Sunday, March 21, 2010

გიორგი ქათამაძე - 2008 წელი

ეს მე ვარ
მე ასეთი ვარ: საღამოს ვწერ დავალებებს, ათ საათზე ვიძინებ და დილის შვიდ საათზე ვდგები. ძალიან მიყვარს სპორტი და მთელი დღე ვოლის სამყაროსა და კიდევ ბევრ წიგნს ვკითხულობ. ბევრს ვვარჯიშობ, ძალიან მიყვარს თამაში და ბევრი მეცადინეობაც. ყველაზე მეტად ლობიანი და ხაჭაპური მიყვარს. არც ტკბილეულზე ვამბობ უარს. ერთი სიტყვით, ვარ ძალიან მორიდებული, კეთილი და გონიერი ბიჭი!
ჩემი მეგობარი
ჩემი მეგობარი ძალიან კარგია, გულკეთილია, მამაცია, თუ რამე ვერ გავიგე, მეხმარება. იგი ძალიან ჭკვიანია, მეხმარება, თუ რამე დაგვავალა მასწავლებელმა, არაფერი ავიწყდება და ზარმაციც არ არის. ის ძალიან გამბედავია, ყველას პატივს სცემს. მეც მინდა დავეხმარო, თუკი რამე გაუჭირდა, მაგრამ უფრო მეტად ის მინდა, რომ პრობლემები არ ჰქონდეს.
როგორი უნდა იყოს ადამიანია
დამიანი უნდა იყოს ლამაზი, კეთილი, მომხიბლავი, დამჯერე, მამაცი, ძალიან კარგი, ჭკვიანი, მოხერხებული, სწრაფი, მთავარია ცუდი არ უნდა იყოს. მაგალითად, ზარმაცი და მატყუარა. ასეთ ადამიანებს ციხეში სვამენ, ციხე რომ არ გამოეგონათ, ჩვენი ქვეყანა ბოროტებით აივსებოდა. ახლა კი კარგ ადამიანებზე საუბარს დავუბრუნდეთ. ადამიანი უნდა იყოს ერთგული, მზიანი გულისა და ქველმოქმედი.
ღამის ზღაპარი
ღამის ზღაპარი სიზმარს ნიშნავს, ზოგი სიზმარი ცხადში ახდება, ზოგი კი არა, ადამიანებს ვერ გაურკვევიათ, რომელი სიზმარი უსრულდებათ სინამდვილეში, ამიტომაც აკვირდებიან სიზმარში რაც ხდება, ისე ხდება სინამდვილეშიც. ზოგს ძალიან ცუდი სიზმარი ესიზმრება, ზოგს ძალიან კარგი. ათასნაირი სიზმარი არსებობს. მე მინდა, მხოლოდ კარგ სიზმრებს ვხედავდე და ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად იყოს.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს, ანუ დაბადების დღეს! ჩვენ ძალიან გვიყვარხარ, უშენოდ ვერ ვიცოცხლებდით, უშენოდ ყველაფერი დაიღუპებოდა და აღარ იარსებებდა, სულ ბედნიერი ყოფილიყავი. ათას დაბადების დღეს გისურვებ. კიდევ დიდი მადლობა, რომ ძალიან კარგი მეგობარი ხარ. მე შენი შვილი ვარ და არასოდეს მიგატოვებ.
წკაპ-წკუპ...
წკაპ-წკუპ... წვიმს... წვიმს. ქარიშხალია, წვიმაა გაჩაღებული. - წვიმავ, წვიმავ, გადაიღე, შეწყვიტე ელვა და ქუხილი, ღრუბლებსაც უთხარი, რომ მოშორდნენ ციდან. მინდა, რომ ღრუბლები ციდან გავრეკო, მაგრამ არ შემიძლია, ღრუბლებს როგორც სურთ, ისე იქცევიან, ისინი ჩემი ბატონები არიან, - მეუბნება წვიმა.
ოცი წლის შემდეგ
ოცი წლის შემდეგ მე ისევ იქ ვიცხოვრებ, სადაც ახლა ვცხოვრობ. მინდა კბილის ექიმი ვიყო, ძალიან მინდა ჯარისკაცობაც და ისიც, რომ კარგად ვხატავდე. მინდა, რომ მედიცინაში ყველაფერი ვიცოდე და პროფესიონალი ექიმი გავხდე. ამიტომ ძალიან კარგად უნდა ვისწავლო. მინდა ყველას დავეხმარო. აი, უკვე გავიზარდე და ჩემი ოცნებები ავისრულე: ძალიან ლამაზი ცოლი მოვიყვანე, ექიმიც გამოვედი.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
მსოფლიოში ათასნაირი ხის ჯიშები არსებობს, ამიტომ ფოთლებიც ბევრია. მათ ვერ დაითვლი, იმიტომ რომ ისინი მილიონამდე არიან, ჩურჩულებენ კიდეც. შემოდგომის ძალიან ეშინიათ, ეს თვითონ ჩამჩურჩულეს ყურში და კიდევ მითხრეს ერთი რაღაცა: ვხმებით და ძირს ვვარდებითო, გაზაფხული ძალიან გვიყვარსო, იმიტომ რომ მაშინ ახლიდან ამოდიან სხვა ფოთლებიო, ყველაზე ძალიან გვძულს ჩიტებიო, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ჭიკჭიკებენ და კინაღამ დაგვაყრუესო, ჩურჩულს არ გვაცლიანო, ადამიანები კი სულ გვეფერებიანო...
მალე დადგება არდადეგები
მე არდადეგებზე სოფელში წავალ. სოფელში წასვლა იმიტომ მინდა, რომ აქ ძალიან დაცხება, იქ კი სიგრილე იქნება, კიდევ იმიტომ, რომ პატარა ბაჭიები, წიწილები და ლეკვები მეყოლება. ამიტომ მომწონს არდადეგები. ბევრს ვითამაშებ და გავერთობი. ბევრ წიგნს წავიღებ - ინგლისურის, მათემატიკის, ხელოვნების, ბუნებისა და ქართულის. ბევრს ვინადირებ, მწიფე თუთასა და ლეღვს შევჭამ. ამ ყველაფრის გამო მიყვარს სოფელი.
ჩვენი ეზო
მე სოფელში დიდი ეზო მაქვს, იქ ძალიან კარგად ვერთობი, ხან წიწილებს ვყარაულობ, ხან კურდღლებისთვის ბალახი მომაქვს. ჩვენ ბოსტნეულს ვრგავთ და ბალახსაც ვთიბავთ. ეს ხილი და ბოსტნეულია პომიდორი, გოგრა, სიმინდი, ჭარხალი, კიტრი, სტაფილო, კარტოფილი. კიდევ ეზოში ბევრი ხეა დარგული: თუთა, ტყემალი, წითელი და მწვანე ფერისა. კიდევ კომშის ხეა. იქ ბევრ კარგ რამეს ვსწავლობდა ვიგებ.

0 comments:

Post a Comment

 
Copyright თვითშემოქმედება 2009. Powered by Blogger.Designed by Ezwpthemes .
Converted To Blogger Template by Anshul .