ეს მე ვარ
ეს მე ვარ, რომა, მე მიყვარს თამაში, გართობა. ძალიან კეთილი ვარ, თუ ვინმეს რამე დასჭირდა, ვათხოვებ. მე არ მიყვარს, როცა ვინმე ჩხუბობს. არ მიყვარს სკოლის გაცდენა, იმიტომ რომ სახლში არაფერს არ ვაკეთებ. მიყვარს ჩემი მასწავლებლები, განსაკუთრებით მანანა მასწავლებელი.
ჩემი დედიკო
ჩემი დედიკო ლამაზი და კეთილია, მე მიფრთხილდება. ჩემი დედიკო მშრომელია, ყველაფერს აკეთებს, სახლს ალაგებს. ასე მუშაობს ყოველდღე, მე სკოლაში მატარებს და ასე ცდილობს, მასიამოვნოს. მე ძალიან მიყვარს ჩემი დედიკო. მინდა, რომ სულ კარგ ხასიათზე იყოს და ბედნიერად გრძნობდეს თავს.
როგორი უნდა იყოს ადამიანი
ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი და მოხერეხებული, უნდა იცოდეს ყველაფერი. ადამიანი უნდა დარდობდეს თავის ოჯახზე, უნდა მუშაობდეს, ფულს უნდა იღებდეს და იმ აღებული ფულით ყიდულობდეს, რაც ოჯახს სჭირდება. მე ასეთი კაცი ვიქნები, ჩემს ახლობლებს არაფერს მოვაკლებ.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
ყველაზე ლამაზო პლანეტავ, გილოცავ იუბილეს! შენ რომ არ ყოფილიყავი, ჩვენ სახლები არ გვექნებოდა. გისურვებ კარგად ყოფნას, სიმდიდრეს. შენ რომ არ ყოფილიყავი, მზეც არ გამოჩნდებოდა ცის კამარაზე. დედამიწავ, შენ ჩვენ გვიყვარხარ. დედამიწავ, შენ ძალიან ფერადი ხარ, უფრო სწორედ, ძალიან ლამაზი ხარ და გაფრთხილება გჭირდება. მე მუდამ მოგეალერსები და მოგივლი.
მალე დადგება არდადეგები
მე მიხარია არდადეგების დადგომა იმიტომ, რომ დავისვენებთ, კარგად ვიმხიარულებთ. შემდეგ გადავალთ მესამე კლასში. მე და მამიკო ჩვენი ჯიპით გავისეირნებთ ზოოპარკში, საქანელებზე ვისეირნებ და მხიარულად გავატარებ დროს. იქნებ სჯობდა, სოფელში წავსულიყავი? მაგრამ სოფელი რომ არა მაქვს?
ღრუბლები
ღრუბლებიც დედამიწის განუყოფელი ნაწილია, ისიც ბუნებასთან ერთად არის შექმნილი ღმერთის მიერ. მე პირადად არ მიყვარს ღრუბლები და ღრუბლიანი ამინდი, იმიტომ, რომ მათ ხშირად წვიმა და უამინდობა მოჰყვება. ცუდია, როცა ღრუბლები ეფარება მზეს და მზის სხივები ვეღარ ათბობს დედამიწას. მე მინდა, რომ უღრუბლო ცა მქონდეს ცხოვრებაში.
სიხარულის ცრემლები
სიხარულის ცრემლები ეს ისეთი ცრემლებია, როდესაც ადამიანს სიხარულისაგან და ბედნიერებისგან მოსდის თვალებიდან ცრემლები. დაბადების დღეზე როცა მამიკო საჩუქრებს მყიდულობს, აი, მაშინ მომდის სიხარულის ცრემლები. მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღეები უამრავი იყოს.
მადლი ჰქენი...
არსებობს ცნობილი ანდაზა: "მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაივლი და წინ დაგხვდება". ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ყოველთვის სიკეთე უნდა თესოს თავისი ცხოვრების მანძილზე და ეს სიკეთე მას აუცილებლად წინ დახვდება და დაუბრუნდება.
მე მინდა, რომ ამქვეყნად სახელი დავიმკვიდრო, როგორც კეთილმა ადამიანმა. ყოველთვის დავეხმარები გაჭირვებულებს, უმწეოებს და ვიქნები ბედნიერი.
ჩვენი ეზო
მე ეზოში რომ ჩავდივარ, ვთამაშობ. ამ დღეებში ხშირად ჩავდივარ ეზოში, იმიტომ რომ ჩვენთან სტადიონს აკეთებენ და ახალ ამბებს ვიგებ. ეზოში ცუდი ბავშვებიც არიან. ერთი წინადადება მითხრა ჩემმა ბებომ, რომ თუ ცუდ ბავშვებთან ითამაშებ, შენც ცუდი გახდებიო. მე კიდევ ბებოს ნათქვამი გავითვალისწინე. ჩვენთან ეზოში ზოგი ცუდი ბავშვია. ეზო იმისთვისაა, რომ როცა გაკვეთილებს დაამზადებ, მაშინ ჩახვიდე და ცოტა დაისვენო. ეზო მართლაც კარგია, მინდორში ბალახი ამოდის, იკოტრიალებ, ითამაშებ და კარგადაც გაერთობი.
გაზაფხულია, გაზაფხული!
გაზაფხული არის მწვანე. პეპლები დაფრინავენ., მინდორი ყვავილებით მორთულია. ხეებზე ფოთლები შეუმჩნევლად იზრდებიან, მოფრინავენ მერცხლები, შოშიები, წეროები. მე ძალიან მიყვარს გაზაფხული. გაზაფხულზე იწყება არდადეგებიც. ყველა ისვენებს და ერთობა.
გაზაფხულს წელიწადის ვერცერთი დრო ვერ შეედრება, იმიტომ რომ ბუნება საოცრად მშვენიერია და სიცოცხლეს ხალისი ემატება.
0 comments:
Post a Comment