათ წესიერად ქართული ენა არ ახსოვთ.
მე მათ მივმართავ, რომ როცა გავიზრდები, აუცილებლად მოვინახულებ. თითოეულს ჩავუტან ქართულ წიგნებს, მივეხმარები ქართული ანბანის შესწავლაში და თუ რომელიმეს სურვილი ექნება, ჩვენს პატარა საქართველოში დავაბრუნებ.
იცით, მე რამდენი ამბის თხრობა მინდა ჩვენს საქართველოზე, აგვისტოს მოვლენებზე? მალე გავა რამდენიმე წელი და მე თქვენ გეახლებით.
სიყვარულით თქვენი ბელა.
თეთრი პეპლისა და თეთრი გვირილის ამბავი
იყო ერთი პეპელა, რომელიც მთლიანად თეთრი იყო. ბევრი იფრინა თუ ცოტა, წააწყდა გვირილას, ისიც პეპელასავით ნაზი და თეთრი გახლდათ. პეპელამ უთხრა გვირილას: ვითომ შენც პეპელა ხარ და მოდი, ერთად ვიფრინოთო. კარგი, - უთხრა გვირილამ, - მაგრამ მე გვირილა ვარ და არა პეპელაო. პეპელას გაეცინა და უთხრა: კარგი, თუ ჩემთან თამაში არ გინდა, მაშინ მე გავფრინდებიო და ისე გაფრინდა, რომ გვირილასაც მოანდომა გაფრენა და თამაში. გვირილამაც დააპირა ცაში აჭრა, თამაში, მაგრამ წელი მოსწყდა. პეპელა მიფრინდა საჩქაროდ ექიმ კალიასთან და გვირილას ამბავი უამბო. ექიმმა კალიამ მოარჩინა გვირილა და შინისკენ გაეშურა. იმ დღის შემდეგ პეპელა და გვირილა სულ ერთად იყვნენ და წუთითაც არ შორდებოდნენ ერთმანეთს.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩემი აზრით, ადამიანებს ერთმანეთი იმიტომ უყვართ, რომ ისინი ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულს.
სიყვარული ულამაზესი გრძნობაა.
უსიყვარულოდ სამყარო ერთფეროვანი იქნება და უხალისოც კი.
სამყარო იმიტომ არსებობს, რომ ადამიანის გული სითბოთი და სიყვარულით იყოს სავსე. ამაში ყველა დამეთანხმება, რადგან ეს სრული სიმართლეა.
გზა
“გზა ყველა ადამიანმა უნდა გაიაროსო”, - ამბობდა ბებია.
ადამიანის ცხოვრება დიდი გზაა, სადაც ხან გასაჭირია, ხან ლხინი. მე არ მესმის, ზოგ ადამიანს უსამართლო გზა რატომ ხვდება.
ხომ შეიძლება ყველას კეთილი და სამართლიანი გზა შეხვდეს? მაგრამ ასე არ ხდება.
მე მინდა, ცოტა კეთილი გზა სხვასაც ვაჩუქოთ. ამით ჩვენს გზასაც განვამტკიცებთ, სხვას კი სიხარულს მოვგვრით. იქნებ, ერთი დიდი ყუთი გავავსოთ კეთილი გზებით და მოსახლეობას მივართვათ?
ჩემი ნატვრა
მე მინდა, რომ ჩვენს საქართველოში სიმშვიდე სუფევდეს, არ მინდა იყოს არეულობა.
ჩემი ნატვრა არის გაჭირვებულებისა და ობლების დახმარება.
რომ მქონდეს საშუალება, მთელ ჩემს ქონებას ომის გამო უსახლკაროდ დარჩენილ მოსახლეობაზე განვაგებდი.
მინდა, მალე გავიზარდო. მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და საქართველოს ღირსეული მამულიშვილი მოვუძებნო წინამძღოლად.
რას ფიქრობს წვიმა
ალბათ წვიმა იმიტომ მოდის, რომ მას ვარსკვლავებმა აწყენინეს, იქნებ მზემ, ანდა მთვარემ, გამორიცხული არაფერია.
წვიმის წყენინებას უნდა მოვერიდოთ, რადგანაც ის ხელს შეუშლის ყანაში მომუშავე ხალხს. ის ხომ ბუნების წევრად ითვლება. რას ფიქრობს ნეტავ, წვიმა ამ დროს?
მართლაც გაუგებარია სრულიად უმიზეზოდ წყენინება. აბა, თქვენ წარმოიდგინეთ თავი წვიმის ადგილას. რას იზამდით? წვიმა ხომ ჩვენზე ფიქრობს - რწყავს მცენარეებს, აგრილებს ბაღებს, ავსებს მდინარეებს, ასუფთავებს ჰაერს. ამას ხომ ყველაფერს ჩვენთვის აკეთებს!

რომა გიორგაძე - 2009 წელი

მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ჩემს მოსწავლეებს ვასწავლიდი მათემატიკას, ქართულს, რელიგიასა და ბუნებას. ვასწავლიდი კულტურასა და ჭკვიანად მოქცევას. საშინაო დავალებას მივცემდი, რომ სახლში გაეკეთებინათ. ბევრ მაგალითს ამოვახსნევინებდი, რომ ჩემი მოსწავლეები ჭკვიანები ყოფილიყვნენ. მათ კი ძალიან ვეყვარებოდი და ყველანი ერთად ბედნიერები ვიქნებოდით.
იქნებ მართლა მასწავლებელი გამოვიდე? რა ვიცი . . .
ტყეში
მე რომ ტყეში დავკარგულიყავი, დავფიქრდებოდი, საით წავსულიყავი, მაგალითად, სულ პირდაპირ ვივლიდი. მე იმის იმედი მაქვს, რომ თუ სულ პირდაპირ ვივლი, ტყიდან გამოვალ. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ცხოველების მეშინია. თითქოს მართლა დავიკარგე: მივდივარ და თან ვფიქრობ: რა გავაკეთო, იქნებ ქოხი ავაშენო-მეთქი. ასეც მოვიქეცი. იქ კი უსაფრთხოდ ვიყავი, ცოტა ხანიც გავიდა, გამოვედი ქოხიდან და გზას გავუდექი და რომ მივდიოდი, ხეებზე ჯვარედინებს ვტოვებდი, რომ წრეზე არ მევლო და გასასვლელი მეპოვა.
როგორც იქნა, ტყიდან გამოვაღწიე. მეორედ მარტო აღარ წავალ!
ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან ჭკვიანი, გულთბილი, კეთილი. მათემატიკაში კარგად გვიხსნის და ამიტომაც კარგად ვიგებთ. მასწავლებელი არის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გვეჩხუბება, ის მხოლოდ ცდილობს, რომ გაგვაგებინოს. ჩვენ მასწავლებელს აქვს თერთმეტ დეკემბერს დაბადების დღე. ჩვენ ბავშვები ხანდახან მასწავლებელს მისალოც კონვერტებს ვუკეთებთ. ჩვენი მასწავლებელი ახალ მასალას კარგად რომ გვიხსნის, მერე უკვე ადვილად შეგვიძლია ჩავაბაროთ გაკვეთილი. მე მასწავლებელი ძალიან მიყვარს.
პეპელა
მე ვარ პეპელა და ძალიან მიყვარს ფრენა. მე მაქვს სამი დღის სიცოცხლე და ამით ძალიან ვამაყობ. მიხარია, პეპელა რომ ვარ, ყველგან აფრენა შემიძლია, ისეთ სიმაღლეზე ავალ, რომ ვერავინ აფრინდება ამხელა სიმაღლეზე. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით. ჩემს თავს ვუვლი, ვიჩეკები ჭუპრიდან. მე ძალიან მიყვარს და-ძმა და მშობლები. კიდევ მაქვს ერთი დღე. კარგად!
დაკარგული ნივთი
ერთხელ, როცა ვიყავი ექვსი წლისა, ეზოში ჩავედი და მანქანა გავიყოლე. იმიტომ ამოვარჩიე ის მანქანა, რომ ჩემი მეგობარივით იყო. ჯიბეში ჩავიდე და წავედი. ეზოში ბავშვები ბურთს თამაშობდნენ და მეც მომინდა მათთან თამაში. უცბად მანქანა ჯიბიდან გადმომივარდა, მე ვერ ვიგრძენი, ის თითქოს მიწაში ჩავარდა. დავამთავრე ფეხბურთის თამაში და სადღაა მანქანა! ძალიან დამწყდა გული. ავედი სახლში აქვითინებული და დედაჩემმა მითხრა: რა მოგივიდაო? ჩემი საყვარელი მანქანა დავკარგე-მეთქი, - ვუპასუხე. გავიდა კიდევ ორი დღე, ჩემი მანქანა არსად ჩანდა. ვიყავი დაღონებული.
ერთხელ აივანზე გავედი და იქ ჩემი მეგობრები იყვნენ შეკრებილნი. მე გამიკვირდა, რას აკეთებენ-მეთქი. ისინი ყვიროდნენ: “დაკარგულია მანქანა, წითელი ფერის, გონჩი!” რომ დავინახე, ჩემი მანქანა ეჭირათ, სიხარულისაგან კინაღამ მოვკვდი. კიბეებზე ჩავირბინე და გამოვართვი. სიმართლე გითხრათ, მე ის მანქანა ძალიან მიყვარდა და ამის შემდეგ არაფერი დამიკარგავს.
უსწავლელი კაცი უტარო ცულია
კაცმა თუ წიგნი არ წაიკითხა, არაფერი არ ეცოდინება. უსწავლელი კაცი თუ ვინმე არის, ესე იგი, მას წიგნი არ უყვარს. ადამიანი პატარაობაში თუ სკოლაში არ ივლის, არაფერი არ ეცოდინება: არც მათემატიკა, არც ქართული და ასე შემდეგ. ადამიანს თუ წერა-კითხვა არ უყვარს, მაშინ მას ზარმაცს უწოდებენ. ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, რომ მომავალში რამეს მიაღწიოს. უსწავლელი კაცი თავის ცოლ-შვილს როგორღა გადაარჩენს? თუ არ იმუშავებს და ხელფასს არ აიღებს, დაიღუპება. უსწავლელი კაცი ცხოვრებაში არ გამოდგება, ღმერთიც არ დაეხმარება და ყოველთვის მარტო იქნება.
ღიმილის ფასი
ვინც იღიმის, მასთან ურთიერთობა შეიძლება. მე მგონია, ვისაც ღიმილი არ შეუძლია, შეხედავ და შეგზიზღდება, სულ შუბლშეკრულმა არ უნდა იარო. თუ სტუმრად წახვალ და შუბლშეკრული იქნები, ხალხს ეს არ ესიამოვნება. ბრაზიანი არ უნდა იყო, სწორედ ეგ გიშლის ღიმილში. უნდა იყო მხიარული. არასოდეს არ უნდა გააკეთო ისეთი რამე, რომ მერე შეგრცხვეს. მე ვარ ძალიან მხიარული, სულ ვიღიმი, ვარ სასაცილო. შეიძლება შენ ძალიან ლამაზი კბილები გქონდეს და ადამიანი მოხიბლო შენი ღიმილით. მე მგონია, ვინც იცინის, ის ბედნიერია.
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ქართველმა ქართულად უნდა ილაპარაკოს. ამისათვის საჭიროა ბევრი წიგნის წაკითხვა. თუ ბევრ წიგნს წაიკითხავ, ენაც მიეჩვევა სწორ ლაპარაკს. ეს ყველა ადამიანისთვისაა საჭირო. მართალია, ქართველი ხარ და ქართულად უნდა ილაპარაკო, მაგრამ უცხო ენებიც უნდა იცოდე. თუ ქართული იცით და სიტყვებს ვერ ალაგებთ, სირცხვილია. ამიტომ გთხოვთ, რომ ყველამ ქართულად ილაპარაკოთ. ქართველებმა ზოგიერთი ხალხის ენა არ ვიცით, მაგრამ ეს არ არის სირცხვილი. ჩვენ არ გვესმის მათი ენა, ისინიც ვერ იგებენ ჩვენს ენას. საქართველოში უნდა ვილაპარაკოთ გამოთქმით და ქართულად.
გზა
გზა არის ყველანაირი: ზოგი ვიწრო, ზოგიც ფართო, ზოგი ორმოებიანი, ზოგი კი - ძალიან, ძალიან გრძელი. გზა ყველა ადამიანისთვისაა შექმნილი. ის იმისთვისაა, რომ ყველამ იაროს თავის საქმეზე. გზა აუარებელია. თუ იცი, საით უნდა წახვიდე, გზა აუცილებლად მოგეხმარება მისვლაში. ძალიან ვიწრო გზას ჰქვია ბილიკი, ბილიკი კი უამრავია ტყეში.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
ჩვენ პატარა ადამიანები ვართ და ჩვენი საქმე სწავლაა. სკოლაში, ოჯახში გვასწავლიან ერთმანეთის სიყვარულსაც, რადგან ეს ერთადერთი გზაა უფლისაკენ. თუ პატივისცემას პატარაობიდანვე მივეჩვევით, დიდობაშიც მოსიყვარულენი და მზრუნველნი ვიქნებით.
მე ძალიან მიყვარს ჩემი ახლობლები, კლასელები, მასწავლებლები. მოწიწებით ვეპყრობი მათ და ისინიც ყოველთვის გულში მიკრავენ. ამიტომ სჯობს, რომ ერთმანეთს გულები გავუთბოთ და ქვეყანაზეც მშვიდობა იქნება.

დავით თავაძე - 2009 წელი

ჩემს ძმას!
ჩემო ძამიკო, გახსოვს, რომ გინდოდა, ჩემს ველოსიპედზე დაჯდომა და მე არ დაგსვი! ძალიან ვნანობ ამ ამბავზე, გთხოვ, მაპატიე! ვიცი, რომ შენ მაპატიებ. კიდევ გახსოვს, მე და შენ რომ მაღაზიაში ვიყავით და შენ მანქანები რომ გინდოდა? ძალიან ვნანობ, რომ არ გიყიდე. გახსოვს, ერთხელ შენი მეგობრები რომ ველოსიპედით სეირნობდნენ, შენ რომ გინდოდა სახლიდან ველოსიპედის გამოყვანა და მათთან ერთად გინდოდა სეირნობა! მე კი უფლება არ მოგეცი. ძალიან განვიცდი ამ შეცდომას, გთხოვ, მაპატიე. არასოდეს ასეთ რამეს არ ჩავიდენ!

მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ ქართულის მასწავლებელი ვიქნები, ბავშვებს კარგად ვასწავლიდი ყველაფერს. ჭკვიანსა და სასახელო ბავშვებს გავზრდიდი. თუ ზოგიერთი გამაბრაზებდა, იმათ ცოტას მოვჩეჩავდი, დანარჩენს კიდევ მოვეფერებოდი. რაც შემეძლება, ყველაფერს გავუკეთებდი. როგორც ჩვენი მასწავლებელი გვასწავლის, მეც იმგვარად ვამეცადინებდი მოსწავლეებს.

თეთრი ფანტელების ქვეშ ...
პირველად მოვიდა თოვლი. კარები გავაღე და რას ვხედავ, - თოვლი მოსულა! ერთი სული მაქვს, ეზოში ჩავიდე და ვიგუნდაო ჩემს ძმებთან და მეგობრებთან ერთად, მაგრამ რა ვქნა, ჯერ სკოლაში ვარ წასასვლელი. ტყუილ-უბრალოდ ხომ არ გავაცდენ. ამიტომ ჯერ სკოლაში უნდა წავიდე. სახლში რომ მოვალ, მაშინ ვიგუნდავებ, მე ორივე მიყვარს - თოვლიც და სწავლაც, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, სწავლა მიყვარს და ყოველთვის მეყვარება. რადგან როცა გავიზრდები, ყველაზე მეტად სწავლა გამომადგება. პატარა ვარ და თოვლი იმიტომ მიყვარს, დიდი რომ ვიქნები, მაშინ კი აღარ გამეხარდება. კიდევ იმიტომ მიყვარს თოვლი, რომ ახალ წელს თოვლის ბაბუა მომიტანს საჩუქრებს ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და მხიარულად გავაცილებთ. მე ძალიან მიყვარს, დედაჩემი ნაძვის ხეს რომ რთავს, მეც ვეხმარები, რადგან მსიამოვნებს. რომ ღამდება, მე ძილი არ მინდა. დედაჩემი და მამაჩემი მეუბნებიან, დაიძინე, თორემ ხვალ სკოლაში მიდიხარ, თუ არ დაიძინებ, დააგვიანებო. მე ლოგინში ვწვები, მაგრამ არ ვიძინებ და ყველას ჰგონია, რომ მძინავს. როცა ყველა დაიძინებს, მე ავდგები, საათს შევხედავ და ტელევიზორს ჩავრთავ, სანამ ძილი არ მომერევა.

ტყეში
უჰ, ტყეში დავიკარგე. კაციშვილი არ არის, ღამე სად გავათენო? ცხოველები მოვლენ. რას მიზამენ, არ ვიცი. შეიძლება მთელი ცხოვრება ტყეში გავატარო. იქ ყველაფერი დამავიწყდება. შეიძლება სულ ბოლოს 60 წლის ასაკში მიპოვონ ტანსაცმელი დახეული და დაპატარავებული მექნება. იქ ციცქნა სახლს ავაშენებ, შეიძლება სულაც ვერ მიპოვონ. იქ დავჯდები და ტირილს დავიწყებ, რადგან არც საჭმელი, არც სასმელი არ მექნება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიქნები. წარსულში გავიხედავ, ვიოცნებებ, თითქოს ჩემმა მშობლებმა მიპოვეს, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, ვითომ არის სიმართლე? რა უნდა ვქნა მეტი, რაღა დამრჩენია, ვიცნობ იქაურობას, ცხოველებს მოვკლავ, ძველებურად ცეცხლს ავანთებ, გამოვკვებავ ჩემს თავს და ასე წავა ჩემი ცხოვრება. . .

უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელ კაცს არაფერის გაკეთება არ უნდა ამ ქვეყანაზე, - არც კითხვა, არც სწავლა. წიგნის გადაშლისა და დათვალიერების სურვილიც არ აქვს. დიდობაში გაახსენდება დედის, მამის დარიგება და იტყვის: რატომ არ დავუჯერე მათ, რა ცუდად მოვიქეციო და თავში დაიწყებს ხელების ცემას. დიდობაში იქნება მოჯამაგირე, მენაგვე. თუ კარგად არ ისწავლე, ვერც პრეზიდენტი, ვერც სახელოვანი ვერ გახდები. მერე ასეთ ადამიანს ოჯახი რომ ექნება, რა უნდა აჭამოს ცოლ-შვილს? სახლი კი ცარიელი იქნება. მერე ქუჩაში გავა და იმათხოვრებს, ხალხს თავს შეაცოდებს. შეიძლება ინანოს: რა მინდოდა, შიმშილით მოვკალი ჩემი შვილებიო!

ღიმილის ფასი
ჩვენ ყველას გვიყვარს, თითქმის ყველას, რომ ვიღიმებით. ჩვენ მხიარული, მოსიყვარულე მეგობრები გვიყვარს. აბა, ასეთი ხომ არ გვეყვარება, რომელიც შურიანია. ასეთ ადამიანთან არ უნდა იმეგობრო. შუბლშეკრული ადამიანი მოჯღუნულია. მე მაგალითად, ცუდი მეგობრები სულ არ მყავს, არც სკოლაში, არც მეზობლობაში, არც ნათესავებში. აბა, შუბლშეკრული ადამიანი რაში გამოგადგება, პირიქით, მტერს იჩენ. ღიმილიან ადამიანთან ურთიერთობა ადვილია, მასთან ერთად მხიარულობ. რა თქმა უნდა, ყველას უყვარს კარგი და ღიმილიანი ადამიანი. რაც შეგიძლია, სიკეთე უნდა გააკეთო. ღიმილიანი ადამიანი ამას გააკეთებს, შუბლშეკრული ადამიანი კი მარტო თავის თავზე ფიქრობს.

პეპელა
მე ვარ პეპელა, მე ძალიან მინდა, რომ დიდი ხანი ვიცხოვრო, მაგრამ ასე არ არის. სულ სამ დღეს ვცხოვრობ, მაგრამ რას ვიზამ, ასეთია ეს ცხოვრება. ყვავილების ნექტრით ვიკვებები. ამ სამ დღეში თითქმის ყველაფერს ვაკეთებ. მაგრამ მინდა, რომ უფრო დიდხანს ვიცხოვრო. რადგან ხალხთან მინდა ურთიერთობა, მაგრამ ზოგი ადამიანი ბოროტია - ჩვენ გვკლავს, ან გვიჭერს და ჩვენით ერთობა. მე ძალიან მწყინს, ასე რომ გვექცევიან.

ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ, ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად და საუბარში არ უნდა გავურიოთ რუსული, ინგლისური სიტყვები. ქართველი კაცი ქართულად უნდა ლაპარაკობდეს! ქართველ კაცს ქართული სიმამაცე, ქართული ვაჟკაცობა აქვს. ქართველ კაცს ყველაფერი ქართული უნდა ჰქონდეს. საქართველოს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეედრება. ამიტომ უნდა ვისაუბროთ ქართულად და არ შევარცხვინოთ საქართველო. ჩვენი ქვეყანა ენით აუწერელი რამ არის, მისი ბადალი მსოფლიოში არ მეგულება.

დაკარგული ნივთი
ერთხელ, როცა პატარა ვიყავი და თოვლი იყო, გარეთ მინდოდა გასვლა. დედას ვთხოვე და გარეთ გამიშვა. ჩემი პულტიანი მანქანაც წავიყვანე. ეს მანქანა ჩემი საყვარელი სათამაშო იყო. მანქანა რომ მიმყავდა, ძირს დავდე. მანქანა მიდიოდა, მაგრამ უცებ გაქრა. მე სახეზე ფერი არ მედო. რომ ვერ ვიპოვე, ტირილი დავიწყე. შიშისგან სახლში ვერ მივდიოდი. მაგრამ ბოლოს რაღას ვიზამდი! დედას მოვუყევი ეს ამბავი. დედამ მითხრა: ნუ ნერვიულობ, ახალს გიყიდიო. მე დედის იმედი მქონდა. მართლაც დედამ მეორე დღეს მიყიდა მანქანა. მე სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. იმის შემდეგ, ხან მარტო გავდივარ გარეთ, ხან ვინმე მომყვება. მანქანები კი აღარ მიმაქვს. აღარ მინდა, კიდევ დამეკარგოს.

ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, ძალიან მოსიყვარულე, რასაც ვეტყვი, ყველაფერს მისრულებს. ჩემი მასწავლებელი ყველაფერს გვასწავლის, თანაც ძალიან კარგად. იგი ჭკვიანია, ხანდახან - მხიარულია, ხანდახან კი - არა. ბავშვებს როცა საჭიროა, მოგვეფერება, როცა რამეს გვიხსნის, მაშინ კი არ გვეფერება. ის დინჯია ძალიან. იგი გულისხმიერია. პატივს ვცემ მას, არ მინდა მისი სახელი შევარცხვინო. იგი როცა რამეს გვპირდება, ყველაფერს გვისრულებს. როცა გვეუბნება, დღეს საკონტროლო უნდა დავწეროთო, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვართ, რადგან ის გვიხარია, რომ ათიანებს ვიღებთ, აბა ორიანის მიღება ხომ სირცხვილია? ამიტომ მიყვარს იგი და იმიტომ ვამბობ, რომ კარგი მასწავლებელია და ჭკვიანი არის ძალიან, ჩემი მასწავლებელი ჭკვიანი რომ არ იყოს, სულ არაფერი არ გვეცოდინებოდა, არც წერა და კითხვა, ახლა კი ვიცით წერაც, კითხვაც, ჩვენი ტვინი კარგად აზროვნებს. ჩვენი მასწავლებელი მარტო საგნებს კი არ გვასწავლის, არამედ როგორ უნდა მოვიქცეთ, მოხუცებს როგორ უნდა დავეხმაროთ. ჩვენ, ბავშვები, ფულით ვერ დავეხმარებით. სამაგიეროდ, თუ მოხუცს ავტობუსში ამოსვლა უჭირს, მოვკიდებთ ხელს და დავეხმარებით. სიკეთეს რომ ვაკეთებ, ძალიან მსიამოვნებს. ასეთი არის ჩემი მასწავლებელი.

Tuesday, March 23, 2010

დანიელ თუნგია - 2009 წელი

უნაზესი ფანტელების ქვეშ
მე როცა დილით ვიღვიძებ, ცუდ ხასიათზე ვარ და მეზარება ადგომა. ყოველ დილით ფანჯარაში ვიხედები. მაგრამ დღეს დილით როცა ფანჯარაში გავიხედე, რას ვხედავ, თოვლი მოსულა! ისე გამეხარდა, რომ ერთი სურვილი მქონდა, სკოლაში წავსულიყავი და ცუდი ხასიათიც მოვიშორე, უკვე არაფერი არ მეზარებოდა. ვარჯიში გავაკეთე, შემდეგ ხელ-პირი დავიბანე, ვისაუზმე. ბოლოს კი სასკოლო ნივთები ჩავალაგე ჩანთაში, ჩავიცვი და სკოლისაკენ გავეშურე. გზაში ვფიქრობდი, ნეტა ათიანები მივიღო, მერე დავბრუნდე, გაკვეთილები ვისწავლო და შემდეგ გარეთ ვიგუნდაო-მეთქი.
თოვს ზამთრის ლამაზი ფიფქებით, ადამიანები შეშას იმარაგებენ. თოვს... თოვს. მზე არ ჩანს, თოვლმა დაფარა ნაძვის ხე, შიშველი ბუჩქები და ხეები. მხიარულად ირთვება ნაძვის ხე სხვადასხვა ფერებით. ბავშვები მღერიან და აკეთებენ თოვლის ბაბუას. რა მხიარული ზამთარია! ბავშვები თხილამურებით სეირნობენ, სრიალებენ, ბუხართან ბაბუა ყალიონს აბოლებს, ბებია კი წინდებს ქსოვს, ღამე კი ნაძვის ხის ქვეშ თოვლის ბაბუა საჩუქრებს აწყობს. დილით ბავშვები საჩუქრებს ხსნიან. ბებია-ბაბუას შვილიშვილები ჩურჩხელებს აბარებენ, სოფლიდან რომ ჩამოიტანონ.


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი ვერაფერი გამოვა. თუ არ ისწავლა, იქნება უბედური, უზრდელი, ზარმაცი კაცი. თავის ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს, არც ცოლი ეყოლება და არც ბავშვები. ღმერთი იმ ადამიანებს უსრულებს სურვილებს, რომელიც მართლა შრომობს, წვალობს, რომელსაც უყვარს წიგნი, თავისი სამუშაო და არ არის ზარმაცი. მას ეყოლება კარგი მეუღლე, ზრდილობიანი შვილები და არ იქნება მათხოვარი.


ჩემს დაიკოს
ჩემო საყვარელო დაიკო, გახსოვს, რომ შენი საყვარელი სათამაშო გავტეხე! რა უბედურება ჩავიდინე, ძალიან გთხოვ, ჩემო დაიკო, მაპატიე. მე ძალიან ვდარდობ, მაშინ რომ ეს საშინელი დანაშაული ჩავიდინე. გპირდები, ასე აღარ მოვიქცევი, ჩემო საყვარელო დაიკო. მე გპირდები, რომ ამ სათამაშოს გიყიდი. მე ვიცი, რომ შენ მაპატიებ, შენ ხომ ძალიან კეთილი და გულმოწყალე ხარ. მე ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყანაზე.


ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი კეთილია, ჭკვიანია, ლამაზია, გულკეთილია, მოსიყვარულეა. ძალიან, უყვარს თავისი ენა და ქვეყანა, მას უყვარს ყვავილები. ის საუკეთესო მასწავლებელია. არავინ სჯობნის მას. მანანა მასწავლებელს ძალიან უყვარს თავისი მოსწავლეები. ნინო მეტრეველს ეძახის “წრუწუნას”, ნატალის ეძახის “თაგვს”, გიო ქათამაძეს კი - “დიდ ბუზღუნა დათვს.” საწყენად კი არ ამბობს, არამედ უყვარს მოსწავლეები, მათ კი მოსწონთ მასწავლებლის შერქმეული სახელები და მხიარულად იცინიან.


პეპელა
მე პეპელა ვარ. სამ დღეს ვცოცხლობ. ამ დღეებში სხვადასხვა ადგილებში დავფრინავ და სხვადასხვა პეპლებს ვუმეგობრდები. მე ვიკვებები ყვავილების ნექტრით, ვიჩეკები ჭუპრიდან. ვერ ვასწრებ, რომ ბევრი ვიფრინო, მხიარული დრო გავატარო, იმიტომ, რომ 3 დღის სიცოცხლე მაქვს. მე შექმნილი ვარ ღმერთის მიერ. თუმცა მომწონს, რომ ცოტა ხანს ვცოცხლობ, ვმხიარულობ და ხალისიანად ვატარებ დროს.


დაკარგული ნივთი
ერთხელ მე ჩემმა მდიდარმა ბაბუამ გამაგზავნა პურის საყიდლად. მე არ ვიცოდი, რომ ფული იმ ჯიბეში ჩავდე, რომელიც გახეული იყო. მალევე შევამჩნიე, რომ ფული ჯიბეში აღარ მედო. არ დავბრუნდი სახლში. მთელ მაღაზიაში ყველას ვკითხე, “ორლარიანი ხომ არ გიპოვიათ-მეთქი?” არავის უნახავს. მაშინ მე ჩამოვჯექი მიწაზე და ჯიბიდან გადმომივარდა 2-ლარიანი. მაშინ ისეთი გახარებული ვიყავი!.. პური ვიყიდე, მაშინვე სახლში ავედი და ბაბუას ყველაფერი მოვუყევი. ბაბუამ მაპატია, არ დამსაჯა.


გზა
გზა არის ის ადგილი, სადაც შენ დადიხარ, რომ მიზანს მიაღწიო. მდიდარი ადამიანი ადვილი ცხოვრებით ცხოვრობს და სულ სწორი გზით დადის მთელი ცხოვრება. ზოგი მდიდარი არ არის და აღმართ-დაღმართ გზაზე უწევს სიარული. ასეთებია გაჭირვებული ადამიანები. ყველას კი არ შეუძლია ადვილი ცხოვრებით ცხოვრება! სულ სწორ გზაზე სიარული რატომ არ შეუძლია? არ ვიცი, მაგრამ მინდა, რომ ყველას იოლი გზა ჰქონდეს და რაც შეიძლება, ნაკლები პრობლემები ჰქონდეს.


ტყეში
ბევრი ადამიანი დადის ტყეში ექსკურსიაზე ოჯახთან ერთად და ხანდახან მეგობრებთან ერთადაც, იმიტომ, რომ დაისვენონ, ისიამოვნონ ბუნების სილამაზით. ხშირად წავსულვარ ტყეში და მომსურვებია, რაც შეიძლება, ღრმად შევიდე, დავათვალიერო ჩემთვის უცხო გარემო. ხან შემშინებია, რადგან ადამიანის კვალი არ ჩანს და მეგობრებს ვეძახი. ისინი აუცილებლად გამომეხმაურებიან და ტყიდან უვნებლად გამოვალ. ოღონდ ყველაფერი პანიკის გარეშე უნდა გავაკეთო.


ღიმილის ფასი
ღიმილს უდიდესი ძალა აქვს. როცა ადამიანი იცინის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბედნიერია, ლაღია და ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული. შუბლშეკრულ ადამიანს კი არასოდეს ეცინება, ალბათ გაჭირვებულს არ ეხმარება, გვერდში არ უდგას მეგობარს. ღმერთი ასეთ ადამიანს არ დააფასებს.
მე ხშირად ვიღიმი, ჩემი მეგობრებიც მხიარულები არიან. ამას რა სჯობს. ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი!


ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
მე და ჩემი მეგობრები უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ. სულ ერთად ყოფნა გვინდა. ვთამაშობთ, ვერთობით, გაკვეთილებსაც ერთად ვსწავლობთ. ხანდახან ვკინკლაობთ კიდეც, მაგრამ მალე ვრიგდებით.
მე ვგრძნობ, რომ მათაც ძალიან ვუყვარვარ. მე მალე ვბრაზდები ხოლმე, ისინი კი მამშვიდებენ და იცინიან. მეც მალე გამივლის წყენა და მერე მხიარულად ვარ.
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, რადგან ღმერთი წყალობას არ გვაკლებს და ხელს გვიწყობს, ნამდვილი ადამიანები ვიყოთ!

ნატალი მანდარია - 2009 წელი

ჩემს ძამიკოს
“ძალიან მიყვარხარ, გახსოვს, გუშინ რომ გაგაბრაზე? მიყვარხარ და არ მინდა, რომ სულელობის გამო ვიჩხუბოთ. მაპატიე, არ უნდა მეჩხუბა შენთვის. მაპატიებ, ჩემო ძამიკო? ჩემო ძმაო, მიყვარხარ!”
ის კი მეტყვის: ”კარგი, გეყო, წამოდი, ვითამაშოთ!”


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელობა უბედურებაა, რადგან ვერაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, სამსახური ხომ გინდა, სახლ-კარი ხომ გინდა, შვილების რჩენა ხომ გინდა! მაგრამ თუ ისწავლე, თუ იშრომე, ფულიც გექნება, სარჩო-საბადებელიცა და ყველაზე დიდი სიმდიდრეც, მე იმ სიმდიდრეზე არ ვლაპარაკობ, - ფულზე და მარგალიტებზე, არამედ სიბრძნესა და ჭკუაზე. უსწავლელი კაცი ქუჩაში დარბის, დაწანწალებს და სარჩოს ეძებს. ნაგავსაც კი არ ერიდება, რომ დანაყრდეს. ღამით, როცა ყველას სძინავს, გარეთ სიცივეში სძინავს და არა ლოგინში, ამიტომაც უნდა იშრომო, ისწავლო, იატაკიც კი რეცხო. რომ სულ ცოტა სარჩო მაინც გქონდეს; ასე უნდა გაისარჯო, შვილები დაზარდო, მოუარო, ასწავლო, და მაშინ იქნები კაცი, მაშინ დაგაფასებს ყველა. რა საქმეც უნდა გააკეთო, ყველა საქმე საქმეა, თუნდაც დაგცინონ, არ მოუსმინო, რაც არ უნდა გითხრან, მაინც საქმე გააკეთე და მერე იქნები კაცი. ასე უნდა მოიქცეს ყველა ადამიანი!


შემთხვევა ტყეში
მე ტყეში ვარ, დავიკარგე, აღარავინაა ჩემი მშველელი, ვზივარ ამ ხეებთან და სახლში მიმავალ გზას ვუცქერ, მაგრამ ამაოდ. მგონია, ვიღაცა მოვა და წამიყვანს სახლში. მაგრამ ვინ მოვა, დავდივარ მარტო.
წყეული იყოს ის დღე, როცა მე დავიკარგე. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა დედამ სოკოზე წამიყვანა. მე ძალიან მწყუროდა, ვუთხარი: დედი, წყალს დავლევ-მეთქი. დედამ მითხრა, ცოტა მოითმინე და დაგალევინებო. არ დაუჯერე, ანკარა წყაროს გავყევი და დავიკარგე. წყალი კი აღარ მაკლია, მაგრამ ახლა დედა გვერდით არ მყავს და მეშინია. ტყეში ხომ უამრავი ცხოველია. ვზივარ და ვერც ვიძინებ. იმედი რომ დავკარგე, ისევ დედამ მიპოვა. თვალცრემლიანი ჩემსკენ გამორბოდა და მეც გახარებული დედას მთელი ძალით ჩავეხუტე. ასე დამთავრდა ეს ამბავი.


ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ჭკვიანია. მან მასწავლა კითხვა, წერა. ახლა უკვე იცით, როგორ მიყვარს ჩემი სკოლა, ჩემი მასწავლებელი? მიყვარს ჩემი მეგობრები, განსაკუთრებით, ჩემი მასწავლებელი. წმინდა, როგორც წყალი, როგორ არ უნდა მიყვარდეს ჩემი მასწავლებელი, ის რომ არა, მე როგორ ვისწავლიდი წერას? მშვენიერი, გულთბილი, საყვარელი... ის გაიცინებს და მთელი კლასი იცინის, მიყვარს, მიყვარს და მინდა ყველამ გაიგოს, როგორ, როგორ, როგორ მიყვარს ჩემი მასწავლებელი.
ახლა უკვე არაფერი არ მიჭირს იმიტომ, რომ გვერდით მყავს ჩემი მასწავლებელი, ასე ტკბილად, ასე კარგად არასოდეს არ ვყოფილვარ, მიყვარს ჩემი სიყვარულით სავსე საყვარელი მასწავლებელი.


პეპელა
დადგა გაზაფხული, თვალი გავახილე და არემარეს ზემოდან გადმოვხედე, დავინახე ყვავილებით მორთული მინდორ-ველი, საყვარელი დედ-მამა და ჩემსავით ჭრელი პეპლები. მინდოდა ყველაფერი დამეთვალიერებინა, რადგან დღეგრძელი არა ვარ. აი, ენძელა, ია, ყოჩივარდა, მე დავუმეგობრდი მათ, ისინი ხომ ჩემს საზრდოდ არიან შექმნილნი, როგორ მინდა დიდხანს სიცოცხლე, მოვუსმენდი ბულბულის გალობას, ჩიტების ჟღურტულს, ხეების შრიალს, ვილხენდი გაზაფხულის შემობრძანებას, ვეთამაშებოდი ბავშვებს და სიცოცხლით დავტკბებოდი. მაგრამ ეს ხომ აუხდენელი ოცნებაა! თუმცა მაინც მადლობელი ვარ, მე ხომ ღვთის მიერ ვარ შექმნილი!


დაკარგული ნივთი
ერთხელ მეგობარმა სათამაშო მაჩუქა, მეც გამიხარდა, დიდი მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იმ დროს მეგობარმა დამიძახა: წამოდი, ეზოში ვითამაშოთო! მეც წავყევი და სათამაშოც წამოვიყოლე, ხან ვხტუნაობდით, ხანაც ვბზრიალებდით. ბოლოს სახლში წავედი და დავისვენე.
გავიდა რამდენიმე დღე. მერე მომაგონდა სათამაშო, მაგრამ სადღა იყო! მთელი დღე და ღამე მას ვეძებდი, ვისთან არ მივედი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. თურმე მარის გაჰყოლია და მეც ბედმა მარისთან მიმიყვანა. როგორც კი დავინახე ჩემი სათამაშო, სიხარულით ცას ვეწიე. სახლში წავიღე და იმის მერე არაფერი დამიკარგავს.


ფიქრები ბუხრის პირას
მოვიდა ზამთარი, თოვს, ყინავს, ფრინველები თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, ჩვენ მოგვენატრება მათი ჭიკჭიკი, მაგრამ ზამთარი სულ უფრო და უფრო მოიჩქარის, მოდის. და აი, უკვე გადმოგვიგდო თავისი თეთრი საბანი! ბავშვები გამოდიან სახლებიდან და ტკბილ კანფეტებს მიირთმევენ, გუნდაობენ, სრიალებენ. ნახეთ, რა მშვენიერი თოვლის პაპა გაუკეთებიათ! ქუჩაში კი ყოველდღე შეძახილებია: თოვლი მოდის, თოვლიო, აი, მოვიდა ბავშვების საყვარელი ზამთარიო. დიდები კი ბუხართან სხედან და მხიარულად უყურებენ ამ მშვენიერ ზამთარს. წითელი ზარები რეკენ და რეკენ. ნახეთ, ყველა სუფრსთან ზის და სადილობს. დიდსა თუ პატარას - ყველას ძალიან უხარია ზამთრის მოსვლა.


ჩემი ნატვრა
მე ვინატრებდი, რომ ყველა ბედნიერი იყოს, ყველა სიხარულით შეხვდეს ზამთარს, მის სუსხიან ამინდს. ნეტავ ფრთები მქონდეს, ნეტავ ათოსანი ვიყო, ნეტავ ყველა ოჯახი ბარაქით აივსოს, ნეტავ ოცნებები ყველას უსრულდებოდეს. ნეტავ ამ ქვეყანაზე სიკეთის გარდა არაფერი ცუდი არ იყოს, ნეტავ ჩემს მშობლებს არაფერი უჭირდეთ. ნეტავ სულ თოვლი იყოს და ყველას სასიამოვნო წელი გაუთენდეს!


მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვასწავლიდი ცეკვას. და თუ მართლა მასწავლებელი გამოვალ, ვინატრებდი, რომ კარგი მასწავლებელი ვყოფილიყავი და ბავშვები სიხარულით წამოსულიყვნენ უცხოური ცეკვების გაკვეთილებზე, გახარებოდათ ჩემი დანახვა და ვყვარებოდი, იმიტომ რომ თუ ბავშვს მასწავლებელი არ უყვარს, ის არაფერს არ გააკეთებს და არ ისწავლის, თუკი უყვარს მასწავლებელი, ის შეეცდება, რომ მასწავლებლის მითითებები შეასრულოს.
მე მინდა ვიყო ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი.


გზა
ადამიანი თვითონ ირჩევს თავის გზას, უგზოდ ადამიანი ვერსად წავა და თუკი ვერსად წავა, არც მეგობარი ეყოლება, ვერც სკოლაში მიიღებს ცოდნას, დარჩება უსწავლელი. ან თუ მიაღწევს დიდობამდე, ის ხომ უბედური იქნება! ამიტომ გზა საჭიროა ჩვენთვის და გვახსოვდეს, რომ გზასაც სჭირდება გაფრთხილება.
მინდა, რომ ჩემი გზა აღმართიანიც იყოს და ხანდახან სწორიც.

ნინო მეტრეველი - 2009 წელი

ჩემს მეგობარს
“ჩემო მეგობარო, მაპატიე, რომ გაგიბრაზდი იმ დღეს, რადგან ცუდ ხასიათზე ვიყავი. მე სულ შენს გვერდით ვიქნები და გასაჭირში არასოდეს მიგატოვებ. ძალიან გამეხარდება, თუ მაპატიებ.”
შენ მეტყვი: “კარგი, გაპატიებ, ოღონდ ასე აღარ გამიბრაზდე, კარგი?”
“კარგი, გპირდები, აღარასოდეს ასე არ მოვიქცევი. გკოცნი.”


მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ვასწავლიდი მათემატიკას, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ეს საგანი. მე ბავშვებს კარგად მოვექცევი და სიყვარულით ავუხსნი ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ბავშვები, მთელი სულით და გულით ვასწავლი მათ, რასაც შევძლებ. იმედი მაქვს, რომ ჩემი მოსწავლეები კარგი ვაჟკაცები და კარგი გოგონები გამოვლენ. ისინი ყოველთვის მეყვარება, რაც არ უნდა მოხდეს. ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ საქართველოს კიდევ ბევრი ჭკვინი ადამიანი ამოუდგეს მხარში. მე ამის იმედი მაქვს.


თეთრი ფანტელების ქვეშ ...
დილით რომ გავიღვიძე, დედამ მითხრა, რომ თოვლი მოვიდაო, მაგრამ მე არ დავუჯერე და ვუთხარი: დედა, ნუ მატყუებ-მეთქი. თოვლი რომ დავინახე, ძალიან გამეხარდა და დედას გადავეხვიე. ძალიან მიყვარს ზამთარი. ყოველთვის ვნატრობდი, რომ ზამთარი მოსულიყო და მართლაც ამისრულდა ოცნება. კარგად ვგრძნობ თავს, კარგ ხასიათზე ვარ და ისე მიხარია, რომ ტირილს არაფერი მაკლია. ყველას დავურეკე, თოვლი, თოვლი-მეთქი. მადლობელი ვარ, ოცნება რომ ამისრულდა. გმადლობ, ღმერთო, დიდი მადლიერი ვარ შენი და ყოველთვის ვიქნები. ამას არასოდეს დაგივიწყებ.
ისევ დედისკენ მივუბრუნდი და ვკითხე: “დედა, ახლა ხომ დეკემბერია?” დედამ მითხრა: “შვილო, ღმერთს როცა მოესურვება, მაშინ მოვა თოვლიო” და ისევ საქმეს მიუბრუნდა, მეც ბედნიერად ვგრძნობ თავს. ახლაც ვზივარ და ვფიქრობ: რა კარგია, რა ლამაზია ეს ფიფქები, ასე ლამაზად რომ ეცემა მიწას და ალამაზებს საქართველოს!


დაკარგული ნივთი
ერთხელ დედამ მაღაზიაში გამაგზავნა, ხელში ათლარიანი მეჭირა. უცბად ისეთი ძლიერი ქარი ამოვარდა, რომ ათლარიანი ხელიდან გამივარდა. დედას ეს ამბავი რომ ვუთხარი, თავზე ხელი დამადო და მითხრა: ნინიკო, არა უშავს, მოვძებნითო. საძებნელად წავედით. ყველგან ვეძებეთ, მაგრამ არსად იყო. მე ამ ამბავს ძალიან განვიცდიდი, ცუდ ხასიათზე ვიყავი, რომ ვერ ვნახეთ. რაღას ვიზამდით, შინ დავბრუნდით.
ასეთი ამბავი გადამხდა თავს. ახლაც კი ძალიან ვწუხვარ, როცა ეს ამბავი მაგონდება და დედას რაც უნდოდა, ვერ მივუტანე. მაგრამ მე მაინც გამოვასწორებ ამ შეცდომას, ჩემო საყვარელო დედა!


ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ქართული ენა არის ლამაზი, მშვენიერი, კოხტა და ასე შემდეგ. ქართველებო, ძალიან გთხოვთ, ნუ ამახინჯებთ ჩვენს ენას, რადგან ეს ლამაზი ასოები, ეს ლამაზი სიტყვები ღმერთმა გვაჩუქა. როცა უცხოურ ენაზე ლაპარაკობთ, არ დაივიწყოთ ქართული ენა, პირიქით, უცხოურ ენაზე კი არ უნდა ვლაპარაკობდეთ, არამედ ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ქართული ენა მოგვცა და ქართული გონება შეგვმატა. თქვენ კი ამახინჯებთ ენას და სხვა ენაზე ლაპარაკობთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ქართველებო, დაივიწყეთ უცხო ენა, რადგან თქვენ გაქვთ მშვენიერი ენა. აი, ამას დაგიმტკიცებთ ჩემი მასწავლებელი, სახელად მანანა. ისე ლამაზად ამბობს ქართულ სიტყვებს და ისე ქართული გონებით აზროვნებს, რომ გაგიჟდებით. ძალიან მიყვარს მანანა მასწავლებლის მოსმენა, რომ მინდა სულ ის გველაპარაკებოდეს, ნაზად წარმოთქვამდეს ქართულს და ასეც არის. ხომ დაგიმტკიცეთ! მაინც რა კარგია, როცა ქართულ ენაზე ვლაპარაკობთ.
აი, რისი თქმა მინდა თქვენთვის. და ახლა მაინც აღარ ილაპარაკოთ უცხოურ ენაზე, გთხოვთ...


კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება გამოიგონოს ნატვრისთვალი. ნატვრისთვალი გამოდგება ყველა საქმეში. მაგალითად, გემის აშენებაში, სახლის აშენებაში. შემდეგ ნატვრისთვალი ადამიანს ძალიან დააინტერესებს, რადგან რასაც ეტყვი, ყველაფერს შეგისრულებს, თუ კეთილი ხარ. თუ ბოროტი, - მაშინ არა. ძალიან მიკვირს, ამდენ რაღაცას როგორ გააკეთებს ნატვრისთვალი? ააა, მივხვდი, ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე! ნატვრისთვალს ხომ დიდი ძალა აქვს! მეც არ გამიკვირდა? ახლა მივხვდი და ძალიან გამეხარდა. აი, რა საოცარი რამ შეიძლება შექმნას ადამიანმა.


ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის კეთილი, მზრუნველი, მოსიყვარულე, ლამაზი, ალერსიანი, ჭკვიანი, გულისხმიერი. ძალიან მიხარია, რომ მოვდივარ სკოლაში და ასეთ ლამაზ და ალერსიან მასწავლებელს ვხედავ. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ანგელოზი მიდგას წინ და რაღაცას მასწავლის. მეც მას ყურს ვუგდებ და მინდა, რომ ჩემს უსაყვარლეს მასწავლებელს დავემსგავსო, მეც ასეთი ალერსიანი მასწავლებელი ვიყო და ასე ლამაზად ავუხსნა გაკვეთილები ბავშვებს. როდესაც რაიმე მოთხრობას კითხულობს, ისე ლამაზად წარმოთქვამს წინადადებებს, რომ გეგონება ეს მართლაც ანგელოზიაო. დამიჯერეთ, მართალს ვამბობ. ეს სიმართლეა. ჩემი მასწავლებელი წმინდაა, როგორც ანკარა წყარო.
აი, როგორია ჩემი საყვარელი და ალერსიანი მასწავლებელი.


პეპელა
მე ვარ პეპელა. მინდა, რომ დიდი ხანი ვიყო თქვენთან, მაგრამ არ შემიძლია. მე ხომ მხოლოდ და მხოლოდ სამ დღეს ვცოცხლობ! ძალიან მიჭირს თქვენთან განშორება, მაგრამ უფალმა ასე ინება. მე მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში მივდივარ! არ მინდა წასვლა, მაგრამ რა ვქნა, აქ საჭმელი არ არის. საჭმელი რომ ვერ ვიპოვო, შიმშილით მოვკვდები და მე ეს არ მინდა, რადგან სამი დღე დამრჩენია და შიმშილობაში ხომ არ უნდა მოვკვდე? ამიტომ დროზე უნდა გავფრინდე. აბა, კარგად, ბავშვებო, მომავალ გაზაფხულამდე!


გზა
გზა არის ადამიანებისთვის და მანქანებისთვისაც საჭირო. გზა რომ არ იყოს, ვერ გადავადგამდით ერთ ნაბიჯსაც კი, რადგან მოსახლეობა მასზე დადის, მანქანები და ავტობუსები მასზე მოძრაობენ.
ერთხელ გზას გავყევი, ცოტა კი დავიღალე, მაგრამ ისეთ ადგილას მიმიყვანა, რომ კინაღამ გული წამივიდა. სად? ანკარა წყაროსთან. ისე ლამაზად მოჩუხჩუხებდა, რომ მეგონა სამოთხეში ვიყავი და მაშინ მივხვდი, რა საჭიროა თურმე გზა.


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
სწავლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია. უსწავლელი კაცი ცხოვრებაში წარმატებებს ძნელად აღწევს. ის ძალიან ბევრს შრომობს ლუკმა პურისათვის. ნასწავლი ადამიანი კი ზის კაბინეტში და წარმატებებს ადვილად აღწევს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ მშობლებს და ვისწავლოთ კარგად. მანანა მასწავლებელიც სულ გვეუბნება, კარგად ისწავლეთო. რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ “უსწავლელი კაცი უტარო ცულია”.

თორნიკე ომიაძე - 2009 წელი

დედას!
დედა, გილოცავ 3 მარტს, მე ძალიან მიყვარხარ. ეს შენი საჩუქარია, ეს შენ მოგიძღვენი ჩემს სახსოვრად, ტკბილად და ალერსით მიყვარხარ. დედის დღეს გილოცავ, გაზაფხულსაც გილოცავ, დედიკო! ბედნიერი და ჯანმრთელი იყავი, ჩემო ლამაზო!
შენი თორნიკე

უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი თავისი თავის მტერია. მას არ უნდა კითხვა, წერა, ანგარიში, არც ეზოში გასვლა. სულ წევს, სძინავს, არც საჭმელი აქვს, არც სასმელი და ასე ცხოვრობს უაზროდ.
ადამიანმა უნდა ისწავლოს, იკითხოს, იმუშაოს და ხელი უნდა გაანძრიოს, რათა ოჯახი არჩინოს. დასაცინი არაფერი არ არის, რაც მეტს იმუშავებ, მეტი ღონე გექნება, გაძლიერდები. თუ არ იმუშავებ, არაფერი გამოვა და უნიჭო კაცი იქნები. ასეთ კაცს არც მეგობრები ეყოლება, არც ნათესავი, არც მეზობელი. არ ექნება სახლ-კარი, უსწავლელობა სიბნელეა, სწავლა სინათლეა. თუ ისწავლი, ფულიც გექნება და ყველაფერს იყიდი. ამიტომ საჭიროა სწავლა.


თეთრი, უნაზესი ფანტელების ქვეშ...
დილით რომ ავდექი, თოვლი დავინახე და ძალიან გამიხარდა. მაგრამ სკოლისათვის ვემზადებოდი და ეზოში ჩასვლას ვერ მოვასწრებდი. გაკვეთილების შემდეგ, სკოლის ეზო ძალიან ლამაზი სანახავი იყო, _ თეთრ საბანში გახვეული. მე და ჩემმა მეგობრებმა ვიგუნდავეთ და თოვლის კაციც გავაკეთეთ. შემდეგ დედიკო მოვიდა და წამიყვანა სახლში. ვიყურებოდი სარკმლიდან და ვხედავდი ციდან როგორ ეშვებოდნენ ლამაზი ფიფქები და მიწაზე ეცემოდნენ.
მართლაც, რა საოცრებაა ეს ბუნება. ის ხომ მხატვარია ამ სილამაზისა. ჩვენ, ბავშვებს, ძალიან გვიყვარს თოვლი, გუნდაობა და ახალი წლის ღამეს თოვლის პაპის საჩუქრები.


ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
მე მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობ და უცხოურ ენაზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ქართველი ადამიანი ვარ.
ყველა ჩემი კლასელი ქართველია.
თბილისი ხომ საქართველოს დედაქალაქია და ქართველები ცხოვრობენ.
მე ქართველი ბიჭი ვარ და რომ გავიზრდები, მაშინაც ქართველი ვაჟკაცი ვიქნები.
შემიყვარდება კარგი ქართველი გოგო და შევქმნი ქართულ ოჯახს.


პეპელა
თვალი გავახილე, მივიხედ-მოვიხედე და დავინახე აჭრელებული მინდორ-ველი. მივხვდი, რომ გაზაფხული დამდგარიყო, ძალიან მესიამოვნა, ყვავილების სურნელმა დამატკბო და გამახარა. ისინი ხომ ჩემი საყვარელი მეგობრები არიან.
მიხარია, რომ წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს გამოღვიძება და ბუნების სილამაზით დატკბობა. მართალია, დღეგრძელი არა ვარ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ჩემი ხანმოკლე სიცოცხლით.

კიდევ ერთი ახალი წელი...
მე, მამიკო, გიორგი და დედა ერთად ვხვდებით ახალ წელს. ეჰ, უკვე ახალი წელი მოვიდა, თოვლის პაპას წერილი მივწერე. დედა ფუსფუსებს, აკეთებს სადილებს და გოზინაყს, რომელიც ძალიან მიყვარს, აცხობს საახალწლო ტორტს. მეც ვემზადები საახალწლოდ, ჩემი ძმაც ემზადება, ვრთავთ ნაძვის ხეს. ჩემი ძმა და მე ასაფეთქებლებს ვისვრით. დედიკო მაგიდას შლის. თორმეტ საათზე თოვლის პაპამ საჩუქარს მომიტანს. მეორე დღით ეზოში ჩავდივარ, ჩემს მეზობლებთან ერთად თოვლის პაპას ვაკეთებთ და ძალიან მიხარია. ასე მთავრდება ჩვენი ახალი წელი.

ტყეში
ერთხელ ტყეში წავედი სოკოზე მეგობრებთან ერთად. გადავწყვიტეთ კოცონი დაგვენთო. გავიფანტეთ, რომ ფიჩხი შეგვეგროვებინა. ტყეში ღრმად რომ შევედი, ბავშვების ხმა შეწყდა, მივხვდი, რომ დავიკარგე, შემეშინდა, რაღა ვქნა, როგორ გავიკვლიო გზა? ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე, გამახსენდა დედ-მამა, ჩემი ძმა. ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდი. უცებ მომესმა ბავშვების ხმა, ისინი მეძებდნენ და მეძახდნენ. მეც დავუძახე მათ და ასე გამოვედი სამშვიდობოს.


ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ლამაზია და ძალიან მიყვარს. ხშირად მათემატიკაში გვამეცადინებს, კარგად გვექცევა, მომწონს მისი ხასიათი. ჩემი მასწავლებელი ქართულსაც გვასწავლის, სულ არ გვეჩხუბება, არ გვაგდებს კლასიდან. მინდა, რომ დიდხანს გვასწავლიდეს და არ დაგვშორდეს.


ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
მე მიყვარს ჩემი მეგობრები, ჩემი ამხანაგები და კლასელები. ჩვენ ხანდახან ვსაუბრობთ, ხან ეზოში ვთამაშობთ, ხანდახან ცოტას მაბრაზებენ, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი მაინც ძალიან გვიყვარს. ყველაფერს სიყვარული სჯობია. მე მიხარია სკოლაში სიარული, რადგან მსიამოვნებს ჩემი მასწავლებლისა და თანაკლასელების ნახვა.
მაგრამ ყველაზე ძალიან ჩემი ოჯახი მიყვარს.


მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ძალიან მეყვარებოდა ბავშვები, ვასწავლიდი მათ სამშობლოს სიყვარულს, მეგობრის ერთგულებას, ზრდილობას და რაც მთავარია, მშობლების პატივისცემას.
მე ჩემი მასწავლებლები ძალიან მიყვარს, ალბათ მათაც ვუყვარვარ, მასწავლებლებისთვის მოსწავლის წარმატება დიდი სიხარულია. მე მინდა, რომ ყველა მოსწავლე იყოს წარჩინებული და წარმატებული . . .

თორნიკე სიდამონიძე - 2009 წელი

ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს, რადგან ის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარულია. მართლაც ლამაზია, არ ჩხუბობს, არ ყვირის, თანაც 11 დეკემბერს აქვს დაბადების დღე. კლასში ყველა ბავშვს გვიყვარს, როცა შემოდის, ყველა მას ვუღიმით, ისიც გვიღიმის და ჩვენ ბედნიერები ვართ.


ზამთრის სურათი
ახალ წელს დედა სადილს ამზადებს. მამა მუშაობს. მე და ჩემი და ვერთობით, ვთამაშობთ, თან რაღაცას ვმღერით, თან თოვლის პაპას ვხატავთ, ხატვა უყვარს ძალიან ჩემს დას. მე და ჩემს დას გვიყვარს ახალი წელი. ის ისე ლამაზად მოდის, რომ შეხედვაც ესიამოვნება ადამიანს. რა ლამაზად ეშვება თოვლი! შემდეგ თოვლის პაპას აკეთებენ ბავშვები. უფრო ვაქტიურობთ მე და ჩემი და, ჩემი მეგობრები. შემდეგ დნება თოვლი. ზამთარი ყველაზე ძალიან მიყვარს.


დაკარგული ნივთი
ჩემთვის ყველა ნივთი, რომელიც მეკუთვნის, საყვარელია: სათამაშო, კალამი, ფანქარი, წიგნი, რვეული.
მე მათ ვუფრთხილდები, მაგრამ ერთ დღეს სკოლაში დამეკარგა ლურჯი ფერის კალამი, გული დამწყდა, რადგან ძალიან მიყვარდა. დედამ მის ნაცვლად მიყიდა ახალი კალამი. როცა სკოლაში მივედი, ვნახე, რომ ჩემი კალამი ჩემს მერხზე იდო, რამაც ძალიან გამახარა. თურმე ჩემს მეგობარს - ნატალის უპოვია და მერხზე დამიდო. მე მას მადლობა ვუთხარი სიკეთისათვის.


გზა
ერთხელ მე ეზოში ვიყავი, გზაზე გადავედი და გზას გავყევი. მეშინოდა, რომ არ დავკარგულიყავი, მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდი, რადგან იმ ადგილს არ ვიცნობდი. სადაა ჩემი სახლი? ბევრი ვირბინე, ხან სად მივედი, ხან - სად. ძლივს მივაგენი ჩემს ეზოს. დედას რომ მოვუყევი ამის შესახებ, თან მეშინოდა, ჩემთვის რამე არ ეთქვა, მაგრამ დედამ დამაწყნარა და ისევ ეზოში გამიშვა, მაგრამ გზაზე აღარ გადავსულვარ. არ მინდა, კიდევ დავიკარგო.


წკაპ-წკუპ
გრუხუნებს და ელავს, შეიყრებიან ღრუბლები, წვიმა წკაპა-წკუპით წამოვა და ფიქრობს: “დავასველებ მიწას, ბაღჩა-ბოსტანს მოვრწყავ - ნათესებს მოუხდება და მოსავალიც კარგი მოვა. გლეხკაცი გაიხარებს, ოჯახს რომ ბარაქით აავსებს”.
წვიმს და წვიმს... არემარე ნისლშია გახვეული.



ტყეში
ტყეში უამრავი ფრინველი და ცხოველი ბინადრობს. იზრდება მრავალი ჭრელქუდიანი სოკო, ველური ყვავილები. სხვადასხვა ჯიშის ხეები ტყეს სილამაზეს მატებენ. ისმის ფოთლების შრიალი, ჩიტების ჭიკჭიკი. ირგვლივ სიმყუდროვეა. ამ დროს ტყეში ყოფნას არაფერი სჯობს.


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
ადამიანი ცოდნის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. თუ წიგნი არ გიყვარს, არც წერა გეცოდინება, არც კითხვა და რა თქმა უნდა, ვერც იმუშავებ. აბა, დავფიქრდეთ: თუ ცულს ტარი არ ექნება, გამოვიყენებთ? ასეა ადამიანიც. დაიტანჯება უსწავლელობით და იქნება უცოდინარი.



მოდი გაზაფხულო, მოდი...
მალე გაზაფხული მოვა. დავემშვიდობებით ცივსა და სუსხიან ზამთარს. გაზაფხულზე იებით გადაიპენტება არემარე, აყვავდება ნუში, წამოვა შხაპუნა წვიმა, გადამწვანდება მთა და მდელო, თვალს გაახელენ იასამნები, მოფრინდებიან მერცხლები და გაზაფხულის მოახლოებას გვამცნობენ. ჩუხჩუხა წყაროები გამოაცოცხლებენ ნაზამთრალ მცენარეებს.



ჩემი ნატვრა
ვნატრობ, რომ დედამ ბორჯომში წამიყვანოს, რომ მისი სილამაზით დავტკბე, ვისეირნო პარკში კარუსელზე. ძალიან მინდა, მყავდეს დიდი ყვითელი მანქანა, რადგან ეს ფერი მომწონს. ასევე დიდი სურვილი მაქვს, გავხდე საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ თუ კარგად არ ვისწავლი, ამას ვერ მივაღწევ. ამიტომ ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო ამ მიზნის მისაღწევად.


ღიმილის ფასი
როცა ადამიანი იცინის, მას ყველა დარდი ავიწყდება. გაბრაზებული კაცი უბედურია, გაღიმებული კი - ბედნიერი. მე მინდა, რომ ყველა იღიმებოდეს და თავს ლაღად გრძნობდეს.
მე ხშირად ვიღიმები. ალბათ ბედნიერი ვარ და ამიტომ. ამას რა სჯობს? ხშირად უნდა გავიღიმოთ და ცხოვრებით დავტკბეთ, აბა, ვის ეყვარები გაუღიმარი და მუდმივად მოწყენილი, ძალიან ლამაზიც რომ იყო! სულ გაუღიმარი ვის მოეწონები, თანაც გული დაგიავადდება ამდენი წუხილისგან, ამიტომ უნდა გავიღიმოთ. მაშინ რა სახალისოდ მოგეჩვენება ცხოვრება, ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთლების შრიალი. მერე კი იტყვით: რატომ უწინაც არ ვიყავი ღიმილიანი და მგრძნობიარეო.

ნინო უსენაშვილი - 2009 წელი

გზა
ადამიანები სხვადასხვა გზით მიდიან. ზოგს უზრუნველი ცხოვრება აქვს, ზოგს რთული: პრობლემები არ ელევა, მაგრამ ეს გზაც ხომ თვითონ აირჩია. ზოგი გზიდან გადაუხვევს და რადგანაც პრობლემა აქვს, ცუდ რაღაცას ჩაიდენს: შეიძლება ვიღაცა გაძარცვოს, მაშინ კი დაიჭერენ. ჩემი აზრით, ღმერთს უნდა ენდო, ხელი გაანძრიო და ყველაფერი მოგვარდება. თითქოს არც არსებობდა ეს პრობლემა. შენს ბედს უნდა ენდო. პირველი საწყისი ეტაპია, როცა ბავშვი ხარ, შემდეგ სკოლაში მიდიხარ, სკოლას ამთავრებ, მერე _ უნივერსიტეტსაც და უკვე კაცი ხარ. გინდა კარგად ცხოვრობდე? პატიოსანი და მშრომელი კაცი იყო? მართალია, მილიონერი არ იქნები, მაგრამ ოჯახი გექნება. სიყვარულიც გექნება. ამაზე დიდი განძი რაღა გინდა? ასე რომ, თქვენი ასარჩევია, სწორი გზით წახვალთ, თუ უფრო მიხვეულ-მოხვეული გზით.


შემთხვევა ტყეში
ტყეში დავიკარგე. ახლა რაღა უნდა ვქნა, უნდა მოვიფიქრო, თუ როგორ გავაღწიო ტყიდან, ვფიქრობ, ვფიქრობ, - თავში არაფერი მომდის. დავდივარ ტყეში და დედაზე ვფიქრობ. ერთი დიდი მუხის ძირში დავჯექი და ტირილი დავიწყე. უცებ ჩემთან მოვიდა მწვანეთვალებიანი შველი და თვალები დამიბრიალა. როცა შევხედე, გაიქცა. მეც უკან დავედევნე და უცებ ველზე აღმოვჩნდი. ვფიქრობ, ნეტა რატომ არ დავუჯერე დედას, ის ხომ სულ მეუბნებოდა, მაფრთხილებდა, შორს ნუ წახვალ, დაიკარგებიო. რატომ არ მოვუსმინე მაშინ! მისი სიტყვებისთვის ყური რომ დამეგდო, ასე არ მოხდებოდა.
რაღაც მომესმა, მივიხედე და დედა დავინახე. გამეხარდა და დედას ჩავეხუტე. ამის შემდეგ დედას ვუჯერებ და მის ყველა დარიგებას ვიმახსოვრებ.



კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება კიდევ გამოიგონოს კალამი, რომელიც ვიდეოს იღებს, ეს ადამიანს იმიტომ დასჭირდება, რომ თავისი ცხოვრების ბედნიერი წუთები გაიხსენოს, ადამიანს შეუძლია გამოიგონოს ისეთი ხომალდი, რომლითაც სხვადასხვა პლანეტაზე ანუ შორეულ პლანეტაზე იმოგზაურებს. რა საინტერესო იქნება მოგზაურობა! რამდენ რამეს ნახავს ადამიანის თვალი. მე მჯერა, რომ ჯადოსნური დღეებიც დადგება ჩემს ცხოვრებაში, მე მსოფლიოს მოვივლი და ყოვლისმცოდნე ვიქნები.



მალე, გაზაფხულო, მალე!
როცა ზამთარი დგება, ბუნება იცვლება. არცერთი სულიერი აღარ ჭიკჭიკებს და არც ღრიალებს. მოვა თუ არა თეთრი ზამთარი, გადაგვაფარებს თეთრ საბანს. ყუჩდება ბუნება, რადგან ყველას ეშინია სიცივისა, ცხოველები დაეხეტებიან ტყეში, გაფაციცებით ეძებენ საკვებს. საწყალი ქორბუდები კი სიცივისგან იღუპებიან. ვის აქვს დრო მხიარულებისათვის, როცა ცხვირწინ ცივი და შეუბრალებელი ზამთარია. ყველა ელოდება გაზაფხულის დადგომას, მაგრამ ეჰ, ის ჯერ ძალიან შორია. მეც მინდა, რომ ზამთარი მალე წავიდეს, მაგრამ ის თავს არ გვანებებს. განა მარტო ცხოველებს უჭირთ ასე ცხოვრება? ადამიანებისთვისაც ძნელია. მალე, საყვარელო გაზაფხულო, მალე მოდი, როდის მოგვადგები კარზედა?



მე რომ მასწავლებელი ვიყო ...
ჩემო პატარებო, მე ახლა თქვენი მასწავლებელი ვარ. მე ნინო მქვია, უნდა შეგასწავლოთ კითხვა, წერა, მათემატიკა და სხვა. ბავშვებო, მე რომ თქვენი ტოლი ვიყავი, იცით, სწავლა როგორ მინდოდა? იმიტომ, რომ სწავლა ნატვრისთვალია, თუ ისწავლი, ყველა ნატვრა აგისრულდება, თუ არა, - სიბნელეში დარჩები, ამიტომ უნდა ისწავლოთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. მე თქვენ უსაზღვროდ მიყვარხართ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია. ბედნიერებაა, როცა მოსწავლეებს უყვარხარ, პატივს გცემენ. იშრომეთ, ისწავლეთ და გაისარჯეთ!


უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უმაქნის კაცს არაფერი არ შეუძლია. ის მხოლოდ ოცნებობს, სულ ოცნებებშია გართული და ხელს არ ანძრევს, საქმე არ უყვარს, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ჭამოს მუქთად. მთელი დღე ზის, ბრძანებებს გასცემს, ჰგონია, კარგ რამეს ვაკეთებო. იცით, ის როგორ ცდება! ხელს თუ არ გაანძრევს, რას მიაღწევს! მას იმდენი განათლება არ აქვს, რომ არ იცის, რომ ღმერთს შრომისმოყვარე ადამიანები უყვარს, უსაქმურები კი საშინლად სძულს. იმიტომ, რომ მათ არ იციან შრომის ფასი, შრომის სიყვარული. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მათ გული არ აქვთ, ხელის განძრევაც არ უნდათ, რომ საქმე გააკეთონ. ერთხელაც იქნება, ისინი გაკოტრდებიან, ხოლო კეთილი და მშრომელი ადამიანები გამდიდრდებიან, ავლენ იმ საფეხურზე, სადაც ბედნიერება და სიყვარულია.



ღიმილის ფასი
ღიმილი ადამიანს სულ თან დაჰყვება, თითქოს პატარა, ნაზი სიო იყოს. წარმოიდგინეთ: დედა რაღაცაზე წუხს, თითქოს მის თვალებში შავი ღრუბლები მოსჩანს და უცბად ხედავს, რომ თავის შვილს თვალები უბრწყინავს. თვითონაც იღიმის და ყველაფერი ავიწყდება. როცა მშობელი მღერის “იავნანას” ტკბილ ჰანგებს და როცა მისი პატარა იღიმება, დედას სიამოვნებს. მაგრამ ზოგიერთმა ადამიანმა ასეთი რამის თქმა იცის: რას იკრიჭები, პირი მოკუმეო! ამას მხოლოდ პირქუში ადამიანი თუ იტყვის, სულ წარბი რომ აქვს შეკრული, არავის არ ელაპარაკება, არც ურთიერთობს ვინმესთან . ის ალბათ ფიქრობს, რა საჭიროა ღიმილიო. მაგრამ ასე არ არის. ღიმილს დიდი ფასი აქვს. თითქოს პირში ტკბილი კანფეტი გიდევს. ეს სასიამოვნო და თბილი შეგრძნებაა. მე ძალიან მიადვილდება ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი მეგობრები და მასწავლებლები ზუსტად ასეთები არიან.



ჩემი პირველი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი ძალიან, ძალიან მიყვარს. რადგან ის თბილი, მხიარული და ჭკვიანია. ის ყოველთვის ყველაფერს კარგად მიხსნის. მან ყოველთვის იცის, როგორ იქნება ჩვენთვის ადვილი და როცა ასე გვიხსნის ყველაფერს, ძალიან ძნელი - იოლი ხდება. ის საინტერესო ამბებს გვიყვება ქართველ მეფეებზე. ჩვენ გვიყვარს მანანა მასწავლებელი, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე კარგი მასწავლებელია. მე ვამაყობ ასეთი სამაგალითო მასწავლებელი რომ მყავს. მე ვიცი, რომ სხვა მოსწავლეებიც ასე ფიქრობენ და აბა სხვა რა უნდა იფიქრონ! ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასეთ კარგ სკოლაში თუ ვისწავლიდი და ასეთი არაჩვეულებრივი მასწავლებელი მეყოლებოდა. ახლა კი იმდენი ვიცი, რომ ხანდახან ვფიქრობ, ამდენი როგორ ვისწავლე-მეთქი და მაშინვე პასუხს ვცემ საკუთარ თავს: აი, ამდენი ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა.



პეპელა
პეპელა ნაზი, ჰაეროვანი არსებაა. ცაში ლაღად დაფარფატებს, ხანდახან ვფიქრობ, პეპელა სამი დღე რატომ ცოცხლობს? მე რომ პეპელა ვიყო, ძალიან გამეხარდებოდა, ცაში ლაღად ავიჭრებოდი, იქიდან გადმოვხედავდი წკრიალა ანკარა წყაროს, რომელიც ნაზად მიღიღინებს მთებზე და ველებზე. რა დასანანია, რომ პეპელა სამ დღეს ცოცხლობს, მე ძალიან მაინტერესებს, რას გრძნობს პეპელა, როცა ის ნაზად ზის ყვავილზე.
ერთხელ მინდორზე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩვენს წინ ყვავილებზე პეპლები ისხდნენ. რომ აფრინდნენ, თითქოს ცისარტყელა გაიშალა. ნაირნაირი პეპლები აქეთ-იქით დაფარფატებდნენ. ზოგი პეპელა მწვანე იყო, ზოგი თეთრი, ზოგიც კი ჭრელი. ბოროტი ადამიანები ამ ჰაეროვან არსებას ქვას ესვრიან, ეს ხომ არ შეიძლება! ის ჩემს დედას მაგონებს, მასავით ნაზია, და სწორედ ამიტომ გირჩევთ, პეპელას ქვას ნუ ესვრით, ბავშვებო, თქვენ მაშინ გერქმევათ კარგი ადამიანები. არ დაგავიწყდეთ ჩემი ნათქვამი! ნახვამდის.



ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
სიყვარული ეს არის წრფელი გრძნობა, რომლის გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია. იმიტომ, რომ სიყვარული გულს აცოცხლებს და ეს გრძნობა რომ ადამიანს არ ჰქონდეს, გული ჩაუქრება, სიცოცხლეს ვეღარ განაგრძობს, ნელ-ნელა გაქრება ადამიანი. ხოლო სიყვარულით გარშემორტყმული ადამიანისათვის ყოველი დღე დღესასწაულია. მის თვალებში სინათლე, ბედნიერება და სიყვარული მოჩანს, რომელსაც ვერავინ წაშლის. სიყვარულის გარეშე ყველა ადამიანი დაიღუპება. მაგრამ ზოგი ადამიანი ამბობს: რაში მჭირდება ეს სიყვარული, უიმისოდაც კარგად ვიცხოვრებო. მაგრამ არა, არა! ადამიანმა სიყვარულის გარეშე რომ იცხოვროს, ის ადამიანი არ არის! მან არ იცის სიყვარულის ფასი! ის ყველაფერზე ძვირფასია, მე რომ ჩემი ოჯახის წევრები მიყვარს, ისინი რომ არ მყავდნენ, დავიღუპებოდი, ამიტომ ნუ იცხოვრებთ უსიყვარულოდ!

მარიამ ქურხაშვილი - 2009 წელი

ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის კეთილი, ლამაზი, განათლებული, ჭკვიანი, გულკეთილი და შრომისმოყვარე. მას უყვარს ბავშვები. მათთვის ზრუნავს, ასწავლის ანუ ამეცადინებს ქართულში, მათემატიკაში და ასე შემდეგ. მანანა მასწავლებელი გულით გამოვიდა მასწავლებელი. მან იცის, როგორ უნდა მოეპყრას ბავშვებს, როგორ უნდა ასწავლოს იქამდე, სანამ მეოთხე კლასში არ გადავლენ. მან იცის, რომ წყნარად უნდა აუხსნას გაკვეთილი. ჩემი მასწავლებელი არ არის მკაცრი, არც ცუდად ექცევა ბავშვებს. მას ბავშვობაშიც ჰქონდა სურვილი მასწავლებელი გამოსულიყო და როცა გაიზარდა, ეს სურვილი აუხდა, აიყვანა კლასი და ახლა ჩვენ გვასწავლის. მერე ჩვენ გადავალთ მე-4 კლასში, სხვა მასწავლებელი შემოვა და ის გვასწავლის, ქართულში კი მანანა მასწავლებელი დარჩება.



უსწავლელი კაცი უტარო ცულია
უსწავლელი კაცი არის ზარმაცი, უქნარა, უზრდელი, უკულტურო. უსწავლელ კაცს ვერაფერში ვერ გამოიყენებ, რაც არ უნდა დაგჭირდეს. ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი და არა ზანტი, გამოთქმა რომ არის, მკვდარი ხარ თუ ცოცხალიო? ადამიანი უნდა იყოს ყველაფრით კარგი, სიცოცხლით სავსე! უნდა უყვარდეს მუშაობა, იყოს წიგნის მოყვარული. ხელი უნდა გაანძრიოს, მერე როგორ დაგიძახებს ყველა მშრომელ კაცს! როგორ იტყვიან: ეს არის ნამდვილი ზრდილობიანი, მშრომელი ადამიანიო და შენც გაუღიმებ და ეტყვი: გმადლობთო. ამას არაფერი სჯობია. ციდან კი არ იყრება ყველაფერი. რასაც მოისურვებ, უნდა შესთხოვო ღმერთს და მაშინ ნატვრა აგიხდება. განა იმას შეგისრულებს, რომ სთხოვო, სიმდიდრე მომეციო. ღმერთი იფიქრებს, ეს ვინ ყოფილაო. ადამიანი თუ სიკეთეს გააკეთებს, თუ გაჭირვებულებს დაეხმარება, მაშინ შეგისრულებს ღმერთი ყველაფერს. ეს ნაღდი კაცის გაკეთებული საქმეა.



მე რომ მასწავლებელი ვიყო
მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბავშვებს კარგად მოვექცეოდი, არ ვუყვირებდი, თუ ვერ გაიგებდნენ, წყნარად ავუხსნიდი. რომელი საგანიც კარგად მეცოდინება, იმის მასწავლებელი გამოვალ.
მე მიყვარს, სხვას რაღაცას რომ ვასწავლი, ისინიც ყურადღებით რომ მისმენენ.
მე კარგი მასწავლებელი გამოვალ, ასე მაქვს ჩაფიქრებული, თუ არაფერი შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში. ამისი დიდი იმედი მაქვს. ჩემს კლასში ბავშვებს იმის ნებას არ მივცემ, თავდაყირა დადგნენ, ირბინონ, სკოლაში სათამაშოები მოიტანონ და გაკვეთილზე თამაში დაიწყონ. მობილური ვინმემ რომ მოიტანოს, არ მივცემ, სანამ გაკვეთილი არ დამთავრდება.



შემთხვევა ტყეში
მე ტყეში დავიკარგე. რა ვქნა, ვიტირო? ტირილით რამე ხომ არ გაკეთდება და ხომ არ შეიცვლება! ამიტომ პატარა სახლი ავიშენე. კარავი მქონდა წაღებული, ბალიში და გადასაფარებელიც ზურგჩანთაში მეწყო. ძალიან მეშინია. კარავში ვზივარ და იმაზე ვფიქრობ, როგორ წავიდე აქედან, როგორ გავაღწიო ამ უდაბური ტყიდან თავი ისე, რომ არაფერი მომივიდეს და სახლში მშვიდობიანად მივიდე. საღამოობით ძალიან ცივა. მერე რა, რომ კარავში ვზივარ, კარავი რას მიშველის. დილაობით, ასე 7 საათისთვის, სოკოზე გავდივარ. მიმაქვს პატარა კალათი. აბა დიდი ან საშუალო ზომის არჩევანი მე არ მაქვს. ცოტ-ცოტა სოკოს ვკრეფ, ბევრი რომ მოვიტანო, მაინც ვერ შევჭამ, ტყუილად უნდა მეწყოს. ადამიანური საჭმელები მე არ მაქვს, ფული მე არ მაქვს, რომც მქონდეს, რად მინდა. ფული ქალაქში დაგჭირდება. მაღაზიაც არ არის.
როგორც იქნა, დედამ და მამამ მომაგნეს, წამიყვანეს სახლში. ამის შემდეგ კარგად ვცხოვრობთ.



პეპელა
მე პეპელა ვარ. პეპელა მხიარული მწერია. მე შხამიანი პეპლებისგან განვსხვავდები სილამაზით. თუმცა ისინიც ლამაზები არიან. მე მხოლოდ სამ დღეს ვცოცხლობ. ყველანაირად ვცდილობ, თავი უბედურებისგან დავიცვა. სამ დღეში ვერაფერს ვასწრებ. რვა დღე მაინც ვცოცხლობდე. მე ბავშვები კი მიყვარს, მაგრამ ზაფხულში ისინი დიდის ამბით პეპლის საჭერით მიჭერენ, სათითაოდ ორივე ფრთას მაძრობენ. ეს ხომ დიდი უბედურებაა ჩემთვის! ერთი თხოვნა მაქვს, ბავშვებო, გათამაშებთ, გაგართობთ, ოღონდ ნუ დამიჭერთ, სამი დღის სიცოცხლე შემარგეთ!



ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ და ამიტომ უნდა ვილაპარაკოთ ქართულად, ნუ დავამახინჯებთ სიტყვებს, ნუ ვილაპარაკებთ უცხოურ ენებზე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ენა, სარწმუნოება და უკვდავება. ღმერთმა იმისთვის გაგვაჩინა ქართველები, რომ ქართულად ვილაპარაკოთ, გავაკეთოთ სიკეთე...
თავიდან მეც რუსულად ვლაპარაკობდი, “ჭაღის” მაგივრად “ლუსტრას” ვამბობდი. მერე თანდათან ვასწორებდი მე ამ სიტყვებს. ახლა კი ქართულად ვლაპარაკობ. ჩემი სურვილია, ყველამ ერთად შევისწავლოთ ქართული ენა და შევიყვაროთ დედასავით.




დაკარგული ნივთი
ერთხელ საბავშვო ბაღში დავკარგე ბარბი, ჩემი საყვარელი თოჯინა. ბევრი ვეძებე ხან იქით, ხან აქეთ, მაგრამ ვერაფრით ვიპოვე. ჩემი ბაღი ახლოს იყო და ხშირად მარტო დავდიოდი. რომ ვერ ვიპოვე, ძალიან გავბრაზდი და დავიწყე ტირილი. მასწავლებელმა დამაწყნარა და მითხრა, დედამ დაგირეკა, სახლში წადიო. მივდივარ გამწარებული, გაბრაზებული, ლამისაა, ცეცხლი მომეკიდოს! მივედი სახლში გაწითლებული და დედას ვუთხარი: თოჯინა დამეკარგა-მეთქი. დედამ მითხრა: შენ ნუ ინერვიულებ, ახალს გიყიდიო. ანდაც ხვალ იპოვიან, ერთი ეს მითხარი, როგორ დაგეკარგაო? - როგორ და ჭრელად! - როგორ გაქრა? -არა, ვთამაშობდი, მერე სადილის დროც მოვიდა. ძიძამ მითხრა, თოჯინა მომეცი და ჭამეო. მეც მივეცი, ავდექი, რომ ვჭამე და იქ აღარ დამხვდა-მეთქი.
გათენდა მეორე დილა. წავედი ბაღში, მომცეს ჩემი თოჯინა. მე სიხარულისგან ცას ვეწიე და მასწავლებელს ვკითხე, სად იყო-მეთქი? აი, იმ ბავშვმა აიღო, თამაშობდა და სახლში გაჰყვაო. სად იყო და სად არა, უნდა მეცემა ეს ბავშვი, მაგრამ შემაჩერეს. წავედი სახლში ბედნიერი და გახარებული.



ღიმილის ფასი
ღიმილი ადამიანს ძალიან ამშვენებს. რაც არ უნდა ლამაზი იყო, უფრო ლამაზი გამოჩნდება, რომ გაიღიმებს. შევადაროთ ახლა მომცინარი და ნაღვლიანი ადამიანი. ნაღვლიანი ადამიანი სულ მოწყენილია, წარბებშეკრული, არაფერზე ეღიმება და ეშმაკს ჰგავს. მომღიმარი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია, როცა იღიმება, უხარია და კარგ განწყობაზეა. ზოგიც კი ასეთია: არაფერი სასაცილო არ არის, მაინც სიცილისგან იგუდება. მაგალითად, მე ერთხელ მაღლა ვიყურებოდი და ირაკლი სიცილისგან კვდებოდა. ვერ გამიგია, აქ რა არის სასაცილო, ასეთი ჩვევა შეიძლება მრავალ ადამიანს ჰქონდეს.




ჩემს ძამიკოს
ჩემო ძამიკო, ხომ გახსოვს, პატარა რომ იყავი, დედამ სახლში რომ მოგიყვანა, მაშინ ყველა იქ იყო: დეიდა, მამიდა, ბებია, ბიძა, მამა. რომ მოგიყვანეს, ძალიან ვინერვიულე, დედას ეჭირე, მეც მინდოდა დედასთან, ამიტომაც წავედი ფეხსაცმლის მოსატანად. ყველას ეგონა, რომ მამაჩემთან წავიდოდი და ვითამაშებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ფეხსაცმელი მოვიტანე, დედამ იფიქრა ალბათ, ჩაცმა უნდაო და მითხრა: მოდიო. მეც მოგიახლოვდი და ფეხსაცმელი თავში ჩაგარტყი. შენ კი ტირილი დაიწყე. ხომ მაპატიებ? მეგონა, რომ დედა მარტო შენი იყო და ამიტომაც გავაკეთე ეს. შენი მოშორება მინდოდა, მაგრამ რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ დედა ორივესი ყოფილა. შენ კი გაიძახი: დედა ჩემია, მამა შენიო! ბებო ახლა დარდობს, მაგ დროს რატომ არ წაგიყვანე და არ გათამაშეო. დედას განა ახლაც დაგითმობ!




კეთილი ოჯახი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კაცი, მოხუცი. მას ჰყავდა ერთი შვილი და ცოლი. ეს შვილი რომ გაიზარდა, კარგი ვაჟკაცი დადგა, ოჯახს ეხმარებოდა. მშობლები სულ ლოცულობდნენ, ღმერთს ევედრებოდნენ, ოღონდ მეორე შვილი გაგვიჩინე და შენ როგორც გსურს, ისე მოვუვლითო. დღეში მარტო ერთხელ შევჭამთ მე და ჩემი ქმარი კარაქიან პურსო და აი, მოხდა ეს საწაული და ოჯახს შვილი შეეძინა. მშობლებმა ღმერთს დიდი მადლობა გადაუხადეს. ეს შვილი გაიზარდა, დადგა ვაჟკაცი 18-19 წლის, მივიდა მამასთან და უთხრა, რაც მე მეკუთვნის, ჩქარა მომეცი, თორემ ორმოში დაგამწყვდევ და სიკვდილამდე იქ იქნებიო. გაიგონა თუ არა ბიჭის ხმა, დედამ მაშინვე შვილი ოთახში შეიყვანა და დაარიგა: შვილო, ეს ხომ შენი მშობელი მამაა, მამას როგორ გაუბედე ასე საუბარი! ვაჟმა უპასუხა: აღარ მინდა თქვენი გაზრდა, უკვე დიდი ვარ, უნდა წავიდე და ბედი ვნახო, შემდეგ ლამაზ გოგონას გავიცნობ, თუ მომეწონება, ცოლად შევირთავ და ბედნიერად ვიქნებიო. დედამ ისევ შეახსენა, წადი ახლავე მამაშენთან და ბოდიში მოუხადეო. მაშინ ბიჭი წავიდა მამასთან და ბოდიში მოუხადა. მამამ შვილი გულში ჩაიკრა და შერიგდნენ.
ბიჭმა კი საცოლე იპოვა, დიდი ქორწილი გადაიხადეს და ამის შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ.

გიორგი ქათამაძე - 2009 წელი

შემთხვევა ტყეში
ერთხელ როცა ტყეში ვიყავი, დავიკარგე. შემეშინდა, იქიდან რომ გავსულიყავი, ერთი ჯოხით მიწაზე ხაზებით ეს ადგილი მოვნიშნე, რომ მინდოდა იმ ხაზის მეშვეობით იმ მხარეს წავსულიყავი, საიდანაც მოვედი. იცით, ამ ტყეში საიდან აღმოვჩნდი? ერთი ცოფიანი ძაღლი გამომეკიდა, უნდოდა ჩემთვის ეკბინა, მაგრამ მე გავიქეცი. ის ძაღლი სხვა მხარეს გაიქცა. ძალიან მეშინოდა ტყის, იმიტომ რომ ტყეში ბევრი ცხოველი იყო: დათვი, ტურა, მგელი, მელია. ერთს იქვე ბუნაგი ჰქონდა. თურმე იმ ადგილში, სადაც ბუნაგი იყო, დედა მგელს შვილები ორი კვირის წინ მიეტოვებინა. პატარა მგლის ლეკვები კი ერთი თვისანი იყვნენ. როცა ტყიდან გასვლას ვცდილობდი და იმ ადგილს მოვშორდი, მგლის ლეკვებიც გამომყვნენ. პურის ნატეხი მქონდა, ორივეს გავუყავი და ვაჭამე, ისინიც იქ დარჩნენ, მე კი რამდენიმე წუთში ტყიდან გამოვედი და ისევ ბებიაჩემთან მივედი. მან არც კი იცოდა, რომ ტყეში დავიკარგე. ეს ამბავი მერე მოვუყევი. ამის შემდეგ ტყე არ მინახავს და აღარც ძაღლი გამომკიდებია.
კიდევ რა შეიძლება გამოიგონოს ადამიანმა
ადამიანმა შეიძლება მოიგონოს ისეთი სახლები, რომელთაც ვერაფერი დაანგრევს, ვერც ბომბი, ვერც ზარბაზანი. ეს სახლები ადამიანებს ომის დროს დაიცავს, ისინი მათ თავს შეაფარებენ, თუ სახლები ვერცერთი იარაღით ვერ დაინგრევა და ადამიანებიც დაცულნი იქნებიან, მაშინ მტრები უკან დაიხევენ და ჩვენსკენ არასოდეს გაიხედავენ, სულ თავიანთ ქვეყანაში იქნებიან, ომს თავს დაანებებენ. იფიქრებენ, რომ ის ხალხი, რომლებმაც ასეთი სახლები ააგეს, დაუმარცხებელია.
რას ფიქრობს წვიმა
“დავიღალე ამდენი ტრიალით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოვიარე. იმდენი ვიწკაპუნე, რომ უკვე სათვალავი ამერია, ონკანის წყალი ვარ, მაგრამ წვიმას მეძახიან, იმიტომ, რომ მზე ორთქლად მაქცევს, მერე ღრუბლად ვიქცევი და მსოფლიოს რამდენ ქვეყანაში ვმოგზაურობ, ვინ იცის! ყველა მდინარე და ოკეანე ვიცი, იმიტომ, რომ ოკეანეებში ჩავედინები. აი, ჩემი ხანგრძლივი მოგზაურობის ამბავი.”
ახალი წლის შესახვედრად
როცა ახალი წელი მოდის, ყველა ემზადება მასთან შესახვედრად. მაგალითად, ჩემი ოჯახი სულ მხიარულად ხვდება მას. დედა სადილს და ნამცხვრებს აკეთებს, ბებო სოფლიდან მოდის, რომ ახალი წლის შემდეგ სოფელში წამიყვანოს, თუ რამეში დავჭირდი, დავეხმარო, მე და მამა ათასნაირ ასაფეთქებლებს ერთად ვყიდულობთ. ჩემი და თავის მეგობრებთან თამაშობს, დედა ნაძვის ხეს რთავს, მამა ხილეულს ყიდულობს, მე და დალი ბებო სახლს ვალაგებთ და მარიც გვეხმარება, მე კი მეორე დღეს, სკოლაში კარგად რომ ვისწავლო, ბევრს ვმეცადინეობ და რაც დავალება მაქვს, ყურადღებით ვწერ. ბევრ წიგნს ვკითხულობ, ყოველდღე ძალიან, ძალიან ბევრს ვხატავ.ველოდები, როდის მოვა მხიარული ახალი წელი, წინა წელი თაგვის წელი იყო, იმის წინ _ ღორის წელი, ნეტავ ამ წელს რისი წელი იქნება?
ჩემი მასწავლებელი
ჩემი მასწავლებელი არის ძალიან კეთილი, ჭკვიანი, მოსაზრებული, გულკეთილი, ყველაფრის მცოდნე, მონდომებული, ზრდილობიანი, არც თუ ისე მკაცრი, ბავშვებთან გულთბილი, ჩვენ სულ კარგად გვიხსნის გაკვეთილს და ძალიან კარგად გვამახსოვრდება, ჩვენ ძალიან გვიყვარს მანანა მასწავლებელი. რამე რომ დაგვავიწყდეს, მკაცრად არ გვექცევა, გაკვეთილზე სულ იღიმის და ყველაფერს ძალიან კარგად და ადვილად გვაგებინებს.
პეპელა
მე პეპელა ვარ, რომელიც სამ დღეს ცოცხლობს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ სამ დღეს მაინც ვცოცხლობ. ვცდილობ ამ სამი დღის განმავლობაში არაფერი დამემართოს, მინდა მთელი მსოფლიო შემოვიფრინო, ჭუპრიდან ვიბადები, და ყვავილის ნექტარს ვჭამ, მიყვარს მარტო ფრენა. მე ამ სამი დღის განმავლობაში ხან სად ვიძინებ და ხან სად. პეპლებს ბევრი მტერი გვყავს, ზოგი ბოროტი ადამიანი გვიჭერს და გვკლავს, პეპლებს ფუტკრები ძალიან შეგვძულდა, ყველგან გვასწრებენ ყვავილის ნექტრის ჭამას და ადამიანებიც, რომლებიც ყვავილებს კრეფენ და საჭმელს არ გვიტოვებენ. ამიტომ ზოგი ჩვენგანი ერთ ან ორ დღეს ცოცხლობს. პეპლები ძალიან ცოტანი ვართ.
დაკარგული ნივთი
ერთხელ ჩემი საყვარელი კაცუნა სათამაშოები დავკარგე. ძალიან გავნერვიულდი, როცა ვერსად ვიპოვე, თუმცა მთელი სახლი გადავატრიალე. შევწუხდი, ერთი მაინც ვიპოვო-მეთქი, და ისევ ძებნას შევუდექი. ერთი კაცუნა ვიპოვე. ეს ვიფიქრე: ერთი თუ არის, დანარჩენებიც ახლომახლო იქნებიან-მეთქი და ძებნა განვაგრძე. საწოლის ქვეშ ხელი დავინახე, რომელიც ჩემი კაცუნას ხელს ძალიან ჰგავდა. გამოვწიე და ჩემი კაცუნა ყოფილა! მაგრამ მაინც მოწყენილი ვიყავი, იმიტომ რომ სულ ექვსი ცალი იყო. ვიფიქრე, მშობლებს რა უნდა ვუთხრა, როცა გაიგებენ, კაცუნები რომ დავკარე-მეთქი. რამდენიმე ხანში დანარჩენებიც ვიპოვე, ძალიან გამეხარდა და ისინი თავიანთ სათამაშო მანქანებში ჩავსვი.
ერთხელ პატარა სათამაშო დინოზავრი დავკარგე, რომელიც ძალიან მიყვარდა. ბავშვობიდან ვთამაშობდი იმით და თითქმის ორი თვე ვეძებდი, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვე. ბოლოს კინაღამ ტირილი დავიწყე, გული მომიკვდა, ვერსად რომ ვერ ვნახე და იმედიც ამომეწურა. ერთი კვირის შემდეგ საერთოდ აღარ მახსოვდა. ერთხელ გამახსენდა, რომ ერთ ადგილას არ მომიძებნია და იმ ადგილისკენ გავეშურე. მართლაც, იქ დამხვდა ჩემი პატარა სამრქიანი დინოზავრი, რომელსაც დღემდე ვინახავ.
ჩემს დაიკოს
ჩემო დაიკო, გთხოვ მაპატიო, სამი წლის რომ იყავი, შენი კვერცხი გავტეხე, არ ვიცოდი კრუხის დადებული კვერცხი თუ იყო და წიწილის გამოსაჩეკად გინდოდა, ლაყე მეგონა და ნაგავში გადავაგდე. ის კი იქ გატყდა. მაპატიე, ბოდიში, ვნანობ, რომ შენი კრუხისთვის უნდა დაგედო იმ საღამოს, არ ვიცოდი, კრუხს რომ სამ კვირაში უნდა გამოეჩეკა პატარა წიწილა, შენ კი მითხარი, არა უშავს, გიოო! მაგრამ მაინც ვწუხდი, რომ ის შენი ყველაზე ლამაზი კვერცხი იყო. ეს მოხდა სოფელში. ვიცი მეტყვი, არა უშავს, არაფერიაო. იმ დღეს ბევრი კვერცხი დადეს ქათმებმა და კიდევ კარგი, სხვა კვერცხი მოგეწონა!
დედას!
დედა, გილოცავ დედის დღეს, სულ ჯანმრთელად, ბედნიერად, მხნედ და ყოჩაღად იყავი! ნუ მოიწყენ. დედა, ძალიან მიყვარხარ. დაგეხმარები ყველაფერში. ყველამ იცოდეს, რომ გავიზრდები, ვიქნები დედ-მამის პატრონი და მათზე მზრუნველი. დედას შვილზე მეტად არავინ უყვარს, დედა შვილს იმისათვის კი არ ზრდის, რომ ის გალოთდეს, მკვლელი გამოვიდეს, არამედ იმისათვის, რომ მან დედას მოუაროს, გაახაროს, შეინახოს და დედამ თქვას: “აი, შვილი ამას ჰქვია!” დედა, კიდევ გილოცავ დედის დღეს, 3 მარტს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
შენი გიორგი
ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ
ჩვენ ქართველები ვართ და ქართულად ვლაპარაკობთ. ზოგი ქართველი ქართულად კარგად ვერ ლაპარაკობს, ამიტომ ჩვენი ენა მახინჯდება. როცა ზოგი ქართველი რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად და სხვა ბევრ ენაზე ლაპარაკობს. ზოგს ეს იმიტომ ემართება, რომ საზღვარგარეთ რამდენიმე წელი ცხოვრობს და ქართული არც თუ ისე კარგად ახსოვს. ვინმეს რომ შეხვდეს და უთხრას, “ვოთ იზორ ნეიმო,” იმან რა უპასუხოს, თუ ქართულის მეტი ენა არ იცის, როგორ მოისაზროს, რომ ის ეუბნება, რა გქვიაო და თავისი სახელი უთხრას. ეს შაჰ-აბასის ბრალიცაა, მან საქართველოდან ბევრი ქართველი წაიყვანა ფერეიდანში და გაათათრა. ქართველები დღესაც არიან ფერეიდანში, ვინც იქიდან წამოსვლა შეძლო, ქართულად ლაპარაკი უჭირს. თითქმის მთელი საქართველო სხვა ენაზე ლაპარაკობს, ერთი ადამიანი არ იქნება ისეთი, რომ სხვა ენაზე ერთი სიტყვა არა თქვას. სჯობს, ქართველები ჩვენს ენას გავუფრთხილდეთ, სანამ სულ არ დაგვავიწყდა მშობლიური ენა, რომელსაც ქართული ჰქვია, თაობიდან თაობას გადაეცემა და გრძელდება.
 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .