ეს მე ვარ
მე ვარ თორნიკე ომიაძე. ვსწავლობ ქ.რუსთავის კერძო სკოლა "მილენიუმში", IIა კლასში.მე მყავს ძმა, დედიკო და მამიკო. მე ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი, ნათესავები და მეგობრები.სკოლაში სიარული ძალიან მომწონს, რადგან იქ ჩემს ამხანაგებთან ერთად ბევრს ვთამაშობ, ვმხიარულობ და ვსწავლობ.
ძალიან მიყვარს ცეკვა, სიმღერა, ტელევიზორის ყურება, კომპიუტერისა და ფეხბურთის თამაში.ასეთი ვარ მე, ანუ ეს მე ვარ.
სიხარულის ცრემლები
ცრემლები სხვადასხვანაირი არსებობს, - სიხარულისა და მწუხარებისა. ადამიანს როცა ძალიან უხარია, შეიძლება მაშინაც წამოუვიდეს ცრემლი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან ბედნიერია. მე მინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერებისგან ტიროდეს.
ღრუბლები
ღრუბლები თეთრები არიან. ცაში რომ ვიყურები, ძალიან მომწონს მათი ცქერა. ზოგი ღრუბლიდან თოვლი მოდის, ზოგი ღრუბლიდან - წვიმა. ხანდახან ღრუბლები შავია. მე უფრო უღრუბლო ცა მიყვარს, იმიტომ, რომ მზე ანათებს და არც წვიმაა მოსალოდნელი.
გაზაფხულდა, გაზაფხულდა
გაზაფხული წელიწადის ყველაზე ლამაზი დროა. მისი მოსვლა ძალიან მიხარია. ამ დროს მზე ანათებს და თბილა. გაზაფხული ძალიან ლამაზია. ხეები ლამაზად იფურჩქნებიან. ეზოები მწვანედ ბიბინებს. მეც ძალიან მიხარია და კარგ ხასიათზე ვარ.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
გაზაფხული მოვიდა, აყვავილდა ბაღ-ვენახები. ხეებმა გამოისხეს ფოთლები. მოფრინდნენ ჩიტბატონები. ფოთლები შრიალებენ და თან მეჩურჩულებიან. მეც ვეჩურჩულები მათ. ფოთლები ჩუმად ჩურჩულებენ და გაზაფხულის მოსვლას მილოცავენ. მეც მესმის მათი და მიხარია.
ოცი წლის შემდეგ
მე ახლა პატარა ვარ. ოცი წლის შემდეგ მე გავხდები დიდი კაცი. მერე ჯარში წავალ, ვისწავლი, რამე სამსახურს ვიშოვნი და ვიმუშავებ. მე მეყოლება ოჯახი, შვილები. მინდა, რომ საქართველოში ოცი წლის შემდეგ არ იყოს გაჭირვებული ადამიანები და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს.
მე რომ მამა ვიყო
მე რომ მამა ვიყო, ჩემს შვილებს ყველა სურვილს ავუსრულებდი. წავიყვანდი ზოოპარკში, კარუსელებზე, ვუყიდდი ნაყინს, ბევრს. ცუდად რომ მოიქცეოდნენ, დავსჯიდი და მერე კარგი ადამიანები დაიზრდებოდნენ.
მალე მოვა არდადეგები
მე ძალიან მიყვარს არდადეგები. ჩქარა დადგება ზაფხული, მალე დამითხოვენ სკოლიდან. ზამთარშიც იყო არდადეგები. მე ზაფხულის არდადეგები უფრო მიყვარს, იმიტომ, რომ სოფელში მივდივარ. იქ ბევრს ვთამაშობ, ვმხიარულობ და კარგადაც ვისვენებ. შემდეგ დედიკოსთან, მამიკოსთან და ჩემს ძმასთან ერთად მივდივარ ზღვაზე, სადაც წყალში ვბანაობ. ძალიან მიყვარს წყალში ყოფნა, მერე პლაჟზე ამოვდივარ და სილაში ვთამაშობ. ასე ვატარებ ზაფხულის არდადეგებს.
ღამის ზღაპარი
ღამით როდესაც დასაძინებლად ვემზადებით, დედიკოები გვიკითხავენ ზღაპრებს ხან პრინცებზე, ხან კონკიაზე. ზოგჯერ ინდოეთში ვართ და ზოგჯერ ჩინეთში. ამის მიხედვით ჩვენ ვხედავთ სიზმარს და გვიხარია, რომ ამ ზღაპრის მონაწილენი ვართ. ასეთია ჩემი ღამის ზღაპარი.
წკაპ-წკუპ...
წვიმა მოდის. მას თავისებური ხმაური აქვს, წკაპ-წკუპ... წკაპ-წკუპ... ამით წვიმა მესაუბრება და მეც ვესაუბრები მას. მაგრამ ზოგ ადამიანს წვიმის მოსვლა არ უხარია, ზოგიც მოიწყენს ხოლმე წვიმის დროს, ზოგსაც მისი მოსვლა უხარია ისევე, როგორც მე. ასეთია წვიმის გუნება-განწყობილება და მისი წვეთების ხმაური...
0 comments:
Post a Comment