Thursday, March 18, 2010

მარიამ ქურხაშვილი - 2008 წელი

ეს მე ვარ
მე ვარ მარიამ ქურხაშვილი, - მეორე კლასის მოსწავლე. ჩემთან სწავლობენ კარგი ბავშვები. მე ძალიან მიყვარს კეთილი ადამიანები, იმიტომ რომ მეც კეთილი ვარ. ვცდილობ დავეხმარო ჩემს მეგობრებს, როცა ჩემი თავი დასჭირდებათ. ჩემგან ბოროტება შორს არის. ჩვენი მასწავლებელი იმას გვასწავლის, რომ ვიყოთ კეთილები. მინდა კარგად ვისწავლო, სანიმუშო ადამიანი ვიყო, ისეთი, როგორიც ჩემს ოჯახს სურს. ჩემი სურვილია, ვიყო ყველასათვის საამაყო.
გაზაფხულია, გაზაფხული!
გაზაფხული არის ლამაზი, თავმომწონე, მხიარული, გაღვიძებული, ენერგიული, ჩუმი, ისეთი, რომ ვერავინ გაიგებს მის მოსვლას. მშვიდია და კოპწია. გაზაფხული ყველას უყვარს. გაზაფხულზე ყვავილები, პეპლები, მწერები იღიმებიან და თავს იწონებენ. გაზაფხულის მოსვლა ყველას უხარია, იმიტომ რომ მშვენიერი და ღვთიურია. მინდა, რომ სულ გაზაფხული იყოს და ყვაოდეს ბუნება.

ღამის ზღაპარი
მე ერთხელ ასეთი სიზმარი დამესიზმრა: ეზოში ვთამაშობდი. რომ დაბნელდა, მომეჩვენა, რომ ძაღლების ხროვა შემომესია. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რა უნდა მექნა, მაგრამ გამახსენდა, რომ არ უნდა გავქცეულიყავი და დიდი ჯოხი მოვუქნიე. ერთი ძაღლი უშიშრად გადმოხტა, უნდოდა, შევეჭამე. დრო ვიხელთე, ზურგზე შევახტი, ქვა ავიღე და პირდაპირ თავში ჩავარტყი. მერე მეორეც გადმოხტა და ამასობაში მამა მომეშველა. შეშინებულმა ძაღლებმა უკან გასწიეს. მე მამას ჩავეხუტე. ამასობაში გამეღვიძა კიდეც.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს! მე ძალიან მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, მინდა გითხრა, რომ კარგი ამინდები იყოს, რომ არ შეწუხდე. ყოველთვის გიცავდით და დაგიცავთ მწუხარებისგან. ლამაზი ხარ წყაროსავით. შენს მიწაზე ახალგაზრდები ცხოვრობენ და მოხუცებიც. ამას შენც ხედავ. ღმერთი გფარავდეს, რომ გვივლი და გვასაზრდოებ!
წკაპ-წკუპ...
მე ძალიან, ძალიან არ მიყვარს წვიმა, პირველად იმიტომ, რომ სოფლის გზები ატალახდება და მეორე - რუსთავშიც ძალიან დიდი გუბეები დგება ხოლმე და ულამაზოა. მთელი დღე და ღამე წვიმს. აგერ უკვე მერამდენე დღეა, რაც წვიმს, ერთი წამიც კი არ გაჩერებულა და ამიტომ არ მიყვარს წვიმა. ცუდი ამინდები დგება ხოლმე, მე ერთი სული მაქვს, როდის გამოიდარებს და გაზაფხული როდის მოვა.
ჩემი მეგობარი
ჩემი მეგობარი არის კეთილი, ლამაზი, მამაცი, გაბედული, ზრდილობიანი, ძალიან გულკეთილი, მზრუნველი, დედა აქ არ ჰყავს, მამა ახლა ჩამოუვიდა უცხოეთიდან. მე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ყველაზე კარგი სოფო გოშაძეა. ის ჩემი პარალელური კლასელია. მას პატარა ძმა ჰყავს, რომელიც ირაკლისთანაც მეგობრობს და ჩემთანაც. გიგა და სოფო ყველას ეხმარებიან. სოფიკო კი, სადაც წავალ, თან დამყვება. რასაც ვთხოვ, ყველაფერს მჩუქნის, მაგრამ მე არაფერს ვთხოვ, ისედაც ბევრი რამ მაქვს. მე რაც მაქვს, შეიძლება მას არ ჰქონდეს, ამ შემთხვევაში მე ვაჩუქებ ჩემს მეგობარს, რაც მოეწონება.
მალე დადგება არდადეგები
მე ძალიან მინდა, რომ მალე დადგეს არდადეგები, იმიტომ, რომ სტუმრად ვარ დაპატიჟებული. მინდა რომ წავიდე სურამში. ამ ზამთარს ბაკურიანიდან მამამ სურამში წაგვიყვანა მე, დედა, იკა, ბებო, ბიძა, ჩემი ძმის ნათლიაც და მისი ცოლიც, სადაც კარგი დასასვენებელი ადგილია. ერთი სული მაქვს, როდის დადგება არდადეგები. მე მგონია, მაისის ბოლოს დაგვითხოვენ სკოლიდან. ნეტავი ეს სურვილი ახდეს და მალე დადგეს არდადეგები. ეს სურვილი ჩემთვის დიდი პატივია. მინდა ლონდონში წასვლაც და ნეტავ როდის ამიხდება ეს სურვილი?
ჩვენი ეზო
ჩვენი ეზო არის ლამაზი. თბილისში ბებოსთან რომ ჩავდივართ, იქ ვთამაშობთ მე და ჩემი დეიდაშვილები, ხან დახუჭობანას, ხანაც დაჭერობანას. ეზოში ვსეირნობთ, მეზობლებთანაც გადავდივართ, როცა გვინდა. ჰოდა, ამიტომაც გვიყვარს ეზო. ეზოში ბევრი ბავშვია. ასეთია ჩვენი ეზო. ბებოს დიდი ეზო აქვს. ბიძაჩემი ოცდაათ ნაყინს გვყიდულობს, ხან მაგაზე მეტს, ხანაც - ნაკლებს. ჩვენ კარგი ბიძა და ბებო გვყავს.
ღრუბლები
ბუნებაში ყველაფერი მშვენიერია. ყველა პერიოდს თავისებური სილამაზე აქვს. ღრუბლები შემოდგომაზე უფრო მრავლადაა ცაზე. ღრუბლები შეიძლება იყოს შავიც და ცისფერიც. შავ ღრუბლებს ყოველთვის მოჰყვება წვიმა და ქუხილი, ცა შეუხედავი და ჩამობურული ხდება, გარეთ გამოსვლა და თამაში არ გვინდება, ფანჯარასთან ვდგავარ და იქიდან ვუყურებ, როგორ წვიმს. ვოცნებობ, ღრუბლები მალე გადაიყაროს და გარეთ მალე გავიდე. როდესაც ღრუბლებს ვაკვირდები, მასში ბევრ ფორმას ვხედავ, ხან ცხოველისას, ხანაც ფრინველისას. ვფიქრობ, რომ ყველაფერში შეიძლება სილამაზის დანახვა.
მადლი ჰქენი...
სიკეთე და მადლი ღმერთისგან მიღებული ჯილდოა. მე ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ჩემს ოჯახში. ვიცი, რომ ჩემი მშობლები მხოლოდ სიკეთეს აკეთებენ. მეც ასე მზრდიან. დედა ხშირად მეუბნება, რომ "მადლი ჰქენი და ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო". მე სულ მაინტერესებდა, რას ნიშნავდა ეს სიტყვები. მან ამიხსნა, რომ სიკეთე ყველასთან უნდა თესო. ამას შეგნებულად უნდა აკეთებდე და არა ძალით. მე ვცდილობ, რომ კარგი გავაკეთო, ჩემს მეგობრებს დავეხმარო და გვერდში ამოვუდგე.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .