ეს მე ვარ
მშობლებმა დავითი იმიტომ დამარქვეს, რომ დავიბადე 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. მე ვსწავლობ მეორე კლასში, ძალიან მინდა, ბევრ წარმატებას მივაღწიო ცხოვრებაში და მე ვარ დავით თავაძე, 8 წლის. ჩემმა არ შევარცხვინო ჩემი სახელი და ოჯახი. მიყვარს თამაში და გართობა, ვარ მშვიდი, არ მომწონს, ვინმე თუ შეურაცხყოფას მომაყენებს. ამას ძალიან განვიცდი.ოცი წლის შემდეგმე რომ ოცდარვა წლის ვიქნები, ცოლს მოვიყვან, შვილები მეყოლება, ვიმუშავებ, მანქანას ვიყიდი. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, სკოლაში ვატარებ. თუ ჭკვიანი ბავშვები იქნებიან, ყველაფერს შევუსრულებ, ისინიც დიდები გაიზრდებიან, უმაღლესში ჩააბარებენ, ცოლებს მოიყვანენ, შვილები ეყოლებათ, მე კი ბაბუა ვიქნები და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ. ჩემი შვილიშვილებიც დაოჯახდებიან და ასე წავა ჩვენი ოჯახის საქმე.
რას ჩურჩულებენ ფოთლები
ფოთლები რომ ლაპარაკობდნენ, მეტყოდნენ, რატომ არ გვაქვს შენნაირი ფეხები და ხელებიო, რატომ არ გვაქვს ენა, რომ გესაუბროთო, გვინდა შენთან მეგობრობაო, შენთან ერთად სკოლაში სიარულიო და შენნაირი ლაპარაკი ნეტავ შეგვეძლოსო, კიდევ გვინდა, შენნაირი დედ-მამა გვყავდესო, თქვენნაირად თავისუფალი ვიყოთ, არ გვინდა, რომ ამ ხეებს ვიყოთ მიჯაჭვული, თქვენთან ერთად მხიარულება გვწყურიაო.
მალე დადგება არდადეგები
მე იმიტომ მიხარია არდადეგები, რომ სოფელში წავალ, ვითამაშებ, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ, ცოტა ხანს იქ ვიქნები, მერე მეორე სოფელში წავალ, იქიდან კიდევ - ზღვაზე. იქ გავმხიარულდები, კარგ მეგობრებს შევიძენ, ვითამაშებ ჩემს ძმებთან და მეგობრებთან ერთად. ვიცურავებთ და მერე ისევ ჩამოვალ ნასიამოვნები ჩემს რუსთავში. აქაც გავმხიარულდები, რადგან აქ ჩემი სახლია. სკოლაში ჩემს ამხანაგებს მოვუყვები ჩემს შთაბეჭდილებებს, ისინიც მომიყვებიან და კიდევ რომ გვექნება არდადეგები, ისევ კარგად ვისვენებ.
ჩვენი ეზო
ჩვენი ეზო არის ძალიან კარგი, რაც გინდა, ყველაფერია: ხილი, ყურძენი. ეზო ძალიან მომწონს, რადგან რაც მომინდება, ყველაფერია. ფეხბურთის მოედანიც არის, კალათბურთისაც. თუ გინდა ბოსტნეულიც მიირთვი, ხილიც. ყველგან სისუფთავეა, სადაც გინდა იარე. მე ვუფრთხილდები ჩემს ეზოს, რომ იყოს მუდამ სუფთა და მშვენიერი.
ღრუბლები
ულამაზესია მოწმენდილ ცაზე გაშლილი ქათქათა ღრუბლები. თვალებს რომ დავხუჭავ და წარმოვიდგენ მოცურავე ღრუბლებს, მეც მათთან ერთად მოვცურავ. ღრუბლები სხვადასხვანაირნი არიან: თეთრი, ვარდისფერი, მოცისფრო და შავი, ყველას აქვს თავისი მნიშვნელობა. მე ყველაზე მეტად მომწონს ქათქათა თეთრი ღრუბლები იმიტომ, რომ სისპეტაკისა და სისუფთავის ფერია.
დედის თბილი ხელები
დედა მრავალი სითბოსა და სიყვარულის შემომტანი ქალბატონია. ერთხელ, როცა ცუდად ვიყავი და სიცხე მქონდა, ჩემი ლამაზი დედიკო თავისი ჯადოსნური ხელებით მომეფერა და ერთ საათში კარგად გავხდი. ასეთი მრავალი შემთხვევა ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ მიყვარს ის ასე ძალიან, მისი თბილი ხელები ყველაფერს მირჩევნია.
შეცდომა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
არის შეცდომები ჩემში, რომელიც გულს მტკენს, მაგრამ მას არასოდეს გავიმეორებ. სიყვარული ჩემი ბებოსა და ბაბუს მიმართ არასოდეს მაკლდა. ყოველთვის კარგად მექცეოდნენ და ვექცეოდი, მაგრამ ერთხელ გავაბრაზე ბავშვური ცელქობით და გამიწყრნენ. გაბრაზებულმა ბაღში ყვავილები და ნათესები სულ გავაფუჭე. ბებოს ცრემლები მოერია, თვალცრემლიანმა შემომხედა და შებრუნდა. მაშინ მივხვდი, თუ როგორ დავწყვიტე გული. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.
მადლი ჰქენი...
ქვეყანაზე ღმერთმა როცა მოგვავლინა, ადამიანები სითბოთი და სიყვარულით აგვავსო. მას ჩვენ ვუყვარვართ და ასეთ სიყვარულს გვიქადაგებს ერთმანეთის მიმართ. ურთიერთპატივისცემა, სიყვარული რომ გვქონდეს, ყველას კეთილი თვალით ვუყურებდეთ, მხოლოდ მშვიდობა, სინათლე და სილამაზე იქნებოდა ირგვლივ.
სიკეთე და კეთილი საქმე კეთება მხოლოდ გულიდან მოდის. უბრალო ღიმილიც კი სასიამოვნოა. სიკეთე არასოდეს იკარგება. კეთილი საქმე შეიძლება ერთხელ გავაკეთოთ და მას ასჯერ მაინც გაიხსენებენ. ვიყოთ კეთილები და ღვთის მადლიც მეტი იქნება!
გაზაფხულია, გაზაფხული!
გაზაფხულის მოსვლა ძალიან მიყვარს. გამოცოცხლდება ბუნება, აჭიკჭიკდებიან ჩიტები, დაებერება კვირტები შინდს, გარგარს, კომშს. პირველი ტყემალი აყვავილდება, ატამიც არ ჩამორჩება და ბოლოს თავის სილამაზეს ბროწეულიც გამოაჩენს. ყვავილები, ეს ხომ საოცრებაა! ია გვახარებს გაზაფხულის მოსვლას. ჩემი ეზო აყვავდება ნაირ-ნაირ ფერებში: ტიტას, ვარდის, პიონის სურნელი დგას ირგვლივ.
გაზაფხულია, გაზაფხული!
0 comments:
Post a Comment