Sunday, March 21, 2010

ნინო უსენაშვილი - 2008 წელი

ეს მე ვარ
მე დილით ადრე ვდგები და დილის გამამხნევებელ ვარჯიშს ვასრულებ, ხელ-პირს ვიბან, ვსაუზმობ და შემდეგ სკოლაში მივდივარ. სკოლიდან რომ ვბრუნდები, ვსადილობ, ვისვენებ. შემდეგ ვსწავლობ გაკვეთილებს. საღამოს ჩავდივარ ეზოში. მიყვარს კითხვა, თამაში, მყავს მეგობრები, ყველას ვუყვარვარ, რადგან მეც ყველა მიყვარს.
აი, ასეთი ვარ მე.
როგორი უნდა იყოს ადამიანი
ადამიანი უნდა იყოს კეთილი, მზრუნველი, სხვას უნდა ეხმარებოდეს, სხვისი დარდი უნდა აწუხებდეს, უნდა იყოს ჭკვიანი, მოხერხებული, გამბედავი, ზრდილობიანი, ნიჭიერი, თავისი საქმის მოყვარული, უყვარდეს სამშობლო, იყოს მარდი, ბეჯითი, მორწმუნე, თესოს სიკეთე და იყოს თავმდაბალი. თუკი ასეთი იქნება, ღმერთს უფრო ეყვარება.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
ჩემო ლამაზო დედამიწავ, გილოცავ იუბილეს. შენ ყველაზე ლამაზი და მშვენიერი პლანეტა ხარ. ბუნება სავსეა ფრინველებითა და ცხოველებით, ყოველ იუბილეზე დამშვენებულიყავი. შენ ყველას უყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ, ყველას, მოზრდილებსა თუ პატარებს სიცოცხლეს ჩუქნი, სილამაზით ატკბობ, სურნელებას აფრქვევ. ყოველთვის მოგეფერები და გაგიფრთხილდები.
წკაპ-წკუპ...
- გამარჯობა, შხაპუნა წვიმავ, როგორ ხარ? იცი, მე ძალიან მომწონს შენი სიმღერა! მითხარი, როგორ ხარ? კარგად? ძალიან გვიყვარხარ. მოდი, ვიმღეროთ: "წკაპ-წკუპ". შენ ძალიან მხიარული ხარ! თანაც სასარგებლო, ხეებს რწყავ, ცხოველებსა და ფრინველებს წყურვილს უკლავ, შენ ყველას ყველას უყვარხარ!
ოცი წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ ჩავაბარებ სამედიცინოზე, შემდეგ დავამთავრებ უნივერსიტეტს და დავიწყებ მუშაობას. ვიყიდი სახლს, შემდეგ გავარემონტებ და მოვაწყობ, შევიძენ მანქანას, კიდევ მექნება პატარა აფთიაქი, რომელსაც დავარქმევ "იას". მე ბავშვობაში მინდოდა მქონოდა ნატვრისთვალი და ოცნებაც ამიხდა: ნატვრისთვალი გარჯა და შრომაა.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
- არ მომწყვიტო, მე პატარა ფოთოლი ვარ!
- უი, გამარჯობა, ფოთოლო, როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ?
- მეც კარგად! ძალიან მომწონს თქვენი სიმღერა.
- მართლა? ძალიან მიხარია, რომ შენ ჩვენი სიმღერა მოგწონს! იცი, ჩვენ ძალიან გვწყინს, რომ ადამიანები მოდიან და გვწყვეტენ, იცი, როგორ გვტკივა? მაგრამ ის კი მოგვწონს, როცა წყალს გვისხამენ, ჩვენც გვიხარია, რომ ვარსებობთ, გვიხარია სიცოცხლე, სიმღერა, ჩვენ ყველაფერი გვიხარია!
მალე დადგება არდადეგები
არდადეგები რომ დადგება, სოფელში წავალ და დავალებებს დავწერ, რასაც მასწავლებელი დაგვავალებს. საღამოს მეგობრებთან ერთად ვითამაშებ. მე ძალიან მიყვარს სოფელი, იმიტომ კი არა, რომ იქ ვისვენებ, იმიტომ რომ ფოთლები მეჩურჩულებიან, დილით ჩიტების ჭიკჭიკი მესმის. აი, რა მომწონს სოფელში.
ღრუბლები
- გამარჯობა ღრუბელო!
- გამარჯობა, ნინო!
- როგორ ხარ?
- კარგად, შენ?
- მეც კარგად ვარ.
- იცი, ჩვენ თუ ერთმანეთს შევეჯახეთ, წვიმა მოვა.
- მე ძალიან მიყვარს წვიმა. ვიცი, როცა ბაყაყები ყიყინებენ, ისინი გვამცნობენ, რომ წვიმა მოვა. ნახვამდის ღრუბელო!
- ნახვამდის, ნინო!
მადლი ჰქენი...
სიკეთე ამ ქვეყნად ყველაზე კარგი რამ არის. როცა სიკეთეს აკეთებ, ყველანი ბედნიერები არიან. სიკეთის კეთება აუცილებელია. ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ფული ყველაზე მთავარია. მაგრამ ისინი ცდებიან, - ყველაზე მთავარი ცხოვრებაში სიკეთე, სიყვარული და შრომაა. მე ასე ვთვლი და თქვენც მოგიწოდებთ, რომ მოწყალება გაიღოთ.

ჩვენი ეზო
ჩვენს ეზოში საღამოთი ყოველთვის ჟრიამულია. კარგად ვერთობით ეზოში. ვსწავლობ, რომ არ შეიძლება მეგობრის მოტყუება და დაცინვა, თან ჩვენ ეზოში ვისვენებთ და ვერთობით. ჩვენი ეზო დიდია და მხიარული. ის ძალიან გვიყვარს, ახლოს მაღაზიაცაა და იქ ჩემი ბიცოლა მუშაობს. მე ეზო ძალიან მიყვარს.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .