ეს მე ვარ
ეს მე ვარ, ნატალი! გამარჯობათ! ვცხოვრობ ერთ ჩვეულებრივ ქალაქში.
მე მიყვარს ბებო, ბაბუ, დედ-მამა... და ჩემი ბოთუშკა ძამიკო...
მიყვარს ჩემი სკოლა და მასწავლებლები... რა თქმა უნდა, მეგობრებიც...
ვარ ხალისიანი და ცოტა ჯიუტი, ასევე საკმაოდ მუსიკალური და თეატრალური. მიხარია, როცა მაქებენ და მეფერებიან. კატასავით გავილურსები ხოლმე.
აი, ასეთი ვარ მე!
წკაპ-წკუპ...
წვიმს... წვიმს... წკაპ... წკუპ! - ამბობს წვიმა.
წვიმავ, არ მოიწყინო, ეამბორე ყველას, ცოტა ჩემს ბაღთანაც ჩამოიარე, ნუ მოაკლებ წყალს, გაახარე ჩემი ბებო, მორწყე მისი ბაღი, საამურად წარმოიქმენ, გაახარე ყველა! დიდი მადლობელი ვიქნები შენგან, ჩემო წვიმავ, ნუ მიგვატოვებ, გაგვიწმინდე ჰაერი, რომ დიდხანს ვიცოცხლოთ!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ შენს ლამაზ იუბილეს, გისურვებ ყველაფერს კარგს, მრავალ იუბილეს, სულ ასეთი ლამაზი, მშვენიერი და ამაყი ყოფილიყავი. ყველაზე მნიშვნელოვანო, დედამიწავ, სულ ახალგაზრდა და სიკეთით სავსე ხარ და ამიტომ გვიყვარხარ ყველას - დიდსა და პატარას! გმადლობთ, რომ გვინახავ და გვიფრთხილდები!ჩემი მეგობარიმე ჩემი მეგობრები ძალიან მიყვარს. ისინი აქ, ჩემს სკოლაში არიან, ყველაზე მეტად ერთი ბავშვი მომწონს, ეს კი ნინო მეტრეველია, ვცდილობ, რითაც შემიძლია, ვასიამოვნო. ერთმანეთს ვეფერებით, ვეალერსებით და მხარში ვუდგავართ. მინდა, რომ ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდეს, უფრო სწორად, მარადიული იყოს!
ოცი წლის შემდეგ
უკვე ოცი წელი გავიდა... გავიზარდე... დავამთავრე უნივერსიტეტი, მომემატა წლები და გამოვედი მსახიობი, ვმუშაობ თეატრში. ბავშვობაშიც ეს პროფესია მომწონდა და ის გამოვედი, რაც მინდოდა. ახლა კი მინდა, ვიყო უკეთესი მსახიობი და მთელი ჩემი ცხოვრება ამ პროფესიით ვიცხოვრო.
როგორი უნდა იყოს ადამიანი!
ადამიანი უნდა იყოს ჭკვიანი, მზრუნველი, მოსიყვარულე, სათნო, მეგობრული, სამშობლოს მოყვარული, წმინდა, ვაჟკაცური, გულთბილი, საიმედო, ლამაზი და ყოჩაღი. აი, ასეთია კარგი ადამიანი. მას ყველა ბაძავს და ღმერთიც წყალობს. ასეთი მინდა ვიყო მეც.
სიხარულის ცრემლები
ცრემლები... ცრემლები რატომ მოგვდის? იმიტომ, რომ გული გვიჩუყდება. ცრემლები იწვევენ მეგობრობას, ერთგულებასა და სიხარულს. სიხარული ძალიან კარგია, იმიტომ რომ ის გვაძლევს ენერგიას და სიამაყეს! ვისურვებდი, რომ ყველას ხშირად გვქონდეს სიხარულის ცრემლები... მიხარია, როცა ადამიანი ბედნიერებისგან ტირის და არა მწუხარებისგან.
ჩვენი ეზო
ჩემს ეზოში ბევრი ყვავილია. გგონიათ, ყვავილებს ლაპარაკი არ შეუძლიათ? ისინი დღე და ღამე ჩურჩულებენ, კიდევ ტირიან, როცა მოწყვეტ. ისინი იმიტომ არიან ჩვენს ქვეყანაზე, რომ გაგვილამაზონ ცხოვრება - ბაღები, ჩემი ხეებიც, ჩემი ყვავილებიც იმიტომ არიან შექმნილნი, რომ გაგვილამაზონ გარემო. ჩვენც იმიტომ ვცხოვრობთ დედამიწაზე, რომ მივანიჭოთ სიამოვნება არა მარტო ყვავილებს, სხვა ქმნილებებსაც.
ღრუბლები
მგონია, რომ ცაზე ღრუბლები თითქოს დაცურავენ, არსებობს თეთრი, შავი, ნაცრისფერი ღრუბლები. მათ სხვადასხვანაირი ფორმა აქვს. შავ ღრუბელს წვიმა მოაქვს, თეთრ ღრუბელს კი - დარი, ნაცრისფერს - არც დარი და არც ავდარი, უბრალოდ, პირქუშ ამინდს მოასწავებს. მე მიყვარს თეთრი ღრუბელი, რადგან ის კეთილი და ფუმფულაა, მაგრამ უღრუბლო ცა უფრო ლამაზი სანახავია.
მინდა, რომ ჩემს ცხოვრებაში სულ უღრუბლო ცა იყოს!
მადლი ჰქენი...
მადლი - ეს არის სიკეთის კეთება. ამქვეყნად ყველამ სიკეთე უნდა თესოს, რომ მადლიანები ვიყოთ და უფალმა გადმოგვხედოს. არასოდეს უნდა დავივიწყოთ, რომ სიკეთე მზის შუქს ჰგავს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანი, რომელმაც გადაგვარჩინა, დაგვეხმარა და ხელი გამოგვიწოდა. სიკეთის ფასი არაფერია. რამდენჯერაც გავაკეთებთ სიკეთეს, ის კვლავ ჩვენ დაგვიბრუნდება.
0 comments:
Post a Comment