ეს მე ვარ
მე გიორგი არევაძე ვარ. ცოტა ბრაზიანი ვარ, მაგრამ ისე ძალიან არ ვბრაზდები. არ მიყვარს უხერხემლო მწერები. მიყვარს ცხოველები, ჩიტები. მიყვარს ადრე გაღვიძება და ადრე დაძინება. მიყვარს გემრიელად ჭამა და შოკოლადები. ჩემთვის სულ ერთია, რომელი შოკოლადი იქნება, მთავარია შოკოლადი იყოს. მიყვარს გაზიანი ლიმონათი და წითელი ღვინო. მიყვარს სათამაშოებით თამაში. ასევე მიყვარს წიგნების კითხვა და ხატვა.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, შენ რომ არა, ვერც ვიცხოვრებდით, არც ჰაერი გვექნებოდა და არც საკვები, არც წყალი და არც ბუნება. დიდი მადლობა, რომ ამდენი რაღაც გააკეთე ჩვენთვის. დიდი მადლობა, რომ ამდენი გაგვაჩინე. ასეთი ლამაზი, ამაღლებული და ღვთიური რომ ხარ, გული მიკვდება. ჩვენ გვიცავ და ჩვენზე ზრუნავ, არავის არ აქვს უფლება, რომ შენზე ცუდი რამ გაივლოს გულში და ასე თქვას: რისთვის გვივლენ ამდენ გაჭირვებასო. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ. გილოცავ შენს იუბილეს.
ჩემი მეგობარი
მეგობარი უნდა იყოს კეთილი, გულთბილი და ყველას უნდა ეხმარებოდეს, თუ ცუდ სიტყვებს ამბობს, ქურდობს და სხვებს დასცინის, მაშინ ის მეგობარი არ არის. ჩემი მეგობარი არის ძალიან მოსიყვარულე და არც არავის დასცინის. სხვებსაც ეხმარება. ჩემი მეგობრები არიან ძალიან კეთილები. მეგობარი ისაა, ვინც გაჭირვების დროს დაგეხმარება და შენს გვერდით იქნება. ჩემი მეგობარი დათა კი ნამდვილად ასეთია.
ჩემი დედიკო
მე დედაჩემი ძალიან მიყვარს, არ მიბრაზდება და რასაც ვეტყვი, ყველაფერს მისრულებს, ყველაფერს მიყიდის ხოლმე. ყურადღებიანია და წყნარი, მოსიყვარულე და თბილი. არ ჩხუბობს და არ ბრაზდება, ექიმია და თუ ცუდად გავხდი, მომარჩენს. ყოველთვის მიშლის შოკოლადის ჭამას. მარტო შოკოლადის ჭამას მიშლის, მეტს არაფერს. უნდა, რომ ჯანმრთელი და ღონიერი ვიყო.
შეცდომა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
ერთხელ დაუკითხავად ავიღე კანფეტების ერთი ყუთი, შევჭამე და მერე ცუდად გავხდი. თავი რომ მოვირჩინე, ერთი თვის შემდეგ დედამ ეზოში გამიშვა, მე კი შორს წავედი კალიების დასაჭერად ჩემს მეგობარ საშასთან ერთად, ბევრი დავიჭირეთ. თურმე მამა მეძებდა, ვერ მიპოვა. შეშინებული გავიქეცი სახლში, დედა ცუდად იყო. ჩემი საქციელის გამო მეჩხუბნენ. აი, ამას ვნანობ ძალიან.
როგორი უნდა იყოს ადამიანი
ადამიანი უნდა იყოს კეთილი, ზრდილობიანი, ჭკვიანი, ზოგი ადამიანი არის მიმდობი, ეს კი ცუდია, იმიტომ, რომ მას სხვისი აზრი ჰგონია მისაღები და საკუთარი აზრი არ გააჩნია. ზოგი ადამიანი არის ბოროტი, ზოგი კეთილი. ადამიანი არ უნდა იყოს გამცემი, არც ბოროტი, არც მატყუარა და არც სისულელეების გამკეთებელი. მოკლედ, ადამიანი უნდა იყოს კეთილი და ყველა ტკბილად მოიხსენებს.
ღამის ზღაპარი
ღამის ზღაპარი არის სიზმარი. სიზმარიში ათასნაირი ამბავი შეიძლება გადაგხდეს თავს, შეიძლება ცუდი სიზმარი იყოს, იმიტომ რომ ანგელოზები მიდიან და ეშმაკები მოდიან. ხოლო თუ კარგი სიზმარი გესიზმრება, ე.ი. შენთან ანგელოზები მოდიან. სიზმარში შეიძლება დაგესიზმროს სამხელა კაცი, ტყე, მინდორი, ყვავილები, სოფელი, ურჩხული და კიდევ ათასი რამ, სიზმარი ან არის კარგი, ან ცუდი. მე ხშირად მესიზმრებიან ჩემი ახლობლები, მეგობრები და ამიტომ ტკბილად მძინავს.
წკაპ-წკუპ...
წვიმავ, შენ რომ მოდიხარ, სულ გამოვრბივარ ეზოში. დედ-მამა ვერ ხვდება, როგორ ვიპარები, ხანდახან ამჩნევენ ხოლმე. ხშირად მიწევს სახლში ამოსვლა და ძალიან მწყინს. შენ რომ ამბობ "წკაპ-წკუპ", - ეტყობა, ეს საუბრის ნიშანია. ზოგს არ უყვარს წვიმა, ზოგს უყვარს, ზოგსაც საერთოდ ეზიზღება. ვისაც წვიმა უყვარს, კარგია, ვისაც არა, - ცუდია. წვიმა არის ხანდახან თბილი, ხან ცივი. ის ჰაერს გვისუფთავებს, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
ფოთლები შეიძლება ჩურჩულებდნენ ათასნაირ რამეზე: ხან გაზაფხულის მოსვლას ამცნობენ ერთმანეთს, ხანაც სიხარულს უზიარებენ. შემოდგომის ფოთლები მეჩურჩულებიან სევდიანად, თუ როგორ ვსწავლობ, რას ვაკეთებ, რა მინდა გამოვიდე, რა მიყვარს ყველაზე ძალიან და რას ვკითხულობ. ზოგ კითხვაზე პასუხს ვერ ვცემ. ზამთარში ძალიან მეცოდებიან, ხიდან რომ ფარფატით ეშვებიან. ისინი საუბრობენ იმაზე, რომ მათ წყვეტენ და ფეხით სრესენ, სურთ, რომ მალე მოვიდეს მწვანე გაზაფხული.
ოცი წლის შემდეგ
მე დავამთავრე კოლეჯი, უკვე დიდი ვარ, ვაკეთებ ყველანაირ საქმეს. ახლა ვაპირებ სამუშაო ვიშოვო, რადგან კარგად ვერკვევი სახვით ხელოვნებაში. ხანდახან ვფიქრობ, ცოლი ხომ არ მოვიყვანო-მეთქი. ბავშვობაში მიყვარდა ხეებზე ცოცვა და ველოსიპედით სეირნობა, კიდევ სპაიდერმენები. წიგნების კითხვაც მიყვარდა, თამაშიც მიყვარდა და რებუსებიც. ახლა კი უკვე დროა, მყავდეს ცოლი, შვილი და მქონდეს სამსახური, მე ხომ საცაა, 28 წელი შემისრულდება.
0 comments:
Post a Comment