ეს მე ვარ
მე ვარ ნიკოლოზ ჭაბაშვილი, 9 წლის. დავიბადე 1999 წელს. ვსწავლობ რუსთავის კერძო სკოლა "ათასწლეულში", მეორე კლასში. მყავს ერთი ძმა და ერთი და. ვცხოვრობ მშობლებთან ერთად. სახლში მყავს შინაური ცხოველები: კატა, ძაღლი და თუთიყუში. მიყვარს თამაში, წიგნების კითხვა და თხზულებების წერა. ვარ კეთილი და მეგობრული. მიხარია, როცა სხვას ვეხმარები.აი, ასეთი ვარ მე.
ჩემი მეგობარი
ჩემი მეგობარი ძალიან კეთილია. ხელი რომ მომიხვდება და ბოდიშს მოვუხდი, მიპასუხებს: რისი ბოდიშიო! ჩვენ სულ ერთად ვართ, ზღაპრებს ერთად ვიგონებთ და შენდეგ ვწერთ. მე იგი ძალიან მიყვარს. სულ მეხმარება. ერთმანეთს არ ვუბრაზდებით. მას ჩემთვის ყველაფერი ემეტება. ერთმანეთს როდესაც ვხვდებით, ყოველთვის ვესალმებით. ძალიან გვიყვარს ერთად თამაში. მასთან განშორებას არც ვაპირებ. მე სხვა მეგობრებიც მყავს, მაგრამ ის ყველასგან გამორჩეულია. მე ასე მგონია.
შეცდომა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება
ბავშვები ჩვენს მეზობლად ერთი ადამიანის ბაღში გადავიპარეთ. ხეზე ავედით და ბევრი გარგარი მოვიპარეთ. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება, რადგან მრცხვენია და სინანულს ვგრძნობ, ამ რვეულშიც იმიტომ დავწერე, იქნებ ღმერთმა მაპატიოს.
როგორი უნდა იყოს ადამიანიადამიანი უნდა იყოს ღონიერი, გაბედული, მამაცი, უნდა უყვარდეს მშობლები, მასწავლებლები და რასაც ასწავლიან, უნდა შეითვისოს. იყოს სულიერად ლამაზი, ყველას დამჯერი, ჭკვიანი, მოაზროვნე, სხვათა დამხმარე, ზრდილობიანი, ყველაფრის მცოდნე. კარგი ადამიანი რომ დადგეს, კარგი მეგობრები უნდა ჰყავდეს. მე მინდა, რომ ჩემი სახელი დავიმკვიდრო, რომ ყველამ თქვას, რა კარგი ადამიანიაო.

წკაპ-წკუპ...წკაპ-წკუპ...
გავიხედე, ისევ წვიმს. კიდევ გავიხედე, აღარ წვიმდა, გადაიღო, მაგრამ ქარია. წვიმა კიდევ ბევრჯერ წამოვიდა დღის განმავლობაში, ორმოებში წყალი ჩადგა. - შენ ვინ ხარ? - მკითხა წვიმამ. - მე ვარ ადამიანი, ხომ გაიგე, ვინ ვარ? ყვავილები დაასველე, დაასველე ბალახები და დაგვასველე ჩვენც. მართალია, წვიმაში ზოგი ცივდება, ვისაც ცხელა, ნატრობს წვიმას. მე კი მგონია, რომ წვიმა არის ძალიან ცუდი, ქარიც ცუდია, ქარი და წვიმა მე არ მიყვარს.
ოცი წლის შემდეგ
მე მყავს ოჯახი, მეუღლე და პატარა შვილი. დავამთავრე სასულიერო აკადემია, მყავს მანქანა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ჩემი პირველი მასწავლებელი, ხატვაც მიყვარდა, მაგრამ მღვდელი რომ გავხდი, ის უფრო გამეხარდა. მე ყველა მიყვარს ჩემს ოჯახში, განსაკუთრებით ჩემი პატარა ბიჭი - შიო. მე სულ მიხარია, ტაძარში რომ ვარ, იქ ვმშვიდდები. მიყვარს ჩემი პროფესიაც და ჩემი ოჯახიც.
ჩვენი ეზო
მე ეზოში საერთოდ არ გავდივარ, მხოლოდ ხეზე ავდივარ და იქ ვჭამ თუთას, კარალიოკს, ლეღვს, ჭერამსა და ტყემალს. ეზოში მხოლოდ მაშინ გავდიოდი, როცა ჩვენი სახლი ახალი ნაყიდი იყო. მაშინ ველოსიპედს გავიყვანდი ხოლმე და ვსეირნობდი, ან ბურთს გავიტანდი და ბავშვები ვთამაშობდით. ხანდახან მე და ჩემი ძმა ახლაც ვთამაშობთ მისაღებ ოთახში, მაგრამ დედა და მამა გვიკრძალავენ, რაიმე არ ჩამოაგდოთო. როცა ჩემი ბიძაშვილი მოდის, მას ვეთამაშები ხოლმე. ძველ სახლში რომ ვცხოვრობდით, მთელი დღე ეზოში ვიყავი.
სიხარულის ცრემლები
ძალიან კარგია, როცა ცრემლები სიხარულისგან მოგვდის და არა მწუხარებისგან. მე ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ჩემი მშობლები და ძმა ღამის 2 საათზე ჩამოვიდნენ კაბადოკიიდან და ტაო-კლარჯეთიდან. ისე ძალიან გამიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. აი, მაშინ მომადგა სიხარულის ცრემლები.
მინდა, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ ბედნიერებისგან ტიროდეს.
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს!
დედამიწავ, გილოცავ იუბილეს! შენ რომ არ ყოფილიყავი, ჩვენ შენს დაბადების დღეს ვერ აღვნიშნავდით. შენ ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებ, - გვზრდი, გვკვებავ, საზრდოს გვაძლევ. შენ რომ არა, ჩვენ არც საჭმელი გვექნებოდა, არც მდინარე, არც ზღვა და ოკეანე. მინდა რომ უფრო დღეგრძელი, ლამაზი და მშვენიერი იყო. ამაში ჩვენც, - ადამიანებიც დაგეხმარებით!
ღრუბლებიმე ძალიან მიყვარს ცაში ყურება. ვხედავ, ღრუბლები როგორ იცვლებიან: ხან ყვავილის ფორმას მიიღებენ, შემდეგ წვერებიან კაცს ემსგავსებიან. ხან ძაღლს ჰგვანან, ხანაც – ცხენებს... შემდეგ კი ქარი დაუბერავს და ღრუბლები ცის კამარაზე მიმოიფანტებიან. ამ დროს თავი ზღაპარში მგონია და მინდა, რომ მალე არ დაღამდეს...

0 comments:
Post a Comment